სურთი
ქალაქი | |
---|---|
სურთი سرت | |
ქვეყანა | ლიბია |
რეგიონი | ტრიპოლიტანია |
მუნიციპალიტეტი | სურთი |
კოორდინატები | 31°12′00″ ჩ. გ. 16°36′00″ ა. გ. / 31.20000° ჩ. გ. 16.60000° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 28 მ |
მოსახლეობა | 75 358[1] კაცი (2010) |
სასაათო სარტყელი | UTC+2 |
სატელეფონო კოდი | +218 54 |
სურთი, ასევე სირთი (არაბ. سرت) — ქალაქი ლიბიაში, ამავე სახელწოდების მქონე რაიონის დედაქალაქი. მდებარეობს სიდრის ყურის ნაპირებზე, ისტორიულ მხარე სირტიკაში. 2010 წლის მონაცემებით ქალაქში 75 358 ადამიანი ცხოვრობდა.[2]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2011 წლის სამოქალაქო ომის შემდგომი პერიოდი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სურთი არის ანტიკური ქალაქი, ის ჯერ კიდევ ფინიკიის არსებობის დროს აშენდა. ლიბიაში 2011 წელს მომხდარი სამოქალაქო ომის დროს ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობამ დატოვა იგი. 2012 წლის აპრილისათვის ქალაქის მოსახლეობის დაახ. 70% დაუბრუნდა ქალაქს. დაიწყო ქალაქის ინფრასტრუქტურის აღდგენა, თუმცა ქალაქში დატოვებული საომარი ნარჩენები სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა მოსახლეობას. მოსახლეობის განცხადებით, ახალი მთავრობის წარმომადგენლები მათ ქალაქის საომარი ნარჩენებისგან სრულად გაწმენდას დაპირდნენ.
ტრანსპორტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2008 წელს ჩინეთის სარკინიგზო კომპანიამ მოიგო ტენდერი, რის შემდეგაც მას დაევალა რკინიგზის ხაზის გაყვანა ლიბიაში. ეს სარკინიგზო მონაკვეთი გადაჭიმული იქნებოდა ელ-ხუმსიდან სურთამდე, ამ მონაკვეთის საერთო სიგრძე 352 კმ-ია. თუმცა, 2011 წელს ცნობილი გახდა, რომ ამ სარკინიგო მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებს ასრულებს რუსეთის სარკინგზო გზების კომპანია.[3]
ცნობილი პიროვნებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქში დაიბადა და გარდაიცვალა ლიბიის ყოფილი ლიდერი მუამარ კადაფი.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ World Gazetteer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-12-16. ციტირების თარიღი: 2012-11-03.
- ↑ Surt. World Gazetteer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-15. ციტირების თარიღი: 2011-02-13.
- ↑ РЖД эвакуирует сотрудников из Ливии
|