სომოვის ზღვა
იერსახე
| სომოვის ზღვა | |
|---|---|
| სომოვის ზღვის მდებარეობა ანტარქტიდის რუკის ფონზე | |
| ზოგადი ინფორმაცია | |
| ოკეანის აუზი | სამხრეთის ოკეანე |
| ტიპი | განაპირა ზღვა |
| ფართობი | 1,150,000 კმ² |
| უდიდესი სიღრმე | 3000 მ |
| კუნძულ(ებ)ი | ბალენის კუნძულები |
სომოვის ზღვა — განაპირა ზღვა სამხრეთის ოკეანეში, როსისა და დიურვილის ზღვებს შორის. ფართობი 1,150,000 კმ². ებჯინება აღმოსავლეთ ანტარქტიდის ვიქტორიას მიწას. ზღვის აღმოსავლეთი ნაწილი ძირითადად განლაგებულია კონტინენტური მეჩეჩის ფარგლებში. ზღვის დასავლეთ ნაწილში სიღრმეები 3000 მ-მდეა. ჩრდილოეთით არის ბალენის კუნძულები. მთელი წლის განმავლობაშია მოტივტივე ყინულები და აისბერგები. სახელი ეწოდა რუსი ოკეანოლოგის მიხეილ სომოვის პატივსაცემად, რომელიც 1955-1957 წლებში ხელმძღვანელობდა პირველ საბჭოთა ანტარქტიკულ ექსპედიციას.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სომოვის ზღვა — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)