მინდანაოს ზღვა
იერსახე

მინდანაოს, იგივე ბოჰოლის ზღვა — მდებარეობს ფილიპინების კუნძულ მინდანაოსა და ვისაიასს შორის. გადაჭიმულია კუნძულ ბოჰოლის სამხრეთით და მინდანაოს ჩრდილოეთით. ზღვაში მდებარეობს ორი მნიშვნელოვანი კუნძული — სიკიხორი და კამიგინი. მაქსიმალური სიღრმეა 1975 მ.
ზღვაზე მდებარე მნიშვნელოვანი ქალაქებია: ილიგანი, ბუტუანი, დუმაგეტე, ოზამისი და ტაგბილარანი.