სკოშის ზღვა
იერსახე
| სკოშის ზღვა | |
|---|---|
| სკოშის ზღვა | |
| ზოგადი ინფორმაცია | |
| ოკეანის აუზი | სამხრეთის ოკეანე ატლანტის ოკეანე |
| ტიპი | კუნძულთშორისი ზღვა |
| ფართობი | 3 მლნ. კმ² |
| უდიდესი სიღრმე | 5000 მ |
| მარილიანობა | 34 ‰ |
სკოშის ზღვის მდებარეობა ანტარქტიდის რუკის ფონზე | |
სკოშის ზღვა ან სკოტიის ზღვა (Scotia Sea) — კუნძულთშორისი ზღვა სამხრეთის ოკეანესა და ატლანტის ოკეანეში. განფენილია სამხრეთ გეორგიის, სამხრეთ სენდვიჩისა და სამხრეთ ორკეინის კუნძულებს შორის. დასავლეთით დრეიკის სრუტით უერთდება წყნარ ოკეანეს. ფართობი 3 მლნ. კმ²-ს აღემატება, სიღრმე 5000 მ-ზე მეტია. წყლის ტემპერატურა ზედაპირზე 6-დან — 1°C-მდე. მარილიანობა დაახლოებით 34 ‰. ზღვის სამხრეთი ნაწილი წლის უმეტეს დროს დაფარულია მოდრეიფე ყინულით. ზღვაში განვითარებულია ვეშაპის რეწვა. სახელი ეწოდა 1932 წლის შოტლანდიელების ანტარქტიდული ექსპედიციის გემის სახელის მიხედვით.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სკოშის ზღვა — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
- სკოშის ზღვა — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)