ანდამანის ზღვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ანდამანის ან ბირმის ზღვაინდოეთის ოკეანის ნაწილი, მდებარეობს ბენგალის ყურის სამხრეთ-აღმოსავლეთით. ესაზღვრება ქვეყნები: სამხრეთით - ბირმისთვის (მიანმარი), დასავლეთით - ტაილანდისთვის, აღმოსავლეთით - ინდოეთისთვის (ანდამანის კუნძულები). ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილი უერთდება მალაკის სრუტეს.

ტრადიციულად, ეს ზღვა ყოველთვის გამოიყენებოდა სანაპირო ქვეყნებს შორის საქონლის გადაზიდვებში, განვითარებული იყო თევზჭერა. დღეს აქ მდებარე კუნძულები და მარჯნის რიფები ტურისტებს შორის საკმაოდ პოპულარულია. თევზჭერისა და ტურისტული ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დააზიანა 2004 წლის ინდოეთის ოკეანის მიწისძვრამ და ცუნამიმ.

ანდამანის ზღვის ფართობია 600 000 კმ², სიგრძე 1 200 კმ, სიგანე 645 კმ, საშუალო სიღრმე 1 096 მ, მაქსიმალური სიღრმე 4 198 მ.

ჯეიმზ ბონდის კუნძული პანგ-ნგას ყურეში, ტაილანდი
კუნძული კო-პჰი-პჰი, ტაილანდი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]