ფატმა ხათუნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ფატმა ხათუნი
მშობ. სახელი fatma hatun
დაბ. თარიღი 1590
გარდ. თარიღი 1660
რელიგია ისლამი
მეუღლე(ები) აჰმედ I
შვილ(ებ)ი შეჰზადე ჰასანი
შეჰზადე ჯიჰანგირი
აბიდე სულთანი
მშობლები მამა: ქუიუჯუ მურად-ფაშა (ერთ-ერთი ვერსიით)

ფატმა ხათუნი (თურქ. fatma hatun) — ოსმალეთის სულთნის აჰმედ I-ის მესამე ცოლი და მისი სამი შვილის დედა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფატმას წარმომავლობის შესახებ, თითქმის არაფერია ცნობილი. ერთი ვერსიით,ის ქუიუჯუ მურად-ფაშას ქალიშვილი უნდა ყოფილიყო [1][2][3], რომელიც ოსმალეთის დიდი ვეზირი იყო 1606-1611 წლებში. მეორე ვერსიით კი იგი წარმოშობით ბოსნიელი იყო, რომელიც სტამბოლში მოხვდა როგორც მონა.[1]. 1605 წელს ფატმამ იქორწინა სულთან აჰმედზე. მან სულთანს გაუჩინა ორი უფლისწული და ერთი სულთანი. ფატმას ორივე უფლისწული გარდაიცვალა ადრეულ ასაკში. აბიდე კი, რომელიც დაიბადა მამის სიკვდილიდან მალევე, 1618 წელს, 24 წლის ასაკში მიათხოვეს მუსა ფაშას. 5 წლის შემდეგ კი აბიდე დაქვრივდა. ფატმა გარდაიცვალა 1660 წელს. გარდაცვალების ადგილი და მიზეზი უცნობია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]