ჟიტვატოროკის ზავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჟიტვატოროკის ზავის მემორიალი

ჟიტვატოროკის ზავი (უნგრ. Zsitvatoroki béke; სლოვაკ. Žitavský mier; თურქ. Zitvatorok Anlaşması) — 1606 წლის 11 ნოემბრის სამშვიდობო ხელშეკრულება, რომელმაც დაამთავრა ცამეტწლიანი ომი ავსტრიასა და ოსმალეთის იმპერიას შორის.

ზავი დაიდო 20 წლით სულთან აჰმედ I-სა და ავსტრიის ჰერცოგ მათეს შორის, მიუხედავად იმისა, რომ მათეს ძმა, იმპერატორი რუდოლფ II ამის წინააღმდეგი იყო.

ხელშეკრულების თანახმად ყოველწლიური ხარკის სახით ავსტრიას ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა გადაეხადა ერთდჯერადი კომპენსაცია, ხოლო ოსმალებს თავი უნდა შეეკავებინათ ავსტრიის მფლობელობაში მყოფ უნგრეთის სამეფოში ლაშქრობაზე.

ზოგიერთი ისტორიკოსი ვარაუდობს, რომ ეს ხელშეკრულება გულისხმობდა სულთანსა და ჰერცოგს შორის თანასწორი უფლებების აღიარებას..

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Gustav Beyerle: „The Compromise at Zsitvatorok“, Archivum Ottomanicum, Bd. 6 (1980), S. 5–53.
  • Peter F. Sugar (Hrsg.): A History of Hungary, Indiana University Press, Bloomington 1990, ISBN 0-253-35578-8.