სანჯაყ-ბეი
იერსახე
სანჯაყ-ბეი (თურქ. Sancak Beyi) — ოსმალეთის იმპერიის სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეულის, სანჯაყის მმართველი. სანჯაყი შეესაბამება ოლქს, ხოლო სანჯაყის მმართველი ამავდროულად იყო შეიარაღებული ძალების მთავარსარდალიც[1].
სიტყვა „სანჯაყი“ სიტყვასიტყვით ნიშნავს „დროშას“. ამ სიტყვით განისაზღვრებოდა სამხედრო ფორმირება. შესაბამისად სანჯაყ-ბეი ამ სამხედრო ფორმირების მეთაურად ითვლებოდა.
სანჯაყ-ბეის ჰქონდა იგივე უფლებები, რაც ბეილერ-ბეის თუმცა ემორჩილებოდა ბეილერ-ბეის. მისი უფლებები ვრცელდებოდა მხოლოდ მისსავე სანჯაყში[2]. სანჯაყ-ბეის ფუნქციებში შედიოდა ბანდიტებისა და ერეტიკოსების დევნა, არმიისათვის და ფლოტისათვის საკვებისა და იარაღის მიწოდება[3].
ცნობილი სანჯაყ-ბეიები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მეჰმედი — მანისის სანჯაყ-ბეი 1541-1543 წლებში.
- მუსტაფა — მანისის სანჯაყ-ბეი 1533-1541 და ამასიის სანჯაყ-ბეი 1541-1553 წლებში.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ აბდალრაჰმან ალ-ჯაბართი, Удивительная история прошлого в жизнеописаниях и хронике событий
- ↑ Всемирная история დაარქივებული 2014-03-02 საიტზე Wayback Machine. . Том 4. М.,1958
- ↑ Imber, Colin. (2002)The Ottoman Empire, 1300-1650: The Structure of Power გვ. 177-200. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-22. ციტირების თარიღი: 2014-09-30.