საკონტინენტთაშორისო თასი (ინგლ.Intercontinental Cup) (აგრეთვე ცნობილი როგორც ევროპის და სამხრეთ ამერიკის თასი და ტოიოტას თასი) — ყოველწლიური საფეხბურთო გათამაშება, რომელსაც ატარებდა ევროპის და სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაციები ამავე კონტინენტების წამყვან ტურნირებში — უეფას ჩემპიონთა ლიგასა და ლიბერტადორესის თასზე გამარჯვებულ კლუბებს შორის. ყოველწლიურად იმართებოდა 1960 წლიდან, ხოლო 1980 წლიდან იმართებოდა იაპონიაში.
გათამაშების ისტორიაში, ყველაზე წარმატებული კლუბები არიან „მილანი“, „რეალ მადრიდი“, „პენიაროლი“, „ბოკა ხუნიორსი“ და „ნასიონალი“. ამ კლუბებს საკონტინენტთაშორისო თასი სამჯერ აქვთ მოგებული. სულ საკონტინენტთაშორისო თასი 25 სხვადასხვა კლუბს აქვს მოგებული. გათამაშების უკანასკნელი გამარჯვებულია პორტუგალიური „პორტუ“.
ქვეყნების მიხედვით ყველაზე მეტი გამარჯვებული არგენტინას ჰყავს. არგენტინულმა გუნდებმა 9-ჯერ მოახერხეს საკონტინენტთაშორისო თასის მოგება და 9-ჯერ დამარცხდნენ. სულ 11 ქვეყნის წარმომადგენლებმა მოახერხეს თასის მოპოვება. სამხრეთ ამერიკულმა გუნდებმა თასი 22-ჯერ, ხოლო ევროპულმა გუნდებმა კი 21-ჯერ გაიმარჯვეს.