კორიერე დელა სერა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„კორიერე დელა სერას“ მთავარი ბიურო მილანში

„კორიერე დელა სერა“ (Corriere della Sera ქართ. საღამოს კურიერი, გავრცელებული მოკლე ფორმა „კურიერი“ (Corriere)) არის იტალიური ყოველდღიური გაზეთი. გაზეთი მილანში გამოდის და მას გამოსცემს მედიაჯგუფი (Rizzoli Corriere della Sera (RCS საგამომცემლო ჯგუფი)). გამომცემლობა სხვადასხვა ადგილობრივი და ყოველკვირეული დამატებები. „კორიერე დელა სერას“ გამოცემის ყოველდღიური ტირაჟი აღემატება 800.000 ეგზემპლარს, რომლებიც 2,5 მლნ. მკითხველს წვდება.

გაზეთი ეუჯენიო ტორელი ვიოლიერმა დააფუძნა 1876 წლის 5 მარტს. 1910–1930 წლებში გაზეთის განვითარებას დიდად დაატყო ხელი ლუიჯი ალბერტინიმ, რომლის რედაქტორობის წლებში „კორიერე დელა სერა“ გადაიქცა იტალიის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ და გავლენიან პერიოდულ გამოცემად. 2003 წელს გაზეთის წარმატება European Newspaper Award-მაც (ევროპის საგაზეთო შეჯიბრი) აღნიშნა. თავის მნიშვნელოვან კონკურენტებს მიეკუთვნება ტურინის „ლა სტამპა“ და რომაული „ლა რეპუბლიკა“.

„კორიერე დელა სერას“ პერიოდული დამატებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „კორიერე დელ მეცოჯორნო“ („Corriere del Mezzogiorno“) – გამოდის 1997 წლიდან
  • „კორიერე დელ ვენეტო“ („Corriere del Veneto“) – 2002 წლიდან
  • „კორიერე დელ ტრენტინო“ („Corriere del Trentino“) – გამოდის 2003 წლიდან
  • „კორიერე დელ' ალტო ადიჯე“ („Corriere dell' Alto Adige“) – გამოდის 2003 წლიდან
  • „კორიერე დი ვერონა“ („Corriere di Verona“) – გამოდის 2004 წლიდან
  • „კორიერე მაგაზინე“ („Corriere Magazine“) – შაბათის დამატება

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]