შინაარსზე გადასვლა

ვანო ინწკირველი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ინწკირველი.

ვანო ნიკოლოზის ძე ინწკირველი, ფსვედონიმი სტეპკო (დ. 15 აგვისტო, 1887, ფამფალეთი, — გ. 20 მაისი, 1908, ბაქო) — ქართველი რევოლუციონერი.

1901 წლიდან ეწეოდა რევოლუციურ საქმიანობას. 1904 წლიდან იყო ჭიათურაში ბოლშევიკური კომიტეტის წევრი. 1905 წლის რევოლუციის დროს იყო ჭიათურაში გაფიცვების და შორაპნის მაზრის სამხედრო შტაბის ერთ-ერთი მეთაური. მონაწილეობდა ჩხარის და ყვირილის საპოლიციო განყოფილებების, თენგინის პოლკის განიარაღებაში. 1906-1907 წლებში ეწეოდა პროპაგანდისტულ მუშოაბას თბილისის მუშათა არალეგალურ წრეებში. 1908 წელს პარტიის დავალებით გაემგზავრა ბაქოში, სადაც დაიღუპა პოლიციასთან შეტაკების დროს.

  • კვაჭაძე, ს., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 186.
  • რევოლუციური მოძრაობის მოღვაწენი საქართველოში, თბილისი, 1961

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]