პრიშტინა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დედაქალაქი / ქალაქი
პრიშტინა
Prishtinë
პრიშტინა
პრიშტინა
ქვეყანა სერბეთის დროშა სერბეთი
მხარე კოსოვო და მეტოხია
ოკრუგი კოსოვო
კოორდინატები 42°40′20″ ჩ. გ. 21°09′00″ ა. გ. / 42.67222° ჩ. გ. 21.15000° ა. გ. / 42.67222; 21.15000
ფართობი 572 კმ²
ზღვის დონიდან 652
მოსახლეობა 198 214 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 230 კაცი/კმ²
ეროვნული
შემადგენლობა
ალბანელები, სერბები
სატელეფონო კოდი (+381) 038
ოფიციალური საიტი ბმული
პრიშტინა (სერბეთი)
Red pog.svg
ბილ კლინტონის ბულვარი პრიშტინაში

პრიშტინა (ალბ. Prishtinë [pɾiʃtinə]; სერბ. Приштина / Priština; თურქ. Priştine) — ნაწილობრივ აღიარებული კოსოვოს რესპუბლიკის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. გაერო-ს ქვეყანათა უმრავლესობა მიიჩნევს სერბეთის ნაწილად.

ამჟამად ქალაქის მოსახლეობა 200,000-მდეა[1]. ქალაქში უმრავლესობას ალბანელები შეადგენენ; მათ გარდა მოსახლე უმცირესობებს შორის არიან თურქები, სერბები, ბოსნიელები, ბოშები და სხვა ხალხი. ქალაქში მდებარეობს ტერიტორიის დროებით მთავრობა და კოსოვოში გაეროს დროებითი ადმინისტრაციული მისიის (UNMIK) სათავო ოფისები. ის კოსოვოს ადმინისტრაციული, საგანმანათლებლო, კულტურული ცენტრია. პრიშტინაშია პრიშტინის უნივერსიტეტი და საერთაშორისო აეროპორტი.

ქალაქში მოსახლე ხალხი ალბანურად Prishtinali ან Prishtinas და სერბულად Prištinci (Приштинци) ან Prištevci (Приштевци) იწოდებიან.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]