წმინდა ელენე, ამაღლება და ტრისტანი-და-კუნია: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 75: ხაზი 75:


== კუნძულების გეოგრაფია ==
== კუნძულების გეოგრაფია ==
[[ფაილი:St Helena & Dependencies Map.gif|thumb|right|250px|]]
[[წმინდა ელენეს კუნძული]] — [[ვულკანი|ვულკანური]] წარმოშობისაა. მის სამხრეთ ნაწილში არსებობს რამდენიმე ჩამქრალი [[კრატერი]] [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 818 მეტრამდე სიმაღლით. [[კლიმატი]] პასატური და ტროპიკულია. ამაღლებულ რაიონებში მოდის 1000 მმ-მდე ნალექი წელიწადში. ჯეიმსტაუნის რაიონში — სულ დაახლოებით 140 მმ წელიწადში.
[[წმინდა ელენეს კუნძული]] — [[ვულკანი|ვულკანური]] წარმოშობისაა. მის სამხრეთ ნაწილში არსებობს რამდენიმე ჩამქრალი [[კრატერი]] [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 818 მეტრამდე სიმაღლით. [[კლიმატი]] პასატური და ტროპიკულია. ამაღლებულ რაიონებში მოდის 1000 მმ-მდე ნალექი წელიწადში. ჯეიმსტაუნის რაიონში — სულ დაახლოებით 140 მმ წელიწადში.



22:54, 3 აგვისტო 2016-ის ვერსია

წმინდა ელენე, ამაღლება და ტრისტანი-და-კუნია
ინგლ. Saint Helena, Ascension and Tristan da Cunha
{{{link alias-s}}}
დევიზი: «Come ye Blessed»
ჰიმნი: "Loyal and Unshakeable" (წმ. ელენე)
"Our faith is our strength" (ტრისტანი-და-კუნია)
{{{link alias-s}}} მდებარეობა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
ჯეიმსტაუნი
ოფიციალური ენა ინგლისური
მთავრობა კონსტიტუციური მონარქია
 -  დედოფალი ელისაბედ II
ფართობი
 -  სულ 420 კმ2 
მოსახლეობა
 -  2008 აღწერა 5661[1] 
 -  სიმჭიდროვე 13,48 კაცი/კმ2 
ვალუტა წმინდა ელენეს ფუნტი
დროის სარტყელი +0
Internet TLD .sh და .ac
სატელეფონო კოდი 1

წმინდა ელენე, ამაღლება და ტრისტანი-და-კუნია[2] (ინგლ. Saint Helena, Ascension and Tristan da Cunha) — დიდი ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორია, შედგება წმინდა ელენეს, ამაღლების და ტრისტანი-და-კუნიას კუნძულების ჯგუფისგან, რომლებიც მდებარეობენ ატლანტის ოკეანეში, აფრიკის კონტინენტის სანაპიროს დასავლეთით. 2009 წლის 1 სექტემბრამდე ერქვა წმინდა ელენეს კუნძული და ტერიტორია (ინგლ. Saint Helena and Dependencies), რის შემდეგაც ძალაში შევიდა ახალი კონსტიტუცია, რომლის ძალითაც ამ სამ კუნძულს თანაბარი უფლებები და სტატუსი მიენიჭა.[3][4]

ისტორია

სამივე კუნძული ერთმანეთისგან საკმაოდაა დაშორებული, აქ ადგილობრივი მოსახლეობა არ სახლობდა და ეს კუნძულები უკაცრიელი დარჩა XVI საუკუნის დასაწყისამდე. 1501 წლის 25 მარტს გალისიელმა მეზღვაურმა ჟუან და ნოვამ აღმოაჩინა ამაღლების კუნძული, დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, 1502 წლის 21 მარტს აღმოჩენილი იქნა წმინდა ელენეს კუნძული. უკიდურეს სამხრეთით არსებული კუნძულების ჯგუფი აღმოჩენილი იქნა 1506 წელს, პორტუგალიელი მეზღვაურების მიერ, სწორედ მათ უწოდეს ამ კუნძულებს ტრისტანი-და-კუნია.

1815 წელს დიდი ბრიტანეთის მთავრობამ, კუნძულ წმინდა ელენეზე გადაასახლა საფრანგეთის იმპერატორი ნაპოლეონ ბონაპარტე. ნაპოლეონი დეპორტირებული იქნა 1815 წლის ოქტომბერში, მან აქ სიცოცხლის ბოლომდე, 1821 წლის 5 მაისამდე იცხოვრა. 1816 წლის 14 აგვისტოს ბრიტანელების მიერ ანექსირებული იქნა კუნძული ტრისტანი-და-კუნია. 1834 წელს წმინდა ელენე, ბრიტანეთის სამეფო კოლონია გახდა, 1981 წელს "ბრიტანეთის დამოკიდებული ტერიტორია", ხოლო 2002 წელს მას მიენიჭა დიდი ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიის სტატუსი.

კუნძულების გეოგრაფია

წმინდა ელენეს კუნძული — ვულკანური წარმოშობისაა. მის სამხრეთ ნაწილში არსებობს რამდენიმე ჩამქრალი კრატერი ზღვის დონიდან 818 მეტრამდე სიმაღლით. კლიმატი პასატური და ტროპიკულია. ამაღლებულ რაიონებში მოდის 1000 მმ-მდე ნალექი წელიწადში. ჯეიმსტაუნის რაიონში — სულ დაახლოებით 140 მმ წელიწადში.

წმინდა ელენეს კუნძულზე ჭარბობს მინდვრები და ბუჩქები, ხარობს სოჭი, ევკალიპტი, კვიპაროზი.

ამაღლების კუნძული — ვულკანური წარმოშობისაა, წარმოადგენს ჩამქრალი კრატერების პლატოს 858 მეტრამდე სიმაღლით (გრინის მთა). ის მდებარეობს წყალქვეშა ქედზე. კლიმატი ტროპიკულია. ნალექები მოდის 700—1000 მმ-მდე წელიწადში. კუნძული დაფარულია ბალახოვანი მცენარეულობით.

ტრისტანი-და-კუნია — ოთხი ვულკანური კუნძულის ჯგუფი. კუნძული ტრისტანი-და-კუნია — ყველაზე დიდია და ფაქტიურად წარმოადგენს დედოფალ მერის პიკზე მდებარე 2062 მეტრი სიმაღლის კონუსური ფორმის მძინარე ვულკანს.

ადმინისტრაციული დაყოფა

თითოეულ ამ კუნძულს მართავს თავისი საბჭო.

ადმინისტრაციის
სახელი
ფართობი
კმ²
ფართობი
კვ. მი
მოსახლეობა[1]
(ად. 2008)
ადმინისტრაციული
ცენტრი
ISO კოდი
წმინდა ელენეს კუნძულის დროშა წმინდა ელენეს კუნძული 122 47 4255 ჯეიმსტაუნი SH
გაერთიანებული სამეფოს დროშა ამაღლების კუნძული 91 35 1122 ჯორჯტაუნი AC
ტრისტანი-და-კუნიას დროშა ტრისტანი-და-კუნია 207 80 284 ედინბურგის შვიდი ზღვა TA
სულ 420 162 5661 ჯეიმსტაუნი SH

სქოლიო

თარგი:ბრიტანეთის დამოკიდებულებები