ეფრემ II (კათოლიკოს-პატრიარქი): განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
No edit summary |
მ ეფრემ II გადატანილია ეფრემ II (კათოლიკოს-პატრიარქი)-ზე |
(განსხვავება არ არის)
|
16:43, 23 სექტემბერი 2010-ის ვერსია
მისი უწმიდესობა და უნეტარესობა ეფრემ II (ერისკაცობაში გრიგოლ შიოს ძე სიდამონიძე) (* 19 ოქტომბერი, 1896 ― † 7 აპრილი, 1972), ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი 1960-1972 წლებში. 1918 დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, 1925 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის სიტყვიერების განყოფილება. 1922 აღიკვეცა ბერად. 1927-იდან იყო ნიკორწმინდის ეპისკოპოსი. 1944-იდან ეკავა ქუთაის-გაენათის კათედრა. 1946-იდან მიტროპოლიტი. 1952-იდან განაგებდა ბათუმ-შემოქმედისა და ჭყონდიდის ეპარქიებს. 1960-იდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი. იყო მსოფლიო საეკლესიო საბჭოს წევრი. მინიჭებული ჰქონდა ღვთისმეტყველების დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. ეკუთვნის ნაშრომები ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ისტორიის დარგში. დაკრძალულია თბილისში, სიონის საკათედრო ტაძარში.
ლიტერატურა
- საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქები, რ. მეტრეველის რედაქციით, "ნეკერი", თბ., 2000
წინამორბედი: მელქისედეკ III |
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1960-1972 |
შემდეგი: დავით VI |