შინაარსზე გადასვლა

საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები
მეტსახელ(ებ)ი ჯვაროსნები
ასოციაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია
კონფედერაცია უეფა
მთავარი მწვრთვნელი საქართველოს დროშა რამაზ სვანაძე[1][2]
დამხმარე მწვრთვნელი საქართველოს დროშა ზაურ სვანაძე
კაპიტანი ანზორ მექვაბიშვილი
ყველაზე მეტი კეპი ნიკა კვეკვესკირი (20)
გიორგი გულიაშვილი (20)
ბომბარდირი ბექა გოცირიძე (9)
გიორგი გულიაშვილი (9)
ფიფა-ს კოდი GEO
საშინაო ფერი
საგარეო ფერი
პირველი საერთაშორისო
საქართველო 3–0 მოლდოვა მოლდოვის დროშა
(თბილისი; 27 მაისი, 1994)
უდიდესი გამარჯვება
საქართველოს დროშა საქართველო 7–1 მალაიზია მალაიზიის დროშა
(ვენა; 26 მარტი, 2013)
უდიდესი დამარცხება
უკრაინის დროშა უკრაინა 6–0 საქართველო საქართველოს დროშა
(ჩერნოვოგრადი , უკრაინა; 12 ოქტომბერი, 2004)

საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები — 21-წლამდე ფეხბურთელთა საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომელიც წარმოადგენს საქართველოს ახალგაზრდულ საფეხბურთო ტურნირებსა და სხვა საერთაშორისო შეხვედრებზე. საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებს ადმინისტრირებას უწევს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს ახალგაზრდულმა გუნდმა პირველი ოფიციალური მატჩი მოლდოვასთან 1994 წელს გამართა. მანამდე ქართველი ფეხბურთელები საბჭოთა კავშირის იუნიორთა გუნდის შემადგენლობაში ასპარეზობდნენ.

1996 წლის უეფა-ს 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი 1994 წელს დაიწყო და დასრულდა 1996 წლის დასაწყისში. დასკვნითი ტურნირი ჩატარდა 1996 წელს ესპანეთში. საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე ჯგუფში გერმანიის, ბულგარეთის, უელსისა და მოლდოვის 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებ გუნდებს დაუპირისპირდა. საერთო ჯამში ჩატარებული რვა შეხვედრიდან ქართველმა ფეხბურთელებმა მხოლოდ ერთი მატჩი მოიგეს მოლდოველებთან, დანარჩენი შვიდი შეხვედრა კი დათმეს და ჯგუფში ბოლო, მეხუთე ადგილი დაიკავეს.[3]

მეშვიდე ჯგუფის საბოლოო ცხრილი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
გუნდი გატ გაშ გს
გერმანიის დროშა გერმანია 8 6 1 1 22 5 +17 19
ბულგარეთის დროშა ბულგარეთი 8 5 2 1 11 10 +1 17
უელსის დროშა უელსი 8 3 1 4 11 13 −2 10
მოლდოვის დროშა მოლდოვა 8 2 2 4 5 11 −6 8
საქართველოს დროშა საქართველო 8 1 0 7 7 17 −10 3
  • საქართველო 3–0 მოლდოვა[კომ. 1][4][5]
  • ბულგარეთი 1–0 საქართველო[5]
  • საქართველო 1–2 უელსი[5]
  • საქართველო 0–2 გერმანია
  • უელსი 5–1 საქართველო
  • გერმანია 3–0 საქართველო
  • საქართველო 1–2 ბულგარეთი
  • მოლდოვა 2–1 საქართველო

1998 წლის უეფა-ს 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი 1996 წლის მარტში დაიწყო და დასრულდა 1997 წლის ოქტომბერში. ფინალური ტურნირი 1998 წელს რუმინეთში გაიმართა. საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ჯგუფში ინგლისის, იტალიის, პოლონეთისა და მოლდოვის 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებ გუნდებს დაუპირისპირდა. პირველი შეხვედრა 1996 წლის 9 ოქტომბერს იტალიის 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების წინააღმდეგ სტუმრად გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 6–0 დასრულდა. ბოლო შეხვედრა კი 1997 წლის 10 ოქტომბერს პოლონეთის 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების წინააღმდეგ შინ შედგა და ამჯერადაც მასპინძელთა გამარჯვებით 5–1 დასრულდა.

საერთო ჯამში ჩატარებული რვა შეხვედრიდან ქართველმა ფეხბურთელებმა სამი მატჩი მოიგეს, ორი დათმეს, სამიც ფრედ დაამთავრეს და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს.[6]

მეორე ჯგუფის საბოლოო ცხრილი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
გუნდი გატ გაშ გს
ინგლისის დროშა ინგლისი 8 5 3 0 7 1 +6 18
საქართველოს დროშა საქართველო 8 3 3 2 10 10 0 12
იტალიის დროშა იტალია 8 3 2 3 17 6 +11 11
პოლონეთის დროშა პოლონეთი 8 1 5 2 10 15 −5 8
მოლდოვის დროშა მოლდოვა 8 1 1 6 5 17 −12 4
  • იტალია 6–0 საქართველო[7]
  • საქართველო 0–1 ინგლისი[7]
  • ინგლისი 0–0 საქართველო[8]
  • საქართველო 1–0 მოლდოვა[8]
  • პოლონეთი 2–2 საქართველო[8]
  • საქართველო 2–0 იტალია[8]
  • მოლდოვა 0–0 საქართველო[8]
  • საქართველო 5–1 პოლონეთი[8]

2000 წლის უეფა-ს 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი 1998 წლის სექტემბერში დაიწყო და დასრულდა 1999 წლის ოქტომბერში. ფინალური ტურნირი 2000 წელს სლოვაკეთში გაიმართა. საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ჯგუფში საბერძნეთის, ნორვეგიის, ლატვიის, სლოვენიისა და ალბანეთის 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებ გუნდებს დაუპირისპირდა. პირველი შეხვედრა 1998 წლის 4 სექტემბერს ალბანეთის 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების წინააღმდეგ შინ შედგა და სტუმართა გამარჯვებით 1–0 დასრულდა. ბოლო შეხვედრაც ალბანეთის 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების წინააღმდეგ სტუმრად, 1999 წლის 8 ოქტომბერს გაიმართა და ამჯერად ფრედ 0–0 დასრულდა.

საერთო ჯამში ჩატარებული ათი შეხვედრიდან ქართველმა ფეხბურთელებმა ორი მატჩი მოიგეს, სამი დათმეს, ხუთიც ფრედ დაამთავრეს და ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავეს.[9]

მეორე ჯგუფის საბოლოო ცხრილი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
გუნდი გატ გაშ გს
საბერძნეთის დროშა საბერძნეთი 10 7 2 1 32 10 +22 23
ნორვეგიის დროშა ნორვეგია 10 7 1 2 21 8 +13 22
საქართველოს დროშა საქართველო 10 2 5 3 11 13 –2 11
ლატვიის დროშა ლატვია 10 2 3 5 8 19 –11 9
სლოვენიის დროშა სლოვენია 10 1 5 4 10 19 –9 8
ალბანეთის დროშა ალბანეთი 10 1 4 5 8 21 –13 7
  • საქართველო 0–1 ალბანეთი[10]
  • ლატვია 1–2 საქართველო[10]
  • საბერძნეთი 3–2 საქართველო[10]
  • საქართველო 0–0 სლოვენია[11]
  • საქართველო 0–3 ნორვეგია[11]
  • ნორვეგია 0–0 საქართველო[11]
  • საქართველო 1–1 საბერძნეთი[11]
  • სლოვენია 2–2 საქართველო[11]
  • საქართველო 4–2 ლატვია[11]
  • ალბანეთი 0–0 საქართველო[11]

2002 წლის უეფა-ს 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი 2000 წლის სექტემბერში დაიწყო და დასრულდა 2001 წლის ოქტომბერში. ფინალური ტურნირი 2002 წელს შვეიცარიაში გაიმართა. საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მერვე ჯგუფში იტალიის, რუმინეთის, უნგრეთისა და ლიეტუვის 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებ გუნდებს დაუპირისპირდა. პირველი შეხვედრა 2000 წლის 6 სექტემბერს ლიეტუვის 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების წინააღმდეგ სტუმრად შედგა და მასპინძელთა გამარჯვებით 2–1 დასრულდა. ბოლო შეხვედრა რუმინეთის 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების წინააღმდეგ ასევე სტუმრად, 2001 წლის 5 ოქტომბერს გაიმართა და ამჯერადაც მასპინძელთა გამარჯვებით 2–1 დასრულდა.

საერთო ჯამში ჩატარებული რვა შეხვედრიდან ქართველმა ფეხბურთელებმა მხოლოდ ერთი მატჩი მოიგეს, დანარჩენი შვიდი დათმეს და ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავეს.[12]

მერვე ჯგუფის საბოლოო ცხრილი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
გუნდი გატ გაშ გს
იტალიის დროშა იტალია 8 6 1 1 14 5 +9 19
რუმინეთის დროშა რუმინეთი 8 5 1 2 13 5 +8 16
უნგრეთის დროშა უნგრეთი 8 5 0 3 12 9 +3 15
ლიეტუვის დროშა ლიეტუვა 8 2 0 6 5 17 −12 6
საქართველოს დროშა საქართველო 8 1 0 7 9 17 −8 3
  • ლიეტუვა 2–1 საქართველო[13]
  • იტალია 3–2 საქართველო[13]
  • საქართველო 0–3 რუმინეთი[14]
  • საქართველო 0–2 იტალია[14]
  • უნგრეთი 2–1 საქართველო[14]
  • საქართველო 0–2 უნგრეთი[14]
  • საქართველო 4–1 ლიეტუვა[14]
  • რუმინეთი 2–1 საქართველო[14]

2004 წლის უეფა-ს 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი 2002 წლის სექტემბერში დაიწყო და დასრულდა 2003 წლის ოქტომბერში. ფინალური ტურნირი 2004 წელს გერმანიაში გაიმართა. საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მეათე ჯგუფში შვეიცარიის, რუსეთის, ალბანეთისა და ირლანდიის 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებ გუნდებს დაუპირისპირდა. პირველი შეხვედრა 2002 წლის 7 სექტემბერს შვეიცარიის 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების წინააღმდეგ სტუმრად შედგა და მასპინძელთა გამარჯვებით 2–0 დასრულდა. ბოლო შეხვედრა რუსეთის 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების წინააღმდეგ ასევე სტუმრად, 2003 წლის 10 ოქტომბერს გაიმართა და ამჯერადაც მასპინძელთა გამარჯვებით 3–2 დასრულდა.

საერთო ჯამში ჩატარებული რვა შეხვედრიდან ქართველმა ფეხბურთელებმა მხოლოდ ერთი მატჩი მოიგეს, ხუთი დათმეს, ორი ფრედ დაამთავრეს და ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავეს.[15]

მეათე ჯგუფის საბოლოო ცხრილი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
გუნდი გატ გაშ გს
შვეიცარიის დროშა შვეიცარია 8 6 1 1 12 6 +6 19
რუსეთის დროშა რუსეთი 8 5 0 3 14 8 +6 15
ალბანეთის დროშა ალბანეთი 8 3 1 4 10 10 0 10
ირლანდიის დროშა ირლანდია 8 2 2 4 8 11 −3 8
საქართველოს დროშა საქართველო 8 1 2 5 7 16 −9 5
  ალბანეთის დროშა საქართველოს დროშა ირლანდიის დროშა რუსეთის დროშა შვეიცარიის დროშა
ალბანეთის დროშა ალბანეთი 3–0 1–0 1–4 0–0
საქართველოს დროშა საქართველო 3–1 1–1 0–3 0–2
ირლანდიის დროშა ირლანდია 0–3* 1–1 2–0 2–3
რუსეთის დროშა რუსეთი 1–0 3–2 2–0 1–2
შვეიცარიის დროშა შვეიცარია 2–1 2–0 0–2 1–0

* მატჩი თავდაპირველად ირლანდიის რესპუბლიკის გამარჯვებით 2–1 დასრულდა, მაგრამ უეფამ მოგვიანებით ალბანეთს ჩაუთვალა 3–0 მოგება, რადგან ირლანდიის შემადგენლობაში ითამაშა ფეხბურთელმა, რომელსაც მოქმედი წესების მიხედვით არ ჰქონდა ამ შეხვედრაში მონაწილეობის უფლება.

2006 წლის უეფა-ს 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი 2004 წლის სექტემბერში დაიწყო და დასრულდა 2005 წლის ოქტომბერში. ფინალური ტურნირი 2006 წელს პორტუგალიაში გაიმართა. საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ჯგუფში დანიის, უკრაინის, საბერძნეთის, თურქეთის, ალბანეთისა და ყაზახეთის 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებ გუნდებს დაუპირისპირდა. პირველი შეხვედრა 2004 წლის 3 სექტემბერს თურქეთის 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების წინააღმდეგ სტუმრად შედგა და ფრედ 0–0 დასრულდა. ბოლო შეხვედრა საბერძნეთის 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების წინააღმდეგ ასევე სტუმრად, 2005 წლის 11 ოქტომბერს გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 3–0 დასრულდა.

საერთო ჯამში ჩატარებული 12 შეხვედრიდან ქართველმა ფეხბურთელებმა სამი მატჩი მოიგეს, შვიდი დათმეს, ორი ფრედ დაამთავრეს და ჯგუფში მეხუთე ადგილი დაიკავეს.[16]

მეორე ჯგუფის საბოლოო ცხრილი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
გუნდი გატ გაშ გს
დანიის დროშა დანია 12 9 2 1 30 12 +18 29
უკრაინის დროშა უკრაინა 12 7 2 3 22 7 +15 23
საბერძნეთის დროშა საბერძნეთი 12 6 2 4 18 9 +9 20
თურქეთის დროშა თურქეთი 12 5 4 3 15 9 +6 19
საქართველოს დროშა საქართველო 12 3 2 7 7 22 −15 11
ალბანეთის დროშა ალბანეთი 12 2 3 7 9 27 −18 9
ყაზახეთის დროშა ყაზახეთი 12 2 1 9 8 23 −15 7
  ალბანეთის დროშა დანიის დროშა საქართველოს დროშა საბერძნეთის დროშა ყაზახეთის დროშა თურქეთის დროშა უკრაინის დროშა
ალბანეთის დროშა ალბანეთი 1–2 0–1 1–1 3–1 1–1 1–1
დანიის დროშა დანია 7–0 1–0 2–1 5–1 1–1 3–2
საქართველოს დროშა საქართველო 2–1 2–4 1–1 0–1 0–2 0–3
საბერძნეთის დროშა საბერძნეთი 2–0 0–1 3–0 5–0 2–1 0–1
ყაზახეთის დროშა ყაზახეთი 0–1 1–1 0–1 1–2 2–1 0–1
თურქეთის დროშა თურქეთი 4–0 3–2 0–0 0–1 1–0 1–0
უკრაინის დროშა უკრაინა 5–0 0–1 6–0 1–0 2–1 0–0

2007 წლის უეფა-ს 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მატჩები ჩატარდა 2006 წლის 15 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით. ფინალური ტურნირი 2007 წლის 10–23 ივნისს ნიდერლანდებში გაიმართა. საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ჯგუფში სერბეთისა და ლიეტუვის 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებ გუნდებს დაუპირისპირდა. პირველი შეხვედრა 2006 წლის 15 აგვისტოს ლიეტუვის 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების წინააღმდეგ სტუმრად შედგა და მასპინძელთა გამარჯვებით 1–0 დასრულდა. ბოლო შეხვედრა სერბეთის 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების წინააღმდეგ შინ, 2006 წლის 3 სექტემბერს გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 3–1 დასრულდა.

საერთო ჯამში ჩატარებული ორი შეხვედრიდან ქართველმა ფეხბურთელებმა ორივე დათმეს და ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავეს.[17]

მესამე ჯგუფის საბოლოო ცხრილი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გუნდი გატ გაშ გს
სერბეთის დროშა სერბეთი 2 2 0 0 5 1 +4 6
ლიეტუვის დროშა ლიეტუვა 2 1 0 1 1 2 −1 3
საქართველოს დროშა საქართველო 2 0 0 2 1 4 −3 0
წყარო: worldfootball.net

2009 წლის უეფა-ს 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მატჩები ჩატარდა 2007 წლის 31 მაისიდან 2008 წლის 9 სექტემბრის ჩათვლით. ფინალური ტურნირი 2009 წლის 15–29 ივნისს შვედეთში გაიმართა. საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ჯგუფში ყაზახეთის, პოლონეთის, რუსეთისა და ესპანეთის 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებ გუნდებს დაუპირისპირდა. პირველი შეხვედრა 2007 წლის 5 ივნისს ესპანეთის 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების წინააღმდეგ შინ, ბორის პაიჭაძის ეროვნულ სტადიონზე გაიმართა და ესპანელთა გამარჯვებით 1–0 დასრულდა. ბოლო შეხვედრა პოლონეთის 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების წინააღმდეგ მინსკში, 2008 წლის 9 სექტემბერს გაიმართა და პოლონელთა გამარჯვებით 5–0 დასრულდა.

საერთო ჯამში ჩატარებული რვა შეხვედრიდან ქართველმა ფეხბურთელებმა ორი მოიგეს, დანარჩენი ექვსი შეხვედრა დათმეს და ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავეს.[18]

მეოთხე ჯგუფის საბოლოო ცხრილი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
გუნდი გატ გაშ გს
ესპანეთის დროშა ესპანეთი 8 8 0 0 21 2 +19 24
რუსეთის დროშა რუსეთი 8 5 0 3 14 6 +8 15
პოლონეთის დროშა პოლონეთი 8 3 0 5 9 11 −2 9
ყაზახეთის დროშა ყაზახეთი 8 2 0 6 9 18 −9 6
საქართველოს დროშა საქართველო 8 2 0 6 6 22 −16 6

2011 წლის უეფა-ს 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მატჩები დაიწყო 2009 წლის 27 მარტს და დასრულდა 2010 წლის 13 ოქტომბერს. ფინალური ტურნირი 2009 წლის 11–25 ივნისს დანიაში გაიმართა. საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ჯგუფში სომხეთის, ესტონეთის, ირლანდიის, შვეიცარიისა და თურქეთის 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებ გუნდებს დაუპირისპირდა. პირველი შეხვედრა 2009 წლის 5 სექტემბერს ესტონეთის 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების წინააღმდეგ სტუმრად გაიმართა და ესტონელთა გამარჯვებით 2–0 დასრულდა. ბოლო შეხვედრა სომხეთის 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების წინააღმდეგ თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე 2010 წლის 7 სექტემბერს გაიმართა და სომეხთა გამარჯვებით 2–0 დასრულდა.

საერთო ჯამში ჩატარებული 10 შეხვედრიდან ქართველმა ფეხბურთელებმა 4 მოიგეს, 3 დათმეს, 3 ფრედ დაამთავრეს და ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავეს.[19]

მეორე ჯგუფის საბოლოო ცხრილი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
გუნდი გატ გაშ გს შვეიცარიის დროშა თურქეთის დროშა საქართველოს დროშა სომხეთის დროშა ესტონეთის დროშა ირლანდიის დროშა
შვეიცარიის დროშა შვეიცარია 10 6 2 2 15 8 +7 20 0–2 1–0 2–1 0–1 1–0
თურქეთის დროშა თურქეთი 10 5 1 4 13 11 +2 16 1–3 0–1 1–0 0–0 1–0
საქართველოს დროშა საქართველო 10 4 3 3 12 9 +3 15 0–0 4–0 0–2 2–0 1–1
სომხეთის დროშა სომხეთი 10 4 1 5 18 19 −1 13 1–3 2–5 2–3 1–1 4–1
ესტონეთის დროშა ესტონეთი 10 3 3 4 9 16 −7 12 1–4 1–0 2–0 2–3 1–1
ირლანდიის დროშა ირლანდია 10 1 4 5 11 15 −4 7 1–1 0–3 1–1 1–2 5–0
წყარო: worldfootball.net

2013 წლის უეფა-ს 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მატჩები დაიწყო 2011 წლის 29 მარტს და დასრულდა 2012 წლის 10 სექტემბერს. ფინალური ტურნირი 2013 წლის 5–18 ივნისს ისრაელში გაიმართა. საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ჯგუფში ხორვატიის, ესტონეთის, ესპანეთისა და შვეიცარიის 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებ გუნდებს დაუპირისპირდა. პირველი შეხვედრა 2011 წლის 3 ივნისს ხორვატიის 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების წინააღმდეგ სტუმრად გაიმართა და ქართველთა გამარჯვებით 1–0 დასრულდა. ბოლო შეხვედრა ესტონეთის 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების წინააღმდეგ თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე 2012 წლის 6 სექტემბერს გაიმართა და ამჯერადაც ქართველ ფეხბურთელთა გამარჯვებით 2–1 დასრულდა.

საერთო ჯამში ჩატარებული 8 შეხვედრიდან ქართველმა ფეხბურთელებმა 3 მოიგეს, 4 დათმეს, 1 ფრედ დაამთავრეს და ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავეს.[20]

მეხუთე ჯგუფის საბოლოო ცხრილი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ადგ გუნდი გატ გაშ გს ესპანეთის დროშა შვეიცარიის დროშა საქართველოს დროშა ხორვატიის დროშა ესტონეთის დროშა
1 ესპანეთის დროშა ესპანეთი 8 7 1 0 27 2 +25 22 3–0 2–0 6–0 6–0
2 შვეიცარიის დროშა შვეიცარია 8 5 2 1 15 4 +11 17 0–0 5–0 4–0 3–0
3 საქართველოს დროშა საქართველო 8 3 1 4 8 18 −10 10 2–7 0–1 1–1 2–1
4 ხორვატიის დროშა ხორვატია 8 2 1 5 7 16 −9 7 0–2 1–2 0–1 4–0
5 ესტონეთის დროშა ესტონეთი 8 0 1 7 2 19 −17 1 0–1 0–0 1–2 0–1
წყარო: worldfootball.net

2015 წლის უეფა-ს 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მატჩები დაიწყო 2013 წლის 25 მარტს და დასრულდა 2014 წლის 9 სექტემბერს. ფინალური ტურნირი 2015 წლის 17–30 ივნისს ჩეხეთის რესპუბლიკაში გაიმართა. საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ჯგუფში ნიდერლანდების, შოტლანდიის, სლოვაკეთისა და ლუქსემბურგის 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებ გუნდებს დაუპირისპირდა. პირველი შეხვედრა 2013 წლის 5 სექტემბერს ლუქსემბურგის 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების წინააღმდეგ სტუმრად გაიმართა და ქართველთა გამარჯვებით 3–0 დასრულდა. ბოლო შეხვედრა ნიდერლანდების 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების წინააღმდეგ კვლავ სტუმრად, დევენტერის „დე ადელარსხორსტის“ სტადიონზე 2014 წლის 4 სექტემბერს გაიმართა და ჯაბა ჯიღაურის მიერ 71-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით ამჯერადაც ქართველ ფეხბურთელთა გამარჯვებით — 1–0 დასრულდა.

საერთო ჯამში ჩატარებული 8 შეხვედრიდან ქართველმა ფეხბურთელებმა 3 მოიგეს, 4 დათმეს, 1 ფრედ დაამთავრეს და ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავეს.[21]

მესამე ჯგუფის საბოლოო ცხრილი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ადგ გუნდი გატ გაშ გს კვალიფიკაცია სლოვაკეთის დროშა ნიდერლანდების დროშა შოტლანდიის დროშა საქართველოს დროშა ლუქსემბურგის დროშა
1 სლოვაკეთის დროშა სლოვაკეთი 8 5 2 1 19 7 +12 17 პლეი-ოფები 2–2 1–1 1–0 3–0
2 ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები 8 5 1 2 22 6 +16 16 0–1 4–0 0–1 3–1
3 შოტლანდიის დროშა შოტლანდია 8 3 2 3 12 15 −3 11 2–1 1–6 1–1 3–0
4 საქართველოს დროშა საქართველო 8 3 1 4 8 15 −7 10 1–3 0–6 2–1 0–3[a]
5 ლუქსემბურგის დროშა ლუქსემბურგი 8 1 0 7 5 23 −18 3 1–7 0–1 0–3 0–3
წყარო: UEFA
კლასიფიკაციის წესები: ტაიბრეიკები
შენიშვნები:
  1. მატჩი თავდაპირველად ფრედ 1–1 დასრულდა, მაგრამ უეფამ მოგვიანებით ლუქსემბურგს 3–0 მოგება ჩაუთვალა.

2017 წლის უეფა-ს 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მატჩები დაიწყო 2015 წლის 30 მარტს და დასრულდა 2016 წლის 11 ოქტომბერს. ფინალური ტურნირი 2015 წლის 16–30 ივნისს პოლონეთში გაიმართა. საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე ჯგუფში ესპანეთის, შვედეთის, ხორვატიის, ესტონეთისა და სან-მარინოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებ გუნდებს დაუპირისპირდა. პირველი შეხვედრა 2015 წლის 3 ივნისს სან-მარინოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების წინააღმდეგ სტუმრად გაიმართა და ქართველთა გამარჯვებით 3–0 დასრულდა. ბოლო შეხვედრა ხორვატიის 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების წინააღმდეგ შინ, ზესტაფონის დავით აბაშიძის სტადიონზე 2016 წლის 6 სექტემბერს გაიმართა და ფრედ — 2–2 დასრულდა.

საერთო ჯამში ჩატარებული 8 შეხვედრიდან ქართველმა ფეხბურთელებმა 4 მოიგეს, 5 დათმეს, 1 ფრედ დაამთავრეს და ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავეს.[22]

მეექვსე ჯგუფის საბოლოო ცხრილი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ადგ გუნდი გატ გაშ გს კვალიფიკაცია შვედეთის დროშა ესპანეთის დროშა ხორვატიის დროშა საქართველოს დროშა ესტონეთის დროშა სან-მარინოს დროშა
1 შვედეთის დროშა შვედეთი 10 7 3 0 24 7 +17 24 ფინ. ტურნ. 1–1 4–2 3–2 5–0 3–0
2 ესპანეთის დროშა ესპანეთი 10 7 2 1 31 9 +22 23 პლეი-ოფები 1–1 0–3 5–0 5–0 6–0
3 ხორვატიის დროშა ხორვატია 10 6 2 2 24 11 +13 20 1–1 2–3 1–0 2–1 4–0
4 საქართველოს დროშა საქართველო 10 4 1 5 17 17 0 13 0–1 2–5 2–2 3–0 4–0
5 ესტონეთის დროშა ესტონეთი 10 1 1 8 3 26 −23 4 0–3 0–2 0–4 0–1 0–0
6 სან-მარინოს დროშა სან-მარინო 10 0 1 9 1 30 −29 1 0–2 0–3 0–3 0–3 1–2
წყარო: UEFA
კლასიფიკაციის წესები: საკვალიფიკაციო ტაიბრეიკები

2019 წლის უეფა-ს 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მატჩები დაიწყო 2017 წლის 7 ივნისს და დასრულდა 2018 წლის 16 ოქტომბერს. ფინალური ტურნირი 2019 წლის 16–30 ივნისს იტალიასა და სან-მარინოში გაიმართა. საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ჯგუფში დანიის, პოლონეთის, ფინეთის, ლიეტუვისა და ფარერის კუნძულების 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებ გუნდებს დაუპირისპირდა. პირველი შეხვედრა 2017 წლის 1 სექტემბერს პოლონეთის 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების წინააღმდეგ შინ, გორის თენგიზ ბურჯანაძის სტადიონზე გაიმართა და პოლონელთა გამარჯვებით 3–0 დასრულდა. ბოლო შეხვედრა კვლავ პოლონეთის 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების წინააღმდეგ სტუმრად, გდინიას მუნიციპალურ სტადიონზე 2018 წლის 16 ოქტომბერს გაიმართა და კვლავ პოლონელთა გამარჯვებითა და იმავე ანგარიშით — 3–0 დასრულდა.

საერთო ჯამში ჩატარებული 8 შეხვედრიდან ქართველმა ფეხბურთელებმა 3 მოიგეს, 4 დათმეს, 3 ფრედ დაამთავრეს და ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავეს.[23]

მესამე ჯგუფის საბოლოო ცხრილი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ადგ გუნდი გატ გაშ გს კვალიფიკაცია დანიის დროშა პოლონეთის დროშა საქართველოს დროშა ფინეთის დროშა ლიეტუვის დროშა ფარერის კუნძულების დროშა
1 დანიის დროშა დანია 10 7 2 1 30 8 +22 23 ფინ. ტურნ. 1–1 5–2 2–0 6–0 3–0
2 პოლონეთის დროშა პოლონეთი 10 6 4 0 22 9 +13 22 პლეი-ოფები 3–1 3–0 3–3 1–0 1–1
3 საქართველოს დროშა საქართველო 10 3 3 4 11 19 −8 12 2–2 0–3 2–2 1–0 1–0
4 ფინეთის დროშა ფინეთი 10 2 3 5 13 21 −8 9 0–5 1–3 1–2 0–2 1–1
5 ლიეტუვის დროშა ლიეტუვა 10 2 2 6 7 16 −9 8 0–2 0–2 0–0 0–2 3–0
6 ფარერის კუნძულების დროშა ფარერის კუნძულები 10 1 4 5 10 20 −10 7 0–3 2–2 3–1 1–3 2–2
წყარო: UEFA
კლასიფიკაციის წესები: საკვალიფიკაციო ტაიბრეიკები

2021 წლის უეფას 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-2 ჯგუფი ექვსი გუნდისგან შედგებოდა: საფრანგეთი, სლოვაკეთი, შვეიცარია, საქართველო, აზერბაიჯანი და ლიხტენშტაინი. შესარჩევი ჯგუფური ეტაპის ცხრა ჯგუფის შემადგენლობა 2018 წლის 11 დეკემბერს გამართულმა წილისყრამ გადაწყვიტა. საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ამ ტურნირის ფარგლებში პირველი მატჩი 2019 წლის 5 სექტემბერს გამართა, როდესაც თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ლიხტენშტაინის 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებს უმასპინძლა და შეხვედრა ანგარიშით 4–0 მოიგო.[24]

2019 წლის 10 სექტემბერს გაიმართა ამ ციკლის მეორე მატჩი. ბაქოს „დალგა არენაზე“ აზერბაიჯანის 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ქართველ ფეხბურთელებს უმასპინძლა. შეხვედრა ვატო არველაძის, ირაკლი ბუღრიძის და გიორგი არაბიძის მიერ გატანილი გოლების წყალობით სტუმართა გამარჯვებით 3–0 დამთავრდა.[25][კომ. 2][26]

გია ცეცაძე, რომელმაც საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი 2019 წლის დეკემბრის ბოლოს დატოვა,[27] 2020 წლის იანვრიდან ვასილ მაისურაძემ შეცვალა, რომელიც 2011 წლიდან 2020 წლის ჩათვლით საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო.[28]

2020 წლის 4 სექტემბერს საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე მატჩი საფრანგეთის წინააღმდეგ ჩაატარა. გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართული შეხვედრა სტუმართა უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით 2–0 დასრულდა.[29]

იმავე წლის 8 სექტემბერს საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე მატჩი სტუმრად ლიხტენშტაინის წინააღმდეგ გამართა. შეხვედრა ქართველი ფეხბურთელების გამარჯვებით, ანგარიშით — 2–0 დასრულდა. ანგარიში მე-20 წუთზე ნუგზარ სპანდერაშვილმა გახსნა. 35-ე წუთზე კი, მეტოქის კარი დავით სამურკასოვმა აიღო და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. პირველი ტაიმისთვის კომპენსირებულ დროში მსაჯმა მოედნიდან საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი გააძევა. ვასილ მაისურაძის გუნდმა უპირატესობის შენარჩუნება შეძლო და სამი ქულა მოიპოვა.[30]

9 ოქტომბერს საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მერვე შეხვედრა გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ჯგუფის ლიდერ შვეიცარიის 21-წლამდე ნაკრებთან 0–3 დამარცხდა. ანგარიში 27-ე წუთზე დან ნდოიემ გახსნა. მეორე ტაიმის დებიუტში ვასილ მაისურაძის გუნდმა მეტოქის კართან რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა, თუმცა ქართველმა ფეხბურთელებმა გოლის გატანა ვერ მოახერხეს. 69-ე წუთზე შვეიცარიელებმა 11-მეტრიანი დარტყმით სხვაობა გაზარდეს. საბოლოო ანგარიში 81-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა პეტარ პუსიჩმა დააფიქსირა.[31]

13 ოქტომბერს საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეცხრე შეხვედრა აზერბაიჯანის წინააღმდეგ გამართა. გორის თენგიზ ბურჯანაძეზე გამართული მატჩი ჩვენი გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით — 1–0 დასრულდა. მატჩის ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის მიწურულს გავიდა, 42-ე წუთზე დარცმელია-ლაკვეხელიანის კომბინაცია შედეგიანი დარტყმით გიორგი გულიაშვილმა დაასრულა.[32]

12 ნოემბერს საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი გამარჯვებით დაასრულა და მე-2 ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავა. ვასილ მაისურაძის გუნდმა წლის ბოლო მატჩი თბილისში, სლოვაკეთის 21-წლამდე ნაკრებთან გამართა და დამაჯერებლად გაიმარჯვა. მასპინძლები სწრაფად დაწინაურდნენ. მე-9 წუთზე გიორგი ქოჩორაშვილის აქტიურების შემდეგ, ლუკას ფაბისმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და ანგარიში გაიხსნა. ამის შემდეგ საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა უკან დაიხია და მეტოქეს სახიფათო მომენტის შექმნის შესაძლებლობა პრაქტიკულად არ მისცა. 78-ე წუთზე კი შესანიშნავი კომბინაციის შემდეგ, რომელიც მარჯვენა ფლანგიდან სერგო კუხიანიძემ დაიწყო, დარცმელიამ გააგრძელა და ანზორ მექვაბშვილმა უზუსტესი დარტყმით დაასრულა. საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა 10 თამაშში 15 ქულა დააგროვა (5 მოგება, 5 მარცხი), შვეიცარიასა და საფრანგეთს ჩამორჩა, ხოლო სლოვაკეთს, აზერბაიჯანსა და ლიხტანშტაინს გაასწრო. შესარჩევი ციკლის ბოლო შეხვედრა მასპინძლებმა ასეთი შემადგენლობით ჩაატარეს: მამარდაშვილი, ძოწენიძე (86' ძებნიაური), ბერიაშვილი, ანდრონიკაშვილი (46' ჯინჯოლავა), მალი, დარცმელია, ქოჩორაშვილი (71' კუცია), მექვაბიშვილი, აზაროვი (78' ტაბატაძე), კუხიანიძე (78' სპანდერაშვილი), გულიაშვილი.[33][კომ. 3][34]

მეორე ჯგუფის საბოლოო ცხრილი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ადგ გუნდი გატ გაშ გს კვალიფიკაცია საფრანგეთის დროშა შვეიცარიის დროშა საქართველოს დროშა სლოვაკეთის დროშა აზერბაიჯანის დროშა ლიხტენშტაინის დროშა
1 საფრანგეთის დროშა საფრანგეთი 10 9 0 1 32 10 +22 27 ფინალური
ტურნირი
3–1 3–2 1–0 5–0 5–0
2 შვეიცარიის დროშა შვეიცარია 10 9 0 1 26 8 +18 27 3–1 2–1 4–1 2–1 3–0
3 საქართველოს დროშა საქართველო 10 5 0 5 17 14 +3 15 0–2 0–3 2–1 1–0 4–0
4 სლოვაკეთის დროშა სლოვაკეთი 10 4 0 6 22 21 +1 12 3–5 1–2 3–2 2–1 6–0
5 აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი 10 2 0 8 6 18 −12 6 1–2 0–1 0–3 2–1 1–0
6 ლიხტენშტაინის დროშა ლიხტენშტაინი 10 1 0 9 3 35 −32 3 0–5 0–5 0–2 2–4 1–0
წყარო: UEFA
კლასიფიკაციის წესები: ტაიბრეიკები

2023 წლის 26 მარტს საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა თურქეთის ქალაქ ბელეკში ლატვიის 21-წლამდე გუნდთან ამხანაგური მატჩი გამართა, რომელიც რამაზ სვანაძის გუნდის გამარჯვებით — 1–0 დასრულდა.[35]

შეხვედრაში გამარჯვების გოლი, პირველი ტაიმის 21-ე წუთზე, გუნდის კაპიტანმა — გიორგი გულიაშვილმა გაიტნა, რომელმაც ქართველ ფეხბურთელთა საგრძნობი უპირატესობა გატანილ გოლში გარდასახა.[36]

1 ივლისი, 2023 (2023-07-01)
20:00
უეფას ევრო U21
საქართველო საქართველოს დროშა 0–0
(დ.დ.)
ისრაელის დროშა ისრაელი დინამო არენა
მაყურებელი: 44 338
მსაჯი: ესპენ ესკასი (ნორვეგია)
ანგარიში
  პენალტები  
აზაროვი გატანილი
დავითაშვილი გატანილი
გაგუა აცილებული
მოისწრაფიშვილი გატანილი
ხვადაგიანი აცილებული
3–4 გატანილი კოენი
გატანილი განდელმანი
გატანილი ხალაილი
გატანილი გლუხი
27 ივნისი, 2023 (2023-06-27)
20:00
უეფას ევრო U21
ნიდერლანდები ნიდერლანდების დროშა 1–1 საქართველოს დროშა საქართველო დინამო არენა
მაყურებელი: 43 004
მსაჯი: რადე ობრენოვიჩი (სლოვენია)
კენეთ ტეილორი გოლი 45+6' ანგარიში დავითაშვილი გოლი 42'
24 ივნისი, 2023 (2023-06-24)
20:00
უეფას ევრო U21
საქართველო საქართველოს დროშა 2–2 ბელგიის დროშა ბელგია დინამო არენა
მაყურებელი: 41 886
მსაჯი: დუიე სტრუკანი (ხორვატია)
წიტაიშვილი გოლი 51'
გულიაშვილი გოლი 87'
ანგარიში მაქსიმ დე კუიპერი გოლი 15'
ლარჟი რამაზანი გოლი 38'
21 ივნისი, 2023 (2023-06-21)
20:00
უეფას ევრო U21
საქართველო საქართველოს დროშა 2–0 პორტუგალიის დროშა პორტუგალია დინამო არენა
მაყურებელი: 24 447
მსაჯი: ესპენ ესკასი (ნორვეგია)
გაგუა გოლი 37'
საზონოვი გოლი 45+1'
ანგარიში
15 ივნისი, 2023 (2023-06-15)
ამხანაგური
საქართველო საქართველოს დროშა 2–0 კვიპროსის დროშა კვიპროსი მიხეილ მესხის სტადიონი
წიტაიშვილი გოლი 3'
ხვადაგიანი გოლი 51'
26 მარტი, 2023 (2023-03-26)
ამხანაგური
ლატვია ლატვიის დროშა 0–1 საქართველოს დროშა საქართველო
გულიაშვილი გოლი 21'
21 ნოემბერი, 2022 (2022-11-21)
ამხანაგური
საქართველო საქართველოს დროშა 1–1 უკრაინის დროშა უკრაინა თენგიზ ბურჯანაძის სტადიონი
ხვადაგიანი გოლი 70' ოლექსი კაშჩუკი გოლი 63'
16 ნოემბერი, 2022 (2022-11-16)
ამხანაგური
საქართველო საქართველოს დროშა 1–2 ისრაელის დროშა ისრაელი თენგიზ ბურჯანაძის სტადიონი
ნ. ხორხელი გოლი 84' ლემკინი გოლი 49'
ქანაანი გოლი 56'
27 სექტემბერი, 2022 (2022-09-27)
ამხანაგური
თურქეთი თურქეთის დროშა 1–0 საქართველოს დროშა საქართველო რეჯეფ თაიფ ერდოღანის სტადიონი
ომერ ფარუკ ბეიაზი გოლი 41' (პენ.)
24 სექტემბერი, 2022 (2022-09-24)
ამხანაგური
პორტუგალია პორტუგალიის დროშა 4–1 საქართველოს დროშა საქართველო ხოსე დოს სანტოს პინტოს მუნიციპალური სტადიონი
პაულუ ბერნარდუ გოლი 15'
სამუ კოშტა გოლი 22'
ენრიკე არაუჟუ გოლი 62'
აფონსუ სოუზა გოლი 76'
მოისწრაფიშვილი გოლი 53'
3 ივნისი, 2022 (2022-06-03)
ამხანაგური
საქართველო საქართველოს დროშა 2–0 საქართველოს დროშა რუმინეთი თენგიზ ბურჯანაძის სტადიონი
კაპანაძე გოლი 68'74'
29 მარტი, 2022 (2022-03-29)
ამხანაგური
საქართველო საქართველოს დროშა 4–1 ესტონეთის დროშა ესტონეთი თენგიზ ბურჯანაძის სტადიონი
მოისწრაფიშვილი გოლი 34'54'
დარცმელია გოლი 90+2'
შეყილაძე გოლი 90+6'
ტამი გოლი 75'
16 ნოემბერი, 2021 (2021-11-16)
ამხანაგური
საქართველო საქართველოს დროშა 3–2 ინგლისის დროშა ინგლისი აჭარაბეთ არენა
გულიაშვილი გოლი 24'47'
გოჩოლეიშვილი გოლი 65'
კლინტონ მოლა გოლი 81'
მარკ გეჰი გოლი 90+4'
7 სექტემბერი, 2021 (2021-09-07)
ამხანაგური
რუმინეთი რუმინეთის დროშა 1–1 საქართველოს დროშა საქართველო ანგელ იორდენესკუს სტადიონი
იანის სტოიკა გოლი 16' გულიაშვილი გოლი 73'
29 მარტი, 2021 (2021-03-29)
ამხანაგური
საქართველო საქართველოს დროშა 4–1 ბელარუსის დროშა ბელარუსი თენგიზ ბურჯანაძის სტადიონი

გულიაშვილი გოლი 5'60'
იაკობიძე გოლი 53'
შეყილაძე გოლი 84'
ნიკიტა სუპრანოვიჩი გოლი 13'

წყარო

უეფას ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
უეფას ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი
წელი რაუნდი გბ მბ
1960–1994 საბჭოთა კავშირის დროშა სსრ კავშირის სახელით
ესპანეთის დროშა 1996 ვერ გავიდა
საფრანგეთის დროშა 1994
რუმინეთის დროშა 1998
სლოვაკეთის დროშა 2000
შვეიცარიის დროშა 2002
გერმანიის დროშა 2004
პორტუგალიის დროშა 2006
ნიდერლანდების დროშა 2007
შვედეთის დროშა 2009
დანიის დროშა 2011
ისრაელის დროშა 2013
ჩეხეთის დროშა 2015
პოლონეთის დროშა 2017
იტალიის დროშა სან-მარინოს დროშა 2019
უნგრეთის დროშა სლოვენიის დროშა 2021
რუმინეთის დროშა საქართველოს დროშა 2023 მასპინძლის კვალიფიკაცია
ჯამში 1/4 ფინალი 4 1 3 0 5 3

მიმდინარე შემადგენლობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოთამაშე დაბადების თარიღი მატჩი გოლი კლუბი
მეკარეები
23 ლუკა კუტალაძე 27 აპრილი, 2001 (2001-04-27) (23 წლის) 5 0 საქართველოს დროშა დინამო თბილისი
1 გიორგი მამარდაშვილი 29 სექტემბერი, 2000 (2000-09-29) (24 წლის) 6 0 ესპანეთის დროშა ვალენსია
12 ნოდარ ყალიჩავა 24 ნოემბერი, 2000 (2000-11-24) (23 წლის) 0 0 საქართველოს დროშა სამგურალი
მცველები
2 ცოტნე კაპანაძე 30 აგვისტო, 2001 (2001-08-30) (23 წლის) 9 2 საქართველოს დროშა საბურთალო
4 ალექსანდრე კალანდაძე 9 მაისი, 2001 (2001-05-09) (23 წლის) 10 0 საქართველოს დროშა დინამო თბილისი
3 ივა გელაშვილი 8 აპრილი, 2001 (2001-04-08) (23 წლის) 8 0 საქართველოს დროშა საბურთალო
5 საბა ხვადაგიანი 30 იანვარი, 2003 (2003-01-30) (21 წლის) 7 1 საქართველოს დროშა დინამო თბილისი
13 გიორგი გოჩოლეიშვილი 14 თებერვალი, 2001 (2001-02-14) (23 წლის) 10 1 უკრაინის დროშა შახტარი
15 საბა საზონოვი 1 თებერვალი, 2002 (2002-02-01) (22 წლის) 5 1 რუსეთის დროშა დინამო მოსკოვი
16 ირაკლი აზაროვი 21 თებერვალი, 2002 (2002-02-21) (22 წლის) 10 0 სერბეთის დროშა ცრვენა ზვეზდა
20 ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა 28 ივნისი, 2000 (2000-06-28) (24 წლის) 8 0 საქართველოს დროშა საბურთალო
ნახევარმცველები
6 ლუკა გაგნიძე 28 თებერვალი, 2003 (2003-02-28) (21 წლის) 6 0 რუსეთის დროშა დინამო მოსკოვი
8 ანზორ მექვაბიშვილი 5 ივნისი, 2001 (2001-06-05) (23 წლის) 12 1 საქართველოს დროშა დინამო თბილისი
10 გიორგი მოისწრაფიშვილი 29 სექტემბერი, 2001 (2001-09-29) (23 წლის) 10 3 საქართველოს დროშა დინამო თბილისი
14 გაბრიელ სიგუა 30 ივნისი, 2005 (2005-06-30) (19 წლის) 2 0 საქართველოს დროშა დინამო თბილისი
20 ნიკა გაგნიძე 20 მარტი, 2001 (2001-03-20) (23 წლის) 11 0 საქართველოს დროშა დილა გორი
18 ოთარ მამაგეიშვილი 15 იანვარი, 2003 (2003-01-15) (21 წლის) 3 0 საქართველოს დროშა საბურთალო
21 ნოდარ ლომინაძე 4 აპრილი, 2002 (2002-04-04) (22 წლის) 4 0 საქართველოს დროშა სამგურალი
თავდამსხმელები
7 ზურიკო დავითაშვილი 15 თებერვალი, 2001 (2001-02-15) (23 წლის) 6 1 საფრანგეთის დროშა ბორდო
9 გიორგი გულიაშვილი 5 სექტემბერი, 2001 (2001-09-05) (23 წლის) 20 8 ბოსნია და ჰერცეგოვინის დროშა სარაევო
11 გიორგი გაგუა 10 ოქტომბერი, 2001 (2001-10-10) (23 წლის) 12 1 ესპანეთის დროშა რეალ უნიონი
17 ნიკა ხორხელი 9 სექტემბერი, 2001 (2001-09-09) (23 წლის) 5 1 საქართველოს დროშა სამგურალი
19 გიორგი წიტაიშვილი 18 ნოემბერი, 2000 (2000-11-18) (23 წლის) 3 1 პოლონეთის დროშა ლეხი პოზნანი

ბოლო დროს გამოძახებულნი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოთამაშე დაბადების თარიღი მატჩი გოლი კლუბი
მეკარეები
ლევან თანდილაშვილი 27 თებერვალი, 2003 (2003-02-27) (21 წლის) 0 0 საქართველოს დროშა თელავი
მცველები
გიორგი მაისურაძე 31 იანვარი, 2002 (2002-01-31) (22 წლის) 2 0 საქართველოს დროშა დინამო თბილისი
ნახევარმცველები
ივანე ფოცხვერია 24 ივლისი, 2002 (2002-07-24) (22 წლის) 0 0 საქართველოს დროშა კოლხეთი ფოთი
გიორგი ლომთაძე 30 ოქტომბერი, 2001 (2001-10-30) (23 წლის) 2 0 საქართველოს დროშა გაგრა

სტატისტიკა (მხოლოდ ოფიციალურები)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მეტოქე მოგება ფრე წაგება
აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი 2
ალბანეთის დროშა ალბანეთი 3 1 2
ბელგიის დროშა ბელგია 1
ბულგარეთის დროშა ბულგარეთი 2
გერმანიის დროშა გერმანია 2
გიბრალტარის დროშა გიბრალტარი 2
დანიის დროშა დანია 1 3
ესპანეთის დროშა ესპანეთი 6
ესტონეთის დროშა ესტონეთი 5 1
თურქეთის დროშა თურქეთი 2 1 1
ინგლისის დროშა ინგლისი 1 1
ირლანდიის დროშა ირლანდია 4
ისრაელის დროშა ისრაელი 1 1
იტალიის დროშა იტალია 1 3
ლატვიის დროშა ლატვია 2
ლიეტუვის დროშა ლიეტუვა 2 1 2
ლიხტენშტაინის დროშა ლიხტენშტაინი 2
ლუქსემბურგის დროშა ლუქსემბურგი 1 1
მაკედონიის დროშა მაკედონია 2
მალტის დროშა მალტა 2
მოლდოვის დროშა მოლდოვა 3 1 1
ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები 1 1 2
ნორვეგიის დროშა ნორვეგია 1 1
პოლონეთის დროშა პოლონეთი 1 1 3
პორტუგალიის დროშა პორტუგალია 1
რუმინეთის დროშა რუმინეთი 2
რუსეთის დროშა რუსეთი 1 3
საბერძნეთის დროშა საბერძნეთი 2 2
სან-მარინოს დროშა სან-მარინო 2
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი 2
სერბეთის დროშა სერბეთი 1
სლოვაკეთის დროშა სლოვაკეთი 1 3
სლოვენიის დროშა სლოვენია 2
სომხეთის დროშა სომხეთი 1 1
უელსის დროშა უელსი 2
უკრაინის დროშა უკრაინა 2
უნგრეთის დროშა უნგრეთი 2
ფარერის კუნძულების დროშა ფარერის კუნძულები 1 1
ფინეთის დროშა ფინეთი 1 1
ყაზახეთის დროშა ყაზახეთი 2 2
შვედეთის დროშა შვედეთი 1 2
შვეიცარიის დროშა შვეიცარია 1 7
შოტლანდიის დროშა შოტლანდია 1 1
ხორვატიის დროშა ხორვატია 1 2 1
44 ქვეყანა 43 25 65

საუკეთესო ბომბარდირები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოთამაშე წლები გოლები (მატჩები)
1 ბექა გოცირიძე 2005–2008 9 (19)
2 გიორგი გულიაშვილი 2020– 8 (20)
3 მიხეილ აშვეთია 1997–1999 7 (14)
4 ნიკა კაჭარავა 2013–2016 6 (10)
5 რატი ალექსიძე 1997–1999 4 (14)
ვლადიმერ ახალაია 2002–2003 4 (13)
ბექა მიქელთაძე 2017–2018 4 (13)

საქართველოს 20 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლელო
01.06.2010
  1. საქართველო: დავით ჯანელიძე („მრეტები“), რომეო გოგიტაძე („სამტრედია“), ალექსანდრე ბურნაძე („მეტალურგი“), ზვიად პაპიძე („ანცი“), მამუკა ბუცურეიშვილი („გურია“), გიორგი კიკნაძე („დინამო“ თბილისი), გიორგი ღუდუშაური („კახეთი“ თელავი), ამირან მუჯირი („დინამო“ ბათუმი), დავით ჭიჭვეიშვილი („ანცი“), მამია ჯიქია („შევარდენი-1906“ თბილისი), გიორგი ანჩაბაძე („დინამო“ თბილისი), ხვიჩა შუბითიძე („შევარდენი-1906“ თბილისი), ალექსანდრე რეხვიაშვილი („გურია“).
  2. 2019 წელს საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების ღირსებას იცავდნენ შემდეგი ფეხბურთელები: მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი („გრანადა“ ესპანეთი), დემეტრე ბულისკერია („ლოკომოტივი“ თბილისი), გიორგი მამარდაშვილი („რუსთავი“ რუსთავი); მცველები: ლუკა ლაკვეხელიანი („საბურთალო“ თბილისი), ილია ბერიაშვილი („თელავი“ თელავი), ალექსანდრე ანდრონიკაშვილი („ლოკომოტივი“ თბილისი), ლუკა ლოჩოშვილი („ჟილინა“ სლოვაკეთი), ვაჟა ფაცაცია („დინამო“ ბათუმი), დავით კობოური („დინამო“ თბილისი), ლაშა უგრეხელიძე („სიონი“ ბოლნისი), ნიკა მალი („საბურთალო“ თბილისი), ვახტანგ ნებიერიძე („ტორპედო“ ქუთაისი); ნახევარმცველები: იური ტაბატაძე („საბურთალო“ თბილისი), ლუკა სილაგაძე („რუსთავი“ რუსთავი), ნიკა ნინუა („დინამო“ თბილისი), გიორგი ქოჩორაშვილი („ლევანტე“ ვალენსია, ესპანეთი), გიორგი კუცია („დილა“ გორი), დავით სამურკასოვი („ლოკომოტივი“ თბილისი), გიორგი კოხრეიძე („საბურთალო“ თბილისი), რატი არდაზიშვილი („ჩიხურა“ საჩხერე), ზურიკო დავითაშვილი („რუბინი“ ყაზანი, რუსეთი), ვატო არველაძე („კორონა“ კელცე, პოლონეთი), გიორგი არაბიძე („ადანასპორი“ ადანა, თურქეთი), პაატა კიტეიშვილი („რუსთავი“ რუსთავი); თავდამსხმელები: ბექა ქავთარაძე („რუსთავი“), ნუგზარ სპანდერაშვილი („დილა“ გორი), ირაკლი ბუღრიძე („ბეერსხოტი“ ანტვერპენი, ბელგია), ხვიჩა კვარაცხელია („რუბინი“ ყაზანი, რუსეთი).
  3. 2020 წელს საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების ღირსებას იცავდნენ შემდეგი ფეხბურთელები: მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი („დილა“ გორი), გიორგი მამარდაშვილი („ლოკომოტივი“ თბილისი), ლუკა სანიკიძე („თელავი“ თელავი); მცველები: ლუკა ლაკვეხელიანი („მეზოკოვეშდი“ უნგრეთი), ლუკა ლოჩოშვილი („ვოლფსბერგერი“ ავსტრია), ალექსანდრე ანდრონიკაშვილი („ლოკომოტივი“ თბილისი), ილია ბერიაშვილი („თელავი“ თელავი), ლუკა ქაფიანიძე („ტორპედო“ ქუთაისი), ლუკა ასათიანი („სამგურალი“ წყალტუბო), შალვა ბურჯანაძე („სამგურალი“ წყალტუბო), ჯემალ ჯინჯოლავა („ლოკომოტივი“ თბილისი); ნახევარმცველები: ირაკლი აზაროვი („დინამო“ თბილისი), რატი არდაზიშვილი („რუხი“ ლვოვი), ნიკა გაგნიძე („დილა“ გორი), იური ტაბატაძე („საბურთალო“ თბილისი), რატი მჭედლიშვილი („ლოკომოტივი“ თბილისი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“ თბილისი), დავით სამურკასოვი („ლოკომოტივი“ თბილისი), ბექა დარცმელია („ლოკომოტივი“ თბილისი), თორნიკე ძებნიაური („ლოკომოტივი“ თბილისი); თავდამსხმელები: ნუგზარ სპანდერაშვილი („დილა“ გორი), გიორგი გულიაშვილი („საბურთალო“ თბილისი), ირაკლი ბუღრიძე („დინამო“ თბილისი) , სერგო კუხიანიძე („სამგურალი“ წყალტუბო), ბექა ქავთარაძე („საბურთალო“ თბილისი).
  1. 21-წლამდე ნაკრებს რამაზ სვანაძე გაწვრთნის. nakrebi.ge
  2. რამაზ სვანაძე | უეფას ვებ-გვერდის ინტერვიუ 21-წლამდე ნაკრების მთავარ მწვრთნელთან
  3. U21 EURO Qualifiers 1994/1995 » Group 7. worldfootball.net
  4. ჭიპაშვილი, ჯემალ. საქართველო – მოლდოვა // „ლელო“, 9–15 სექტემბერი, 1994, № 30 (10898), გვ. 1.
  5. 5.0 5.1 5.2 Georgia U21 » Fixtures & Results 1994. worldfootball.net
  6. U21 EURO Qualifiers 1996/1997 » Group 2. worldfootball.net
  7. 7.0 7.1 Georgia U21 » Fixtures & Results 1996. worldfootball.net
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 8.4 8.5 Georgia U21 » Fixtures & Results 1997. worldfootball.net
  9. U21 EURO Qualifiers 1998/1999 » Group 2. worldfootball.net
  10. 10.0 10.1 10.2 Georgia U21 » Fixtures & Results 1998. worldfootball.net
  11. 11.0 11.1 11.2 11.3 11.4 11.5 11.6 Georgia U21 » Fixtures & Results 1999. worldfootball.net
  12. U21 EURO Qualifiers 2000/2001 » Group 8. worldfootball.net
  13. 13.0 13.1 Georgia U21 » Fixtures & Results 2000. worldfootball.net
  14. 14.0 14.1 14.2 14.3 14.4 14.5 Georgia U21 » Fixtures & Results 2001. worldfootball.net
  15. U21 EURO Qualifiers 2002/2003 » Group 10. worldfootball.net
  16. U21 EURO Qualifiers 2004/2005 » Group 2. worldfootball.net
  17. U21 EURO Qualifiers Qualifiers 2006 » Group 3. worldfootball.net
  18. U21 EURO Qualifiers 2007/2008 » Group 4. worldfootball.net
  19. U21 EURO Qualifiers 2009/2010 » Group 2. worldfootball.net
  20. U21 EURO Qualifiers 2011/2012 » Group 5. worldfootball.net
  21. U21 EURO Qualifiers 2013/2014 » Group 3. worldfootball.net
  22. U21 EURO Qualifiers 2015/2016 » Group 6. worldfootball.net
  23. U21 EURO Qualifiers 2017/2018 » Group 3. worldfootball.net
  24. Georgia 4–0 Liechtenstein / Tengiz Burjanadze Stadium. 05.09.2019. uefa.com
  25. Azerbaijan 0–3 Georgia / Dalga Arena. 10.09.2019. uefa.com
  26. 21-წლამდელები სლოვაკეთში ჩავიდნენ. nakrebi.ge
  27. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება. nakrebi.ge
  28. საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარ მწვრთნელად ვასილ მაისურაძე იმუშავებს. nakrebi.ge
  29. U21 | საქართველო 0:2 საფრანგეთი. nakrebi.ge
  30. U21 | ლიხტენშტაინი 0:2 საქართველო. nakrebi.ge
  31. U21 | ​საქართველო 0:3 შვეიცარია. nakrebi.ge
  32. U21 | საქართველო 1:0 აზერბაიჯანი. nakrebi.ge
  33. Georgia 2–1 Slovakia / Mikheil Meskhi Stadium. 12.11.2020. uefa.com
  34. ვასილ მაისურაძემ საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა დაასახელა. nakrebi.ge
  35. შემადგენლობა და მატჩის ოქმი. nakrebi.ge
  36. U21 | ლატვია 0:1 საქართველო. nakrebi.ge