შინაარსზე გადასვლა

გაბრიელ სიგუა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაბრიელ სიგუა
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
30 ივნისი, 2005 (2005-06-30) (21 წლის)
დაბადების
ადგილი
რუსთავი, საქართველო
სიმაღლე 189 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ლოზანა (იჯარით ბაზელიდან)
ნომერი 38
ახალგაზრდული კარიერა
რუსთავი
2016–2018 საბურთალო
2018–2022 დინამო თბილისი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2022–2023 დინამო თბილისი 25 (3)
2023– ბაზელი 33 (3)
2025– → ლოზანა 13 (0)
ეროვნული ნაკრები‡
2021 საქართველო 16 წლ. 2 (1)
2021–2022 საქართველო 17 წლ. 10 (0)
2022 საქართველო 18 წლ. 4 (1)
2022– საქართველო 21 წლ. 5 (0)
2023– საქართველო 2 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 21 დეკემბერი, 2025
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 12 ოქტომბერი, 2023

გაბრიელ სიგუა (დ. 30 ივნისი, 2005) — ქართველი ფეხბურთელი. შვეიცარიის სუპერლიგის მონაწილე საფეხბურთო კლუბ „ლოზანის“ (იჯარით „ბაზელიდან“) და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველი. 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მონაწილე საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.

სიგუა 13 წლამდე „რუსთავისა“ და „საბურთალოს“ აკადემიებში თამაშობდა.[1] 2021 წელს მოიგო ალექსანდრე ჩივაძის მედალი 17 წლამდელთა შორის და აღიარებული იქნა წლის ერთ-ერთ გამორჩეულ ტალანტად. 2022 წლის 7 აგვისტოს შედგა მისი დებიუტი თბილისის „დინამოს“ რიგებში, „სამტრედიასთან“ გამართულ შეხვედრაში.[2]

2021 წლიდან იცავდა საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებთა ღირსებას. რაც შეეხება საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, მისი დებიუტი ეროვნულ გუნდში 2023 წლის 25 მარტს, მონღოლეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში შედგა, როდესაც მატჩის 64-ე წუთზე ლუკა გაგნიძე შეცვალა.[3]

საქართველოს დროშა დინამო თბილისი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]