შინაარსზე გადასვლა

ლუკა გაგნიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუკა გაგნიძე
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
28 თებერვალი, 2003 (2003-02-28) (23 წლის)
დაბადების
ადგილი
ქუთაისი, საქართველო
სიმაღლე 175 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
გრანადა
(იჯარით მოსკოვის დინამოდან)
ნომერი 23
ახალგაზრდული კარიერა
2016–2020 დინამო თბილისი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2020–2021 დინამო თბილისი 17 (1)
2021– დინამო მოსკოვი 34 (2)
2021–2022   ურალი 11 (0)
2022   რაკუვი 1 (0)
2025   კრილია სოვეტოვი 8 (0)
2025–   გრანადა 8 (0)
ეროვნული ნაკრები
2019–2020 საქართველოს 21-წლ. 7 (0)
2023– საქართველო 5 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 15 ნოემბერი, 2025
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 8 სექტემბერი, 2023

ლუკა გაგნიძე (დ. 28 თებერვალი, 2003) — ქართველი ფეხბურთელი. ესპანური „გრანადისა“ (იჯარით მოსკოვის „დინამოდან“) და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველი.[1]

ლუკა გაგნიძე 13 წლის ასაკიდან თბილისის „დინამოს“ აკადემიაში ვარჯიშობდა, საიდანაც ძირითად გუნდში 2020 წელს დააწინაურეს. 2021 წელს მოსკოვის „დინამოსთან“ ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ გუნდში სათამაშო პრაქტიკის არქონის გამო იჯარით გადავიდა ჯერ საფეხბურთო კლუბ „ურალში“, რომლის ღირსებაც 11 შეხვედრაში დაიცვა, შემდეგ პოლონურ „რაკუვში“, სადაც მხოლოდ ერთი მატჩი ითამაშა და 2025 წლის თებერვლის მეორე ნახევრიდან სამარის „კრილია სოვეტოვში“, სადაც სულ რვა შეხვედრა ჩაატარა.

2025 წლის სექტემბრიდან იჯარით მოსკოვის „დინამოდან“ ესპანური „გრანადის“ ღირსებას იცავს.[2] „ლოს კარმენესის“ სტადიონზე პრეზენტაციისას ცნობილი გახდა, რომ ქართველი ნახევარმცველი ანდალუსიურ გუნდში 23-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.[3]

2025 წლის 28 ოქტომბერს გაიმართა ესპანეთის სამეფო თასის 1/64-ფინალური მატჩები. ლუკა გაგნიძის „გრანადამ“ ესპანეთის ტერსერა დივიზიონის წარმომადგენელი „როდა“ 5–1 დაამარცხა და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა. გაგნიძემ მთელი შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.[4][5]

2025 წლის 9 ნოემბერს ლა ლიგა 2-ის მე-13 ტურის შეხვედრაში „გრანადამ“ საკუთარ მოედანზე „სარაგოსას“ უმასპინძლა და 3–1 დაამარცხა. ლუკა გაგნიძე მატჩის 78-ე წუთზე ჩაერთო თამაშში და მიუხედავად იმისა, რომ მოედანზე მხოლოდ თხუთმეტიოდე წუთის გატარება მოუწია, საგოლე პასის შესრულება მაინც მოასწრო. შეხვედრის მსაჯის მიერ კომპენსირებულ მესამე წუთზე ლუკამ მის მსგავსად, ცვლილებაზე შესული ხოსე არნაისი ტექნიკური პასით დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა და ამ უკანასკნელმაც მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.[6]

გაგნიძეს საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში იწვევდნენ. საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებში ევრო 2023 და ევრო 2025-ის ფინალური ეტაპზე ითამაშა. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მისი დებიუტი ბათუმში, 2023 წლის 25 მარტს მონღოლეთის ეროვნულ ნაკრებთან გამართულ ამხანაგურ მატჩში შედგა.

სანაკრებო სტატისტიკა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
განახლდა: 8 სექემბერი, 2023
ეროვნული ნაკრებიწელიმატჩიგოლი
საქართველოს დროშა საქართველო 202350
ჯამში50

სანაკრებო მატჩები და გოლები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
თარიღი შეხვედრის ადგილი მასპინძელი ანგ. სტუმარი შეჯიბრება გოლები შენიშვნა წყარო
125.03.2023ბათუმისაქართველო საქართველოს დროშა6–1მონღოლეთის დროშა მონღოლეთიამხანაგურიშეცვლაზე გამოყვანა 64 წუთის შემდეგ 64'[7]
228.03.2023ბათუმისაქართველო საქართველოს დროშა1–1ნორვეგიის დროშა ნორვეგიაევრ. შეს.შეცვლაზე შესვლა after 90 წუთი 90'[8]
317.06.2023ლარნაკაკვიპროსი კვიპროსის დროშა1–2საქართველოს დროშა საქართველოევრ. შეს.შეცვლაზე შესვლა after 74 წუთი 74'[9]
420.06.2023გლაზგოშოტლანდია შოტლანდიის დროშა2–0საქართველოს დროშა საქართველოევრ. შეს.Booked after 75 minutes 75'[10]
508.09.2023თბილისისაქართველო საქართველოს დროშა1–7ესპანეთის დროშა ესპანეთიევრ. შეს.შეცვლაზე გამოყვანა 46 წუთის შემდეგ 46'[11]
საქართველოს დროშა დინამო თბილისი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მედია
1tv.ge · Crystalsport · Lelo[მკვდარი ბმული] · Sportall.ge
  1. Luka Gagnidze International matches
  2. მერაბ მამულაშვილი. (02.09.2025) ლუკა გაგნიძემ რუსეთი დატოვა და იჯარით „გრანადაში“ ითამაშებს. 1tv.ge. ციტირების თარიღი: 13.02.2026.
  3. მერაბ მამულაშვილი. (05.09.2025) ლუკა გაგნიძე „გრანადაში“ 23-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. 1tv.ge. ციტირების თარიღი: 13.02.2026.
  4. Roda 1–5 Granada CF / Copa del Rey - 1/64-Finals. soccerway
  5. მიხეილ ჯაში. (29.10.2025) ლუკა გაგნიძის და იური ტაბატაძის საგოლე გადაცემები ესპანეთის თასზე. 1tv.ge. ციტირების თარიღი: 13.02.2026.
  6. Granada CF 3–1 Zaragoza / LaLiga2 - Round 13. soccerway
  7. Mongolia 6–1 Malta / Friendlies. soccerway
  8. Georgia 1–1 Norway / Qual. Euro 2024. soccerway
  9. Cyprus 1–2 Georgia / Qual. Euro 2024. soccerway
  10. Scotland 2–0 Georgia / Qual. Euro 2024. soccerway
  11. Georgia 1–7 Spain / Qual. Euro 2024. soccerway