შინაარსზე გადასვლა

ნიკა გაგნიძე

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიკა გაგნიძე
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
20 მარტი, 2001 (2001-03-20) (25 წლის)
დაბადების
ადგილი
გორი, საქართველო
სიმაღლე 180 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
კოლოსი კოვალივკა
ნომერი 20
ახალგაზრდული კარიერა
2017–2019 დინამო თბილისი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2018–2024 დილა გორი 116 (21)
2022 →  უმრანიესფორი 2 (0)
2024– კოლოსი 34 (2)
ეროვნული ნაკრები‡
2019–2020 საქართველო 19-წ. 5 (0)
2021– საქართველო 21-წ. 10 (0)
2025– საქართველო 6 (1)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 7 ნოემბერი, 2025
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 14 ოქტომბერი, 2025

ნიკა გაგნიძე (დ. 20 მარტი, 2001) — ქართველი ფეხბურთელი. საფეხბურთო კლუბ კოვალივკას „კოლოსის“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი.

გაგნიძე რომელიც გორის „დილას“ აღზრდილია (16 წლიდან), ძირითად გუნდს 2018 წელს შეუერთდა და ძირითად შემადგენლობაში თავი მალევე დაიმკვიდრა.[1]

2022 წლის 15 ივლისს გუნდთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.[2]

2022 წლის 20 ივლისს შეუერთდა თურქეთის სუპერ ლიგაში ახლადაღზევებულ „უმრანიესფორს“.[3] გაგნიძის დებიუტი თურქულ გუნდში 2022 წლის 14 აგვისტოს ჰქონდა, შეხვედრაში სადაც მისი გუნდი „ანტალიასპორს“ დაუპირსპირდა.[4]

2022 წლის დეკემბერში დაბრუნდა გორის „დილაში“ და გუნდის კაპიტანი გახდა.[5]

2024 წლის აპრილში ეროვნულმა ლიგამ გაგნიძე სეზონის პირველი წრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა, რომელშიც მან ერთი გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა გააკეთა.[6]

2024 წლის ივლისიდან უკრაინული კლუბის, „კოლოსის“ შემადგენლობაშია.

გაგნიძეს ნათამაშები აქვს საქართველოს 19 და 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებებში. 2023 წელს ითამაშა ევროპის 21 წლამდე ფეხბურთელთა ჩემპიონატზე.[7]

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში პირველად 2025 წლის 5 ივნისს ფარერის კუნძულების ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ თბილისში გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში შედგა. ნიკა გაგნიძემ შეხვედრა, ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა. მატჩი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით 1–0 დასრულდა.[8]

სანაკრებო მატჩები და გოლები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
№ თარიღი შეხვედრის ადგილი მასპინძელი ანგ. სტუმარი შეჯიბრება გოლები შენიშვნა წყარო
105.06.2025თბილისისაქართველო საქართველოს დროშა1–0ფარერის კუნძულების დროშა ფარერის კუნძულებიამხანაგური[9]
208.06.2025ქუთაისისაქართველო საქართველოს დროშა1–1კაბო-ვერდეს დროშა კაბო-ვერდეამხანაგური
304.09.2025თბილისისაქართველო საქართველოს დროშა2–3თურქეთის დროშა თურქეთიმსოფ. შეს.შეცვლაზე შესვლა after 46 წუთი 46'[10]
407.09.2025თბილისისაქართველო საქართველოს დროშა3–0ბულგარეთის დროშა ბულგარეთიმსოფ. შეს.გოლი 44'[11]
511.10.2025ელჩეესპანეთი ესპანეთის დროშა2–0საქართველოს დროშა საქართველომსოფ. შეს.შეცვლაზე შესვლა after 69 წუთი 69'[12]
614.10.2025იზმითითურქეთი თურქეთის დროშა4–1საქართველოს დროშა საქართველომსოფ. შეს.შეცვლაზე შესვლა after 64 წუთი 64'[13]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ↑ ნიკა გაგნიძე საუკეთესოა - ეროვნულმა ლიგამ მეოთხე წრის ფეხბურთელი დაასახელა #1TVSPORT.
  2. ↑ ნიკა გაგნიძემ გორის დილასთან კონტრაქტი გააგრძელა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2025-06-13. ციტირების თარიღი: 2025-10-11
  3. ↑ Ümraniyespor, Nika Gagnidze'yi transfer etti.
  4. ↑ Spor Toto Süper Lig: Ümraniyespor: 0 - Antalyaspor: 1 (Maç sonucu).
  5. ↑ ნიკა გაგნიძე „დილაში“ დაბრუნდა.
  6. ↑ პირველი წრის საუკეთესო მწვრთნელი მიქაძეა, ფეხბურთელი – გაგნიძე
  7. ↑ U21 საქართველოს ნაკრების 23-კაციანი შემადგენლობა ცნობილია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-06-22. ციტირების თარიღი: 2024-05-09.
  8. ↑ საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ფარერის კუნძულები დაამარცხა
  9. ↑ Georgia 1–0 Faroe Islands / Friendlies. uefa.com
  10. ↑ Georgia 2–3 Turkey / World Cup Qualifiers. uefa.com
  11. ↑ Georgia 3–0 Bulgaria / World Cup Qualifiers. uefa.com
  12. ↑ Spain 2–0 Georgia / World Cup Qualifiers. fifa.com
  13. ↑ Türkiye 4–1 Georgia / World Cup Qualifiers. fifa.com