რუსეთის მეცნიერებათა აკადემია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რმა-ს პრეზიდუმის ახალი შენობა ვორობიოვის მთებზე მოსკოვში

რუსეთის მეცნიერებათა აკადემია (რუს. Российская академия наук, РАН) — რუსეთის ფედერაციის უმაღლესი სამეცნიერო ორგანიზაცია, საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივი მეცნიერებების დარგებში ფუნდამენტური კვლევების წამყვანი ცენტრი ქვეყანაში. დაარსდა როგორც პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემია 1724 წელს, იმპერატორ პეტრე I-ის გადაწყვეტილებით. დაარსებიდანვე ის იყო არაკომერციული სახელმწიფო დაწესებულება, განსხვავებით დასავლეთევროპული მოდელებისგან. 1747 წლიდან მეცნიერებათა და მხატვრობათა საიმპერატორო აკადემიად გადაკეთდა. დღევანდელი სახელი 1917 წელს მიიღო, ხოლო საბჭოთა ხანაში (1924-1991 წწ.) სსრკ მეცნიერებათა აკადემია ეწოდებოდა.

აკადემიაში სულ ირიცხება (2015 წლის ივლისის მდგომარეობით) 600 სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება, 50 ათასზე მეტი მეცნიერ-თანამშრომელი, მათ შორის, 778 აკადემიკოსი, 1023 წევრ-კორესპონდენტი და 493 პროფესორი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: