შინაარსზე გადასვლა

საიუბილეო მედალი ვლადიმერ ლენინის დაბადების 100 წლისთავის აღსანიშნავად

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საიუბილეო მედალი „ვლადიმერ ლენინის დაბადების 100 წლისთავის აღსანიშნავად“

ქვეყანასაბჭოთა კავშირის დროშა საბჭოთა კავშირი
პირველად გადაეცა5 ნოემბერი, 1969

საიუბილეო მედალი „ვლადიმერ ილიას ძე ლენინის დაბადების 100 წლისთავის აღსანიშნავად“ (რუს. Юбилейная медаль «За доблестный труд (За воинскую доблесть). В ознаменование 100-летия со дня рождения Владимира Ильича Ленина») — სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1969 წლის 5 ნოემბრის ბრძანებულებით დაწესებული ჯილდო. მედლის ავტორები იყვნენ სსრკ-ის სახალხო მხატვარი ნიკოლოზ სოკოლოვი (ავერსი) და ალექსანდრე კოზლოვი (რევერსი)

საიუბილეო მედალი გაიცემოდა 2 მიმართულებით:

  • „მამაცური შრომისათვის. ვლადიმერ ილიას ძე ლენინის დაბადების 100 წლისთავის აღსანიშნავად“
  • „საბრძოლო მამაცობისათვის. ვლადიმერ ილიას ძე ლენინის დაბადების 100 წლისთავის აღსანიშნავად“

საიუბილეო მედლით — „მამაცური შრომისათვის (საბრძოლო მამაცობისათვის), ვლადიმერ ილიას ძე ლენინის დაბადების 100 წლისთავის აღსანიშნავად“ ჯილდოვდებოდნენ:

  • მოწინავე მუშები, კოლმეურნეები, სახალხო მეურნეობის სპეციალისტები, სახელმწიფო დაწესებულებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მუშაკები, მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწეები, რომლებმაც შრომის მაღალი შეფასებები დაიმსახურეს ლენინის იუბილესთვის მზადების პერიოდში.
  • პირები, რომლებმაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისათვის ბრძოლაში.
  • საბჭოთა არმიის, საზღვაო ფლოტისა და სსრკ შსს-ს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები, რომლებმაც ლენინის იუბილესთვის მზადების პერიოდში მიაღწიეს მაღალ მაჩვენებლებს სამხედრო და პოლიტიკურ მომზადებაში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]