პანკისი
პანკისი | |
---|---|
კახეთის რუკა XVIII საუკუნის I ნახევარი | |
პანკისი — ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე აღმოსავლეთ საქართველოში. მოიცავდა ტერიტორიას ალაზნის ზემო დინების ხეობას ბახტრიონს ზემოთ.
გეოგრაფიული აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვახუშტი ბაგრატიონის სიტყვებით:
დავით მუსხელიშვილის (1969) მიხედვით, მთის ათვისების მყარ მოწმობას წარმოადგენს გარკვეული ტიპის ციხესიმაგრეთა მშენებლობა, რომლის ტიპური მაგალითია პანკისის ციხესიმაგრე. ციხის გეოგრაფიული მდებარეობა ნათლად გვიჩვენებს მისი წარმოქმნისს ეკონომიკურ არსს. ერთის მხრივ ის გაბატონებულია ველზე, მეორეს მხრივ, დგას მთისა და ბარის დამაკავშირებელ მთავარ მაგისტრალზე, რითაც ახორციელებს კონტროლს ამ გზაზე. განვითარებული ფეოდალიზმის პერიოდში ამ ფაქტორებს დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რის გამოც პანკისი „კახეთის საერისთავოს“ ცენტრად ჩანს (1980/88). ამასთან „მატიანე ქართლისა“ მხოლოდ პანკისის საერისთავოში იცნობს. დავით მუსხელიშვილის(1969/157) მიხედვით, ვახუშტი ბაგრატიონს სწორედ ჰქონდა წარმოდგენილი პანკისის საერისთავოს საზღვრები. აღსანიშნავია, რომ ყოველი ადმინისტრაციული ერთეულის საზღვარი ძველი პერიოდიდანვე მკაცრად განსაზღვრულ წესს ემყარებოდა და იგი უმთავრესად ბუნებრივ მიჯნებზე გადიოდა. ასევეა კახეთის სამეფოს ყველა ერთეულის და, მათ შორის, პანკისის საზღვარიც გატარებული.
პანკისის საერისთავო ძველად კახეთის სამთავროს ერთ-ერთი ადმინისტრაციული ერთეული იყო, რომელიც მოიცავდა პანკისის ხეობას, ალვანის ველსა და თუშეთს. ცენტი პანკისის ციხე იყო. მოგვიანებით იგი კახეთის სამეფოში შედიოდა. ახლანდელი დაყოფით იგი ახმეტის მუნიციპალიტეტში შედის.
პანკისის რეგიონს თითქმის შუაზე ჰყოფს მდინარე ალაზნის სათავეები. იგი სწორედ ამ ნაწილში ქოჩარის ქედით ორ ნაწილად იყოფა, რომლებიც მდინარეებს წიფლოვანისწყალსა და სამყურისწყალს ეკუთვნის. მათი შეერთების შედეგად წარმოიშობა ალაზანი. იგივე ვახუშტი წერს:
„ამ ჴევს ზეით განიყოფის ალაზანი ორად, და ამ ორთა წყალთა შუა არს ციხე ხორჯისა ანუ მახვილი, მაგარი და შეუვალი, არამედ აწ უქმი.“
|
ეს ციხე ხორაჯოს სახელით დატანილია 1930 წლის რუკაზე. ამ ციხის ნანგრევები დღემდე შემორჩენილია მდინარე ალაზნის სათავეებში, ხადორს ზემოთ, მახვილოსხევზე. სწორედ აქედან მოყოლებული ალაზნის ხეობისათვის დამახასიათებელია ფართო, მოვაკებული, დატერასებული ფსკერი. პანკისის ტერიტორიაზე ალაზანს ერთვის მისი ყველაზე დიდი მარჯვენა შენაკადი ილტო, რომელიც პანკისის ტერიტორიაზე გაედინება. ვახუშტი ბაგრატიონი წერს:
„ხოლო კახეთის მთიდამ ჩამოსულს მთის ზეით ერთვის ალაზანს ჴევი და გამოსდის კახეთის მთას, მოერთვის დასავლეთიდამ ალაზანს.“
|
აქ, ლაპარაკია მდინარე ილტოზე. სხვა ადგილას წერს:
ამდენად, უტოსხევი იგივე ილტოა.
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პანკისის ხეობაში ვახუშტი ბაგრატიონი ასახელებს 19 დასახლებულ პუნქტს. ზუსტად იმავე თანმიმდევრობით აქვს ჩამოთვლილი ისინი იოანე ბაგრატიონსაც, ოღონდ ორი სოფელი ბაწარას წინ არის ჩამატებული. 1930 წლის რუკაზე და ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ დაყოფაში ამ დასახლებული პუნქტების ნახევარიც არ შემორჩენილა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კ. ხარაძე, „კახეთის ისტორიული გეოგრაფია XVIII ს“, თბ., 2010, გვ. 125-129