ოძისის სამაროვანი
იერსახე
ოძისის სამაროვანი, გვიანდელი ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური ძეგლი სოფელ ოძისში (დუშეთის მუნიციპალიტეტი). 1975 წელს შემთხვევით აღმოჩენილ სამარხეულ კომპლექსში იყო შავლეგად გამომწვარი თიხის ჭურჭელი (6 ცალი), ბრინჯაოს 2 სამაჯური, ბალთა, 2 ბეჭედი, საკინძი, ფოთლისებური სატევარი, 7 ღილაკი, სარდიონისა და პასტის 4 მძივი. ნივთები დაცულია დუშეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- წითლანაძე ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 625.