შინაარსზე გადასვლა

ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმი
დაარსდა 1963
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
დამაარსებლები მიხეილ შენგელია
მდებარეობა დიმიტრი უზნაძის ქუჩა 51, თბილისი, საქართველო
სტატუსი ისტორიული მუზეუმი
ექსპონატი 19 000-ზე მეტი
დირექტორი რამაზ შენგელია

ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმი — მუზეუმი თბილისში, შეიქმნა 1963 წელს, ხოლო ოფიციალურად გაიხსნა 1967 წელს. მუზეუმის შექმნის ინიციატორი იყო ქართული მედიცინის ისტორიის კვლევის ერთ-ერთი ფუძემდებელი მიხეილ შენგელია, რომელსაც საქმიანი დახმარება გაუწიეს ვ. ჟღენტმა, კ. ერისთავმა, პ. ქავთარაძემ, გ. მარუაშვილმა და სხვა.

თავდაპირველად მუზეუმი განთავსდა XII საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლის — ლურჯი მონასტრის შენობაში, 1989 წლიდან კი გადავიდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის კორპუსში.

მუზეუმში დაცულია 19 000-ზე მეტი საექსპოზიციო და საარქივო ერთეული: პირადი ფონდები, საარქივო მასალა, არქეოლოგიური მონაპოვრები, ეთნოგრაფიული მასალა, ხელოვნების ნიმუშები (ლადო გუდიაშვილის, უჩა ჯაფარიძის და სხვა ნახატები, ქანდაკებები), ძველი სამედიცინო აპარატურა (რუსეთის იმპერიაში პირველი რენტგენისა და ფიზიოთერაპიული აპარატები), სამედიცინო სარუტუალო და მაგიური დანიშნულების ნივთები, სამედიცინო ხელნაწერები, სამკურნალო მცენარეების ჰერბარიუმები, ანთროპოლოგიური მასალა, 40-ზე მეტი ექსპედიციის ეთნოლოგიური მასალები, ინგლისურენოვანი სამედიცინო და ძველი უნიკალური წიგნების ბიბლიოთეკა და სხვ.

ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმი მედიცინის ისტორიის მუზეუმთა ევროპული ასოციაციის წევრია, აქვს მჭიდრ საერთაშორისო კონტაქტები. აქ მომზადდა სამედიცინო ინფორმაციის ანალიტიკური ცენტრის, მთარგმნლობითი ბიუროს და სხვა საინტერესო პროექტები.

მუზეუმის დირექტორი 1963-1995 წლებში იყო მიხეილ შენგელია, ხოლო 1995 წლიდან დღემდე დირექტორია რამაზ შენგელია.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]