გიორგი IV გურიელი
გიორგი IV გურიელი | |
---|---|
გურიის მთავარი იმერეთის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 1711, 1714, 1717 |
მმართ. დასასრული: | 1712, 1717, 1726 |
წინამორბედი: | მამია III გურიელი, ლევან გურიელი, ქაიხოსრო III გურიელი |
მემკვიდრე: | ლევან გურიელი, ქაიხოსრო III გურიელი, მამია IV გურიელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1702 |
გარდ. თარიღი: | 1726 |
მეუღლე: |
მარიამ შარვაშიძე ხვარამზე დადიანი (1717-დან) |
შვილები: | მამია IV გურიელი, გიორგი V გურიელი |
დინასტია: | გურიელები |
მამა: | მამია III გურიელი |
დედა: | ელენე |
გიორგი IV გურიელი (დ. 1702 — გ. 1726) — მამია III გურიელის ძე. პერიოდულად იყო გურიის მთავარი 1711-1726 წლებში.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1711 წელს გურიელად დასვა მამამ, რომელიც მაშინ იმერეთის მეფე იყო. 1712-1714 წლებში ტახტი წაართვა ძმამ ლევან გურიელმა. 1716 წელს გიორგი IV გურიელმა სიმონეთის ბრძოლაში დაამარცხა იმერეთის მეფე გიორგი VI და გამეფდა, მაგრამ მხოლოდ სამი თვე იმეფა. გიორგიმ გურიიდან თავისი სიმდიდრის ჩამოტანა განიზრახა, მაგრამ რაჭველები თავს დაესხნენ სოფელ სალომინაოში და დაამარცხეს. იმავე წელს გურიას ზღვიდან თავს დაესხნენ აფხაზი მეკობრეები. გიორგი გურიელმა უარი ტქვა იმერეთის მეფობაზე და გურიაში დაბრუნდა.
1717 წელს გააძევა ძმამ ქაიხოსრო III გურიელმა დედის, ელენე აბაშიძის, ბეჟან I დადიანისა და თავადების, გიორგი ნაკაშიძისა და ერისთავის დახმარებით. იმავე წელს ოსმალთა დახმარებით ტახტი დაიბრუნა, გიორგი ნაკაშიძეს გურიანთის ციხე და მეუღლე წაართვა.[1]
ახლო კავშირი ჰქონდა ვახტანგ VI-სთან და მისი შემწეობით 1719 წელს ცდილობდა ოსმალთა მიერ მიტაცებული ბათუმის და ჩაქვის დაბრუნებას. მიუხედავად ამისა, ოსმალებმა 1723 წელს დაიკავეს შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ციხეები, მათ შორის ქობულეთი, სეფის ციხე და გრიგოლეთი. ოსმალებს თავადი ნაკაშიძე უჭერდა მხარს. გურიელს დაუმტკიცდა მამის მიერ დაკავებული საჯავახოსა და სურების მხარეები. გურიელმა და მისმა მეუღლე ხვარამზემ აღდგენითი სამუშაოები ჩაატარეს ლიხაურისა და ჯუმათის ეკლესიებში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჩხატარაიშვილი ქ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 163.
- ჩხატარაიშვილი ქ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 26-27.
- ჩხატარაიშვილი ქ., „გურიის სამთავრო“, თბ., 1959. — გვ. 156-164.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ სოსელია, ო. (1954). „ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური დაშლის ისტორიიდან“, მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ნაკვეთი XXX. თბილისი: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, გვ. 133.
|