სიმონ I გურიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზარზმის ტაძრის წარწერა, რომელიც იხსენიებს სიმონ გურიელს

სიმონ I გურიელიგურიის ერისთავი XIV საუკუნეში. მოხუცებულობის ჟამს პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოსცილებია და ბერად აღკვეცილა. მას განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის ზარზმის ტაძრის წინაშე. ცნობილია მისი ფრესკული პორტრეტი ზარზმაში, ტაძრის ჩრდილო-დასავეთით, გუმბათქვეშა ბურჯის სამხრეთ პირზე. რომლის წარწერაშიც სიმონ I გურიელი მოიხსენიება როგორც „ერისთავთერისთავი, მსახურთუხუცესი , სვანთა ერისთავი სუიმეონ გურიელი“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]