შინაარსზე გადასვლა

კახაბერ I გურიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კახაბერ I გურიელიგურიის საერისთავოს გამგებელი, იხსენიება 1352 წელს ლიხაურის ხატის წარწერაში. იყო გიორგი II დადიანის ვაჟი. იწოდებოდა ერისთავთერისთავად, სვანთა ერისთავად და გურიის პატრონად. კახაბერ გურიელი მოხსენიებულია ჯუმათის მონასტრის გაბრიელ მთავარანგელოზის ხატის ზურგის მოჭედილობის წარწერაში. წარწერაში იხსენიებიან გიორგი დადიანი და მისი შვილები, ვამეყ მანდატურთუხუცესი და კახაბერ გურიელი. კახაბერ გურიელი აგრეთვე იხსენიება ექადიის ტაძრის და შემოქმედის ღვთისმშობლის ხატის წარწერებზე.