ლევან გურიელი
იერსახე
| ლევან გურიელი | |
|---|---|
| გურიის მთავარი | |
| მმართ. დასაწყისი: | 1712 |
| მმართ. დასასრული: | 1714 |
| წინამორბედი: | გიორგი IV გურიელი |
| მემკვიდრე: | გიორგი IV გურიელი |
| დინასტია: | გურიელები |
| მამა: | მამია III გურიელი |
ლევან გურიელი — გურიის მთავარი 1712-1714 წლებში, მამია III გურიელის ძე.
იმერეთის მეფისა და ახალციხის ფაშის დახმარებით სამთავრო ტახტი წაართვა ძმას, გიორგი IV გურიელს, რასაც შინაომი მოჰყვა: ნაკაშიძეები, მაჭუტაძეები და თავდგირიძეები ლევან გურიელს ეხმარებოდნენ, ერისთავები კი - გიორგი IV გურიელს. 1714 წელს გიორგი IV გურიელმა დაიბრუნა სამთავრო ტახტი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჩხატარაიშვილი ქ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 156-157.