კახაბერ II გურიელი
კახაბერ II გურიელი | |
---|---|
გურიის მთავარი | |
მმართ. დასაწყისი: | 1463 |
მმართ. დასასრული: | 1483 |
მემკვიდრე: | გიორგი I გურიელი |
გარდ. თარიღი: | 1483 |
მეუღლე: | ანა |
შვილები: | გიორგი I გურიელი |
დინასტია: | გურიელები |
მამა: | ლიპარიტ I დადიანი |
კახაბერ II გურიელი (გ. 1483) — გურიის მთავარი XV საუკუნის II ნახევარში, მის დროს გურიის სამთავრომ პრაქტიკულად მოიპოვა დამოუკიდებლობა
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იყო ლიპარიტ I დადიანის ვაჟი. დაეხმარა ქართლის მეფის გიორგი VIII-ის წინააღმდეგ აჯანყებულ სამცხის ათაბაგს — ყვარყვარე II ჯაყელს, რომლისგანაც სამაგიეროდ 1463 წელს აჭარა და ჭანეთი მიიღო.
![]() |
„ამისთვისცა მისცა ყვარყვარემ აჭარა და რომელნიმე ჭანეთის ადგილნი გურიელ კახბერს, რათა მწე ექმნას ერისთავთა ზედა სამცხისა და კლარჯეთისათა. ხოლო გურიელმა კახაბერ სიხარულით მიიღო ქვეყანანი...“
|
ხელი შეუწყო იმერეთში გიორგი VIII-ის მოწინააღმდეგე ერისთავის - ბაგრატ VI-ის გამეფებას. შემდეგში კახაბერ II გურიელი ვამეყ II დადიანთან ერთად დაუპირისპირდა ბაგრატს და გურიის სამთავროს დამოუკიდებლობისათვის დაიწყო ბრძოლა, მაგრამ ბაგრატმა დაამარცხა. არ გამოცხადდა ალექსანდრე II-ის იმერთა მეფედ კურთხევაზე, 1479-1480 წლებში კი ქართლის მეფე კონსტანტინე II-სთან ერთად ებრძოდა მას. ამ დროიდან გურია ფაქტობრივად დამოუკიდებელი სამთავრო გახდა.
კახაბერ გურიელი და მისი მეუღლე ანა მოხსენიებულნი არიან შემოქმედის ეკლესიისთვის შეწირული მაცხოვრის ხატის წარწერაში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჩხატარაიშვილი ქ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 446.