ერეკლე I
| ერეკლე I | |
|---|---|
| ნაზარ ალი-ხანი | |
|
| |
| ქართლის მეფე | |
| მმართ. დასაწყისი: | 1688 |
| მმართ. დასასრული: | 1703 |
| წინამორბედი: | გიორგი XI |
| მემკვიდრე: | გიორგი XI |
| კახეთის მეფე | |
| მმართ. დასაწყისი: | 1703 |
| მმართ. დასასრული: | 21 აპრილი, 1709 |
| წინამორბედი: | არჩილ II |
| მემკვიდრე: | დავით II (კახეთის მეფე) |
| პირადი ცხოვრება | |
| დაბ. თარიღი: | 1642 |
| გარდ. თარიღი: | 1709 წლის 21 აპრილი |
| მეუღლე: | ანა ჩოლოყაშვილი |
| შვილები: |
ვაჟები: დავით II, კონსტანტინე II, ისმაილი, როსტომი , ვახტანგი , დიმიტრი, გიორგი, თეიმურაზ II, რეზე ყული ხანი, მუსტაფა მირზა |
| დინასტია: | ბაგრატიონები |
| მამა: | დათუნა ბატონიშვილი |
| დედა: | ელენე დიასამიძე |
| ხელმოწერა: |
|
ერეკლე I, ნაზარ ალი-ხანი, ნიკოლოზი (დ. 1642 — გ. 1709) — ქართლის (1688-1703) და კახეთის (1703– 1709) მეფე, თეიმურაზ I-ის ძის დავითის შვილი.
ცხოვრება და მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ერეკლე I სიყმაწვილიდან რუსეთის სამეფო კარზე იზრდებოდა და ცნობილი იყო ნიკოლოზის სახელით. 1662 საქართველოში ჩამოვიდა და კახეთში გამეფებას შეეცადა, მაგრამ უშედეგოდ. ქართლის მეფე ვახტანგ V-მ კახეთის მეფედ 1664 თავისი ძე არჩილი დასვა. ერეკლე I რუსეთში დაბრუნდა. 1674 წელს ისევ ჩავიდა კახეთში და ირანის შაჰის, სულეიმან I-ის მოთხოვნით 1675 წელს ისპაჰანში გაემგზავრა. კახეთის სამეფო ტახტზე გამეფების პირობად შაჰმა მას გაჰმადიანება მოსთხოვა. ერეკლე I ერთხანს უარზე იყო, მაგრამ ცხრაწლიანი ყოყმანის შემდეგ ბოლოს მაჰმადიანობა მიიღო და ნაზარალი-ხანის სახელით შაჰმა ქართლის მეფედ დაამტკიცა. 1688 წელს შაჰმა ქართლის ტახტიდან გიორგი XI გადააყენა და მის მაგივრად ერეკლე I დაამტკიცა, რომელმაც ხანგრძლივი ყოყმანის შემდეგ მაჰმადიანობა მიიღო. შაჰმა იგი ნაზარალი-ხანის სახელით ქართლში გამოგზავნა და კახეთის ნაწილიც – ქიზიყი და თუშეთი უწყალობა. 1691 გიორგი XI ქართლში გადავიდა და დაიწყო ბრძოლა ტახტის დასაბრუნებლად. ქართლის თავადების ერთი ნაწილი ერეკლე I-ს უჭერდა მხარს, მეორე - გიორგი XI-ს. ბოლოს გიორგი XI იძულებული გახდა ირანს წასულიყო, სადაც შაჰის ნდობა მოიპოვა და 1703 შაჰმა მას ქართლის სამეფო დაუბრუნა, ხოლო ერეკლე I კახეთის მეფედ გამოაცხადა. 1703-1709 წლებში ის ითვლებოდა კახეთის მეფედ, მაგრამ რეალურად იმყოფებოდა ირანში, ხოლო კახეთში მეფის მოადგილედ მისი ვაჟი დავით II იყო გაგზავნილი. ერეკლე I ირანში ჰუსეინ შაჰის პირად გვარდიას ხელმძღვანელობდა და იქვე გარდაიცვალა.
ერეკლე I-მა სცადა ზოგიერთი ცვლილება შეეტანა სახელმწიფოებრივ წყობილებაში. განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია საქალაქო ცხოვრების მოწესრიგებას. მან მტკიცედ განსაზღვრა ქალაქის მოხელეთა უფლება-მოვალეობანი, შეიმუშავა თბილისის ხელოსანთა ამქრის წესდება და სხვა.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- აკოფაშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 180.
| წინამორბედი: გიორგი XI |
ქართლის მეფე 1688 - 1703 |
შემდეგი: გიორგი XI |
| წინამორბედი: განაგებენ ირანელი მოხელეები |
კახეთის მეფე 1703 - 1709 |
შემდეგი: დავით II |