ბაგრატ III (იმერეთის მეფე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბაგრატ III.
ბაგრატ III

ბაგრატ III-ის ფრესკა გელათის მონასტერში
იმერეთის მეფე
მმართ. დასაწყისი: 1510
მმართ. დასასრული: 1565
წინამორბედი: ალექსანდრე II
მემკვიდრე: გიორგი II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1495
გარდ. თარიღი: 1565
მეუღლე: ელენე
შვილები: გიორგი II
თეიმურაზი
ვახტანგი
კონსტანტინე
თამარი
დინასტია: ბაგრატიონები
მამა: ალექსანდრე II
დედა: თამარი
ხელმოწერა:

ბაგრატ III (დ. 1495 — გ. 1565) — იმერეთის მეფე 1510-1565, ალექსანდრე II-ის ძე.

ბაგრატ III-ის სამეფო სიგელი.

ენერგიულად ებრძოდა ოსმალებს, ცდილობდა იმერეთის მთლიანობის შენარჩუნებას. „ტყვეთა სყიდვის“ წინააღმდეგ მოიწვია საეკლესიო კრება, რომელმაც ტყვის გამსყიდველთათვის სიკვდილით დასჯა დაადგინა. ბაგრატ III-ის თანხმობით 1533 წელს მამია I გურიელმა და მამია III დადიანმა ილაშქრეს ჯიქეთს, მაგრამ დამარცხდნენ. 1535 წელს მურჯახეთის ბრძოლაში ბაგრატ III-მ დაამარცხა ყვარყვარე III ჯაყელი, დაიკავა სამცხე და ათი წელი ფლობდა მას. 1543 წელს ყვარყვარეს შვილმა ქაიხოსრო II ჯაყელმა მოიშველია ოსმალთა ჯარი მუსტაფა ლალა-ფაშას მეთაურობით და ქარაღაქთან შეებრძოლა ბაგრატ III-ს, მაგრამ დამარცხდა. ამის შემდეგ სულთანმა უფრო მრავალრიცხოვანი ჯარი გამოგზავნა. სოხოისტის ბრძოლაში ბაგრატ III დამარცხდა. სამცხეში ოსმალებმა მოიკიდეს ფეხი. ამის შემდეგ ბაგრატ III-მ მთავრებს (დადიანი და გურიელი) შეუტია, მაგრამ ვერ შეძლო მათი დამორჩილება. 1548 წელს ბაგრატმა ლევან I დადიანი და როსტომ გურიელი სადარბაზოდ მიიწვია. გურიელი მას არ ეახლა, ხოლო დადიანი ბაგრატმა დააპატიმრა და გამოამწყვდია გელათის სამრეკლოში, საიდანაც იგი სამცხის ათაბაგის ქაიხოსრო III-ის ხელშეწყობით სამცხეში გაიპარა. ოდიშია და გურიის მთავრები სულთნის ვასალები გახდნენ. 1555 წელს ბაგრატ III-ც იძულებული გახდა სულთნისათვის ხარკის მიცემა ეკისრა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინამორბედი:
ალექსანდრე II
იმერეთის მეფე
1510 - 1565
შემდეგი:
გიორგი II