ვახტანგ I გურიელი
ვახტანგ I გურიელი | |
---|---|
გურიის მთავარი | |
მმართ. დასაწყისი: | 1583 |
მმართ. დასასრული: | 1587 |
წინამორბედი: | გიორგი II გურიელი |
მემკვიდრე: | გიორგი II გურიელი |
გარდ. თარიღი: | 1592 |
მეუღლე: | თამარი ათაბაგის ასული |
შვილები: | თამარ ბატონიშვილი, ქაიხოსრო I გურიელი |
დინასტია: | გურიელები |
ვახტანგ I გურიელი (გ. 1592) — გურიის მთავარი 1583-1587 წლებში.
მთავრად დაჯდომამდე საბატონიშვილოდ ჰქონდა ქობულეთის მხარე. მთავრად დასვა სამეგრელოს მთავარმა მამია IV დადიანმა, რომელმაც დაამარცხა გიორგი II გურიელი. ვახტანგ I გურიელის ცოლი იყო ქაიხოსრო II ათაბაგის ასული თამარი. ჰყავდათ შვილები თამარი და ქაიხოსრო. თამარი გათხოვილი იყო პაპუნა ჭილაძეზე. მათი აშენებულია ტყვირის ეკლესიის დასავლეთ ეგვტერი.[1] ვახტანგმა ზარზმიდან გადმოტანილი საეკლესიო სიწმინდეების დასაცავად შემოქმედის ეკლესიასთან ააგო ღვთისმშობლის შობის ეკლესია და მას რამდენიმე აზნაური და ოთხმოცი კომლი გლეხი შესწირა. 1587 წელს ოსმალეთის იმპერიის მხარდაჭერით გიორგი II გურიელმა ვახტანგი ჩამოაგდო და ტახტი დაიბრუნა. ვახტანგ გურიელი მოხსენიებულია შემოქმედის ღვთისმშობლის ხატის წარწერაში მეულით და ძით. დაკრძალულია იქვე.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ჩხატარაიშვილი ქ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 337.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ თაყაიშვილი ე., „არხეოლოგიური მოგზაურობიდან სამეგრელოში“ // ძველი საქართველო, ტ. III, ტფილისი: ელექტრო მბეჭდავი სტამბა სპირიდონ ლოსაბერიძის, 1914. — გვ. 11.