გიორგი II (იმერეთის მეფე)
| გიორგი II | |
|---|---|
|
გიორგი II გელათის მონასტრის ფრესკაზე | |
| იმერეთის მეფე | |
| მმართ. დასაწყისი: | 1565 |
| მმართ. დასასრული: | 1583 |
| წინამორბედი: | ბაგრატ III |
| მემკვიდრე: | ლევანი |
| პირადი ცხოვრება | |
| დაბ. თარიღი: | 1514 |
| გარდ. თარიღი: | 1583 |
| მეუღლე: |
1.რუსუდანი, ჩერქეზების მთავრის ასული 2. თამარ დიასამიძე |
| შვილები: |
ლევანი ბაგრატი ალექსანდრე |
| დინასტია: | ბაგრატიონები |
| მამა: | ბაგრატ III |
| დედა: | ელენე |
| ხელმოწერა: |
|
გიორგი II (დ. 1514 — გ. 1583) — იმერეთის მეფე 1565-1583, ბაგრატ III-ის ძე.
მეფობის პირველ წლებში, ოდიშისა და გურიის მთავართა გათიშვის მიზნით, გურიელს დაუმოყვრდა. ლევან I დადიანმა გიორგი II-ის ტახტიდან ჩამოგდება და მისი ბიძაშვილის ხოსრო ბატონიშვილის გამეფება განიზრახა. მეფის წინააღმდეგ დადიანს შეუკავშირდა ჭილაძეთა საგვარეულოს მეთაური ვარაზ ჭილაძეც. 1565 წელს იანეთთან მომხდარ ბრძოლაში გიორგი II-მ დაამარცხა დადიანი, მისი მომხრეები და საჯავახო დაიპყრო. მეფის გაძლიერების შიშმა დადიანი და გურიელი შეაკავშირა. მათ შეერთებული ძალით წაართვეს გიორგი II-ს საჯავახო და შუაზე გაიყვეს. ამ შინაფეოდალური ომის გარდა გიორგი II-ს ბრძოლა უხდებოდა ოსმალო დამპყრობლების წინააღმდეგაც. 1578 წელს მან ლიხის მთის სიმაგრეებთან დაამარცხა და უკუაგდო ლალა-ფაშას მიერ იმერეთის დასალაშქრად გამოგზავნილი რაზმი.
ციტატა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]„გიორგი მეფემან მოგვარა ძესა თვისსა ბაგრატს ცოლად დადიანის გიორგისა და, ასული ლევან დადიანისა და აქორწინა მას თანა“
|
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სოსელია ო., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 159.
- სოსელია ო., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 18.
| წინამორბედი: ბაგრატ III |
იმერეთის მეფე 1565 - 1583 |
შემდეგი: ლევანი |