ქაიხოსრო (მეფე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg ტერმინს „ქაიხოსრო“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ქაიხოსრო.
ქაიხოსრო
ქართლის მეფე
მმართ. დასაწყისი: 1709
მმართ. დასასრული: 1711
წინამორბედი: გიორგი XI
მემკვიდრე: იესე
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1674 წლის 1 იანვარი
გარდ. თარიღი: 1711
დინასტია: ბაგრატიონები
მამა: ლევანი

ქაიხოსრო — ქართლის მეფე 1709-1711, გიორგი XI-ის ძმისწული. ქაიხოსროს მამა ლევანი სპარსეთის მდივანბეგი იყო. როდესაც ლევანი შაჰმა ქართლში გაგზავნა გიორგი XI-ის ნაიბად (მოადგილედ), ქაიხოსრო დანიშნა სპარსეთის მდივანბეგის ნაიბად. ლევანის სპარსეთში დაბრუნების შემდეგ ქაიხოსრო შაჰის კარზე დარჩა და მის სხვადასხვა დავალებას ასრულებდა. 1707 მან ჩაახშო იაპაანში მომხდარი აჯანყება. 1709 შაჰმა ქაიხოსრო ქართლის მეფედ და სპარსეთის სპასალარად დანიშნა და თავრიზი და ბარდა უბოძა. მას აჯანყებულ ავღანელებთან ბრძოლა დაევალა. ქაიხოსრომ სძლია და გააქცია აჯანყებულთა მეთაური მირ ვეისი, მაგრამ 1711 ერთ-ერთი ბრძოლის დროს ღალატის შედეგად დამარცხდა და დაიღუპა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინამორბედი:
გიორგი XI
ქართლის მეფე
1709 - 1711
შემდეგი:
იესე