ვახტანგ V

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვახტანგ.
ვახტანგ V
შაჰნავაზ I
სამუხრანბატონოს სახლის უფროსი
მმართ. დასაწყისი: 1648
მმართ. დასასრული: 1658 (10 წელი)
წინამორბედი: დათუნა ბატონიშვილი
მემკვიდრე: კონსტანტინე I (მუხრანბატონი)
ქართლის მეფე
მმართ. დასაწყისი: 1658
მმართ. დასასრული: 1675 (17 წელი)
წინამორბედი: როსტომი (ქართლის მეფე)
მემკვიდრე: გიორგი XI
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1618
გარდ. თარიღი: 1675 (57 წლის)
გარდ. ადგილი: განჯა
დაკრძ. ადგილი: ყუმი, ირანი
მეუღლე: 1. როდამ ორბელიანი
2. მარიამ დადიანი
შვილები: 1. არჩილ II
2; გიორგი XI
დინასტია: ბაგრატიონები
მამა: თეიმურაზ I მუხრანბატონი
დედა: ანა
რელიგია: ქრისტიანობა, მოგვიანებით მიიღო ისლამი
ხელმოწერა: Vakhtang V of Kartli signature.svg

ვახტანგ V, შაჰნავაზი (გ. 1675) — ქართლის მეფე 1658-1675. ბაგრატიონთა მუხრანბატონების შტოს წარმომადგენელი, სათავადოს მეთაური 1629-1658. როსტომ მეფემ იშვილა და ტახტის მემკვიდრედ გამოაცხადა. 1654 ირანში მაჰმადიანობა მიაღებინეს და შაჰნავაზი უწოდეს. ვახტანგ V-ის პოლიტიკის მიზანი იყო ქართლ-კახეთის ერთ სამეფოდ გაერთიანება და დასავლეთ საქართველოს მეფე-მთავრებთან მჭიდრო კავშირი ქართლის ჰეგემონობით, ცენტრალური ხელისუფლების განმტკიცება და თავადების პოლიტიკური უფლებების შეზღუდვა, ქართლის საშინაო ცხოვრების მოწესრიგება და ეკონომიური წინსვლისთვის ხელის შეწყობა. საგარეო პოლიტიკაში ვახტანგ V ირანის ვასალად აღიარებდა თავს და მასთან მშვიდობიანი ურთიერთობის დაცვას ცდილობდა. საგარეო პოლიტიკურმა ვითარებამ ხელი შეუწყო ქართლის მოშენებას და ეკონომიურ წინსვლას.

ვახტანგ V-მ მოაკვლევინა კახეთის ფაქტობრივი გამგებელი ზაალ არაგვის ერისთავი და კახეთი თავისი გავლენის სფეროში მოაქცია. ისარგებლა იმერეთის სამეფოში მომხდარი არეულობით, შეუთანხმდა სამეგრელოს მთავარ ვამეყ III დადიანს, იმერეთის დიდი ნაწილი დაიკავა და თავისი უფროსი ვაჟი არჩილი იმერეთის ტახტზე აიყვანა (1661). დადიანად ვახტანგ V-მ თავისი მომხრე დასვა და საკუთარი ძმისწული თამარი შერთო, გურიელთან მეგობრული კავშირი დაამყარა, აფხაზეთის მთავარმაც მორჩილება განუცხადა და, ამრიგად, თითქმის მთელი საქართველო ვახტანგ V-ის ხელქვეით გაერთიანდა. მაგრამ მალე ოსმალების მოთხოვნით ვახტანგ V იძულებული გახდა იმერეთიდან გაეყვანა არჩილი. ვახტანგ V შეეცადა არჩილი კახეთის მეფედ დაესვა, მაგრამ მის მეტოქედ კახეთის სამეფო ტახტზე თეიმურაზ I-ის შვილიშვილი ერეკლე (შემდეგში ერეკლე I) გამოვიდა, რომელმაც ირანის ხელშეწყობით კახეთი დაიკავა. ვახტანგ V-ის მეორე ვაჟი ლუარსაბი ახალციხეს გაიქცა, რათა იქიდან ოსმალეთის დახმარებით იმერეთის ტახტი დაეკავებინა (არჩილიც მას გაჰყვა). ამის გამო 1675 ირანის შაჰმა ვახტანგ V თავისთან დაიბარა.

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1675 წელს ირანში მიმავალი მეფე ვახტანგი გზაში ავად გახდა და ხოშკარში გარდაიცვალა. იგი ირანს წაასვენეს და ქ. ყუმში დაკრძალეს.

ვახტანგ V მოხსენიებულია ანჩისხატის სამრეკლოს წარწერაში:

ვიკიციტატა
„ჩვენ ქრისტეს მიერ კურთხეულმან ბატონიშვილმან კათალიკოზმან დომენტი აღვაშენე სამრეკლო ესე და განვაახლე საყდარი ესე სულისა ჩემისა საოხად მეფობასა ქართლსა შანავაზისსა. ქ-ნსა ტნიგ (1675)“

ქართული ქორონიკონი „ტნიგ“ (363) წელი იწყება 1675 წელს და მთავრდება 1676 წლის 21 მარტს. შესაბამისად ვახტანგ მეფე უნდა გარდაცვლილიყო 1675 წლის 21 მარტის შემდეგ.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვახტანგი ორჯერ იყო დაქორწინებული: პირველად მან ცოლად შეირთო როდამ ორბელიანი, მაგრამ ირანის შაჰის დაჟინებული თხოვნით, გაეყარა. მეორედ მან ცოლად შეირთო როსტომის ნაცოლები მარიამ დადიანი. მას ჰყავდა 10 შვილი:

  • არჩილ II (შაჰნაზარ ხანი) (1647–1713)
  • გიორგი XI (გურგინ ხანი) (1751–1709)
  • ლევან ბატონიშვილი (შაჰყული ხანი) (1653–1709)
  • ალექსანდრე ბატონიშვილი (ისქანდერ მირზა) (1666–1697)
  • ლუარსაბ ბატონიშვილი (გარდაიცვალა 1698)
  • სოლომონ ბატონიშვილი (სულეიმან მირზა) (გარდაიცვალა 1703)
  • სახელი უცნობია
  • ანუკა ბატონიშვილი (გარდაიცვალა 1697), გააგზავნეს აბას II-ის ჰარამხანაში. როდესაც აბასი გარდაიცვალა, იგი დაქორწინდა შაჰვერდი ხანზე.
  • თამარ ბატონიშვილი (გარდაიცვალა 1694), დაქორწინდა გივი ამილახვარზე (1634–1700)
  • ელენე ბატონიშვილი

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები , ტ. 4, თბ., 1973
  • აკოფაშვილი გ., ქსე, ტ. 4, გვ. 336, თბ. , 1979


წინამორბედი:
როსტომი
ქართლის მეფეები
16581675
შემდეგი:
გიორგი XI