შინაარსზე გადასვლა

სიმონეთის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სიმონეთის ბრძოლა — ბრძოლა ერთი მხრივ იმერეთის მეფე გიორგი VI-სა და მეორე მხრივ ბეჟან დადიანსა და იმერეთის თავად ზურაბ აბაშიძეს შორის.

1714 წელს სამეფო ტახტზე მესამედ ადის გიორგი VI, რომელიც ორი თვით ადრე ტახტიდან ჩამოაგდო გურიელმა, დადიანმა, შოშიტა რაჭის ერისთავმა, ზურაბ აბაშიძემ და ლეჩხუმის მთავარმა - ბეჟან დადიანმა.

გიორგი მეფე გადმობირებული რაჭის ერისთავის თანხლებით თავს დაესხა ზურაბ აბაშიძეს და მამული დაულაშქრა. ბეჟან დადიანი და ზურაბ აბაშიძე ახალციხის ფაშას, ისაყ I -ს შეევედრნენ, რათა ჯარით დახმარებოდა გიორგი მეფის განდევნაში. ოსმალეთმა ისაყ-ფაშა გამოაგზავნა იმერეთში ჯარით. მოწინააღმდეგეებს შორის ბრძოლა გაიმართა სიმონეთში 1716 წელს. ამ ბრძოლაში მეფე დამარცხდა და მესამედ დატოვა იმერეთის ტახტი, მან თავი ქართლს შეაფარა. ტახტზე მოკავშირეებმა მამია გურიელის ვაჟი გიორგი IV გურიელი აიყვანეს.