სიმონ II გურიელი
სიმონ II გურიელი | |
---|---|
![]() | |
გურიის მთავარი | |
მმართ. დასაწყისი: | 1625, 1658 |
მმართ. დასასრული: | 1625, 1658 |
წინამორბედი: | მამია II გურიელი, ქაიხოსრო I გურიელი |
მემკვიდრე: | მალაქია I გურიელი, დემეტრე გურიელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1606 |
გარდ. თარიღი: | 1672 |
მეუღლე: | მარიამ დადიანი |
დინასტია: | გურიელები |
მამა: | მამია II გურიელი |
სიმონ II გურიელი (დ. 1606 — გ. დაახლოებით 1672) — გურიის მთავარი 1625, 1658, მამია II გურიელის ძე.
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1621 წელს სიმონმა ცოლად შეირთო ოდიშის მთავრის, ლევან II დადიანის და — მარიამ დადიანი. 1625 წელს სიმონმა მოკლა მამა, გახდა გურიის მთავარი და დაუპირისპირდა დადიანებს. მონაწილეობდა დადიანების წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში. შეთქმულება ჩავარდა, რადგან დადიანი გადარჩა და გურიაზეც გაილაშქრა. სიმონ გურიელი სოფელ ლანჩხუთთან შეება ცოლისძმას.დადიანმა დაამარცხა გურიელი, დააბრმავა და მისი ცოლ-შვილი ოდიშს წაიყვანა, ხოლო გურიის მთავრად დაადგინა სიმონის ბიძა, მალაქია II, რომელიც ამ დროს დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იყო და დადიანებს ეხმარებოდა.
1658 წელს იმერეთის მეფემ ალექსანდრე III-მ და დადიანმა სიმონი კვლავ მთავრის ტახტზე აიყვანეს აშვილეს გურიელთა სახლისშვილი დემეტრე, რომელიც განაგებდა სამთავროს.
სიმონ II გურიელი ბერად შედგა და იერუსალიმს გაემგზავრა, სადაც აქტიურად იბრძოდა ქართული ეკლესია-მონასტრების ინტერესების დასაცავად.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგნ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973;
- ჩხატარაიშვილი ქ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 352.