სალომინაო (ვანის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სალომინაო.
სოფელი
სალომინაო
Vani.png
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ვანის მუნიციპალიტეტი
თემი სალომინაო
კოორდინატები 42°04′45″ ჩ. გ. 42°43′21″ ა. გ. / 42.07917° ჩ. გ. 42.72250° ა. გ. / 42.07917; 42.72250
ადრეული სახელები კიროვი (1991 წლამდე)
მოსახლეობა 782[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99%[2]
რელიგიური შემადგენლობა მართლმადიდებლები
სალომინაო (ვანის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
სალომინაო (ვანის მუნიციპალიტეტი)
სალომინაო (ვანის მუნიციპალიტეტი) — იმერეთის მხარე
სალომინაო (ვანის მუნიციპალიტეტი)

სალომინაო (1991 წლამდე კიროვი) — სოფელი ვანის მუნიციპალიტეტის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარეებს კვინისწყალსა და კორისწყალს შორის.

სოფელში დგას XVI საუკუნის ეკლესია.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 782 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 1 134 532 602
2014[1] Decrease2.svg 782 394 388

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : სალომინაო.

სალომინაო იმერეთის ისტორიული მხარეა. ისტორიული მხარე იმერეთში, ჩრდილოეთით ესაზღვრებოდა მდინარე რიონი, სამხრეთით - ფერსათი. XVIII საუკუნის 20-იან წლებში იმერეთის მეფემ ალექსანდრე V-მ სალომინაო რაჭის ერისთავთა გვერდითი შტოს წარმომადგენელს გედევან ერისთავს გადასცა და მას ბარის ერისთავის ტიტული მიანიჭა. 1820-იან წლებში სოფლი მოსახლეობას დაახლოებით 30 ოჯახი შეადგენდა. იდგა 40-კაციანი სამხედრო პოსტი. გავრცელებული იყო მეფუტკრეობა, მევენახეობა. ტყეში გავრცელებული იყო წიფელი, წაბლი, ცაცხვი, თელა, კოპიტი.[3]

პიროვნებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელში დაიბადნენ: ქირურგი, აკადემიკოსი კონსტანტინე ერისთავი; პოეტი დომენიკა ერისთავი, ცნობილი ფსევდონიმით „განდეგილი".

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. 2.0 2.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
  3. ჟაკ ფრანსუა გამბა, „მოგზაურობა ამიერკავკასიაში“ გვ. 155-157 — „განათლება“, თბილისი, 1987

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]