ვახტანგ (ჭუჭუნიაშვილი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვახტანგი.

ვახტანგ ბაგრატიონი — ზედწოდებით – ჭუჭუნიაშვილი, იმერეთის ბაგრატიონთა შორეული ნათესავი, იმერეთის სამეფო ტახტის უზურპატორი 1660 წელს. იმერეთის დედოფლის, ნესტან–დარეჯანის (დარეჯანის) მეორე მეუღლე. ალექსანდრე III-ის გადაცვალების შემდეგ (1660, 4 მარტი), ტახტის მემკვიდრის, ბაგრატის (შემდგომში – ბაგრატ IV) დედინაცვალმა, დარეჯანმა, რომელიც ქვეყნის ფაქტობრივი გამგებელი იყო, ბაგრატს ცოლად შერთო თავისი ძმის, თეიმურაზ I–ს ვაჟის, დავითის ასული ქეთევანი. მაგრამ, სულ რამდენიმე თვეში, მისივე ბრძანებით, ბაგრატი დააბრმავეს და ტახტიდან გადააყენეს, თვითონ დარეჯანი კი ვახტანგ ბაგრატიონს, ზედწოდებით ჭუჭუნიაშვილს მისთხოვდა. ვახტანგი მეფედ გამოაცხადეს.

ბაგრატის მომხრეებმა დახმარებისთვის ახალციხის ფაშას, ასლანს მიმართეს, რომელსაც დადიან–გურიელიც მიემხრნენ და იმერეთში ჯარით შემოვიდნენ; დარეჯანი, ვახტანგი და ქეთევანი შეიპყრეს. ვახტანგს თვალები დასთხარეს და ახალციხეში წაიყვანეს, იქიდან კი ოლთისში გაამგზავრეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს მეფეები, მ. ლორთქიფანიძისა და რ. მეტრეველის რედაქცია, თბ., ნეკერი, 2000, გვ. 246–247