ქაიხოსრო I გურიელი
ქაიხოსრო I გურიელი | |
---|---|
გურიის მთავარი | |
მმართ. დასაწყისი: | 1641 |
მმართ. დასასრული: | 1660 |
წინამორბედი: | ვახტანგ II გურიელი |
მემკვიდრე: | დემეტრე გურიელი |
გარდ. თარიღი: | 1660 |
მეუღლე: | ხვარამზე გოშაძე |
შვილები: | გიორგი III გურიელი, მალაქია II გურიელი, ოტია, თუთა, დარეჯანი |
დინასტია: | გურიელები |
მამა: | ვახტანგ I გურიელი |
დედა: | თამარ ათაბაგი |
ქაიხოსრო I გურიელი ( გ. 1660) — გურიის მთავარი 1641-1660 წლებში, ვახტანგ I გურიელის ვაჟი.
ქართლის დედოფლის მარიამ დადიანის ნახევარძმა (დედით)[1], 1658 წელს ლიპარიტ III დადიანთან (დედით ნახევარძმა) ერთად ბანძასთან შეებრძოლა იმერეთის მეფეს ალექსანდრე III-ს და ვამეყ III დადიანს, მაგრამ დამარცხდა და ოსმალეთში გაიქცა. 1659 წლის დასაწყისში ახალციხის ფაშას დახმარებით კვლავ დაჯდა გურიელთად, ხოლო გამთავრებული დემეტრე იმერეთში განდევნა. მისმა დაბრუნებამ არეულობა გამოიწვია, ფეოდალების ნაწილი უკმაყოფილო იყო. ამით ისარგებლა ვამეყ დადიანმა და იმერეთის, სამეგრელოსა და აფხაზეთის ლაშქრით გურიაში შეიჭრა და შუა გურია დაარბია. ქაიხოსრომ თავი აჭის ეკლესიაშ შეაფარა, ძალები მოიკრიბა და დაამარცხა ვამეყ დადიანი. ამ გამარჯვების აღსანიშნავად აჭის ეკლესიას შესაწირი გაუკეთა.[2]
![]() |
„მოვედით ოზურგეთს, სასახლეში გამაგრდნენ ისინი, დავესხით თავსა...მეორე დღეს ციხე-დარბაზი ევიღეთ“
|
([3])
|
1660 წელს ღალატით მოკლა იმერეთის მეფისა და დემეტრე გურიელის მიერ მოსყიდულმა თავადმა მაჭუტაძემ. მისი შვილები, გიორგი და მალაქია ახალციხის ფაშას შეეკედლნენ. ამით ვამეყ დადიანმა თავისი გავლენა დაამყარა გურიის სამთავროზე. მოხსენიებულია შემოქმედის ღვთისმშობლის ხატის წარწერაში მშობლებთან ერთად.
ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ქაიხოსროს ასული თუთა იყო ლევან ბატონიშვილის მეუღლე. გარდაიცვალა 1678 წელს.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ჩხატარაიშვილი ქ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 444.
- რეხვიაშვილი, მ., იმერეთის სამეფო 1462-1810, თბილისი: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1989. — გვ. 93, 105-107.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ აბესალომ ტუღუში, ცხოვრება და ღვაწლი დედოფალ მარიამ დადიანისა, თბილისი, 1992. გვ 6
- ↑ ქაიხოსრო გურიელის სიგელი აჭის ეკლესიას
- ↑ ქართული სამართლის ძეგლები ტ VI გვ. 666-667 — თბილისი, 1977