ვახტანგ II გურიელი
ვახტანგ II გურიელი | |
---|---|
კასტელის ნახატი | |
გურიის მთავარი | |
მმართ. დასაწყისი: | 1639 |
მმართ. დასასრული: | 1640 |
წინამორბედი: | მალაქია I გურიელი |
მემკვიდრე: | ქაიხოსრო I გურიელი |
დინასტია: | გურიელები |
მამა: | გიორგი II გურიელი |
ვახტანგ II გურიელი (გ. 1640) — გურიის მთავარი 1639-1640, გიორგი II გურიელის უმცროსი ვაჟი. საბატონიშვილოდ ჰქონდა მდინარე ბჟუჟის ხეობა. 1639 წელს ძმის — მალაქია I გურიელი-ის — გარდაცვალების შემდეგ გურიელად დასვა ლევან II დადიანმა და ფაქტობრივად მისი ვასალი იყო. 1640 წელს მან გურიიდან განდევნა კრისტოფორო დე კასტელი და სხვა მისიონერები.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ჩხატარაიშვილი ქ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 337.