გიორგი VII (იმერეთის მეფე)
იერსახე
გიორგი VII — იმერეთის მეფე 1741 წელს, გიორგი VI-ისა და მამია III გურიელის ასულის თამარის ვაჟი.
ოსმალებმა გაამეფეს იმერეთში, მაგრამ იმავე წლის შემოდგომაზე თვითონვე გადააყენეს და ტახტი მის ძმას ალექსანდრე V-ს დაუბრუნეს. ალექსანდრე გიორგის მომხრეებს სასტიკად გაუსწორდა. გიორგი VII ოდიშს წავიდა. შემდეგ, როგორც ჩანს, სოლომონ I-ის დროს გიორგი VII იმერეთში დაბრუნდა, სადაც საბატონიშვილო მამულს ფლობდა. 1772 წელს ცოცხალი ჩანს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჩხატარაიშვილი ქ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 161.
- ჩხატარაიშვილი ქ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 22.
- გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში, გ. გელაშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1962;
- ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973. ქ. ჩხატარაიშვილი