საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სამსახურის ლოგო

საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური — საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების პრევენციის, ერთიანი სისტემის მზადყოფნის, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისა და საგანგებო სიტუაციის ზონაში აღდგენითი სამუშაოების ორგანიზებასა და სამოქალაქო უსაფრთხოების, ამოცანების გადასაწყვეტად სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის განხორციელებას.[1]

საგანგებო სიტუაციების დროს სამსახური არის მთავარი მორეაგირე უწყება, რომელიც კოორდინირებას უწევს ყველა სახელმწიფო უწყების საქმიანობას. ის ფუნქციურად აერთიანებს სახანძრო-სამაშველო სამსახურს. გარდა ამისა, უზრუნველყოფს ქვეყანაში ქიმიურ, ბილოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ (ქბრბ) უსაფრთხოებას. სამსახურის მთავარი მიზანია მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, კონკრეტული საფრთხეების შემთხვევაში, პრევენცია, სწრაფი რეაგირება, შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება და საგანგებო სიტუაციებში ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ქვეყნის მასშტაბით ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების შემოწმების მთავარი მაკონტროლებელი ორგანოა.[1]

სამსახური თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთანაც. მსგავსი ურთიერთობების საფუძველზე უზრუნველვყოფთ ორმხრივი ხელშეკრულებების გაფორმებას, მეხანძრე-მაშველებისთვის გაცვლითი პროგრამებში მონაწილეობის მიღებას და საერთაშორისო მისიებში ჩართულობას. კატასტროფების რიცხვის შემცირებასთან ერთად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ერთ-ერთი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში მეტი და სწორი ინფორმირებულობისთვის.[1]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015 წლამდე საგანგებო სიტუაციების მართვა საქართველოში შსს-ს შემადგენლობაში შემავალ საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტს ეკისრებოდა. 2015 წლის 1 იანვრიდან შსს მინისტრის ბრძანების საფუძველზე უწყება ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ სტრუქტურულ ერთეულად და მიენიჭა საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი.[2]

2017 წლის ნოემბერში გამოცხადდა მთავრობის სტრუქტურის ცვლილების შესახებ რეფორმა, რომელიც გულისხმობდა არაერთი უწყების, მათ შორის სამინისტროთა გაერთიანებას და ხარჯების ოპტიმიზაციას. მოცემული რეფორმის განხილვა მთავრობამ პარლამენტისგან დაჩქარებული წესით მოითხოვა. მის ფარგლებში, შსს-ს დაქვემდებარებაში შემავალი სსიპ საგანგებო სიტუაციების სააგენტოსა და პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოს უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ბაზაზე შეიქმნა სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება — საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, რომელიც დაექვემდებარა საქართველოს პრემიერ-მინისტრს.[2] 2019 წლის 1 იანვრიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დანაყოფი გახდა.[3]

სამსახურის უფროსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 სამსახურის შესახებ. საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. es.gov.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-25. ციტირების თარიღი: 20 თებერვალი, 2021
  2. 2.0 2.1 საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბიუროკრატიული აპარატის და ხარჯების ანალიზი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (ოქტომბერი, 2019). ციტირების თარიღი: 20 თებერვალი, 2021
  3. „2019 წლის 1 იანვრიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დანაყოფი იქნება“. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-11-15. ციტირების თარიღი: 20 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  4. გიორგი მღებრიშვილის დეკლარაცია. declaration.acb.gov.ge (2019). ციტირების თარიღი: 20 თებერვალი, 2024
  5. „გიორგი მღებრიშვილი თანამდებობიდან გათავისუფლდა“. imedinews.ge. ციტირების თარიღი: 20 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  6. „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსად თემურ მღებრიშვილი დაინიშნა“. pia.ge. ციტირების თარიღი: 20 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)