შინაარსზე გადასვლა

ზედა ვარძია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზედა ვარძია

ეკლესიის საერთო ხედი
ჯაბა ლაბაძის ფოტო
Map
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური წევრობა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
პროვინცია სამცხე-ჯავახეთის მხარე
რაიონი ასპინძის მუნიციპალიტეტი
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული ტიპი დარბაზული ეკლესია
ხუროთმოძღვრული სტილი ორნავიანი ეკლესია
თარიღდება XI საუკუნე
ზედა ვარძია ვიკისაწყობში

ზედა ვარძიაXI საუკუნის I ნახევრის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ღვთისმშობლის ეკლესია სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ასპინძის მუნიციპალიტეტში, ვარძიის ჩრდილო-დასავლეთით 3 კმ-ზე. აღმართულია მთის ფერდობზე, ხელოვნურად შექმნილ ბაქანზე. 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

მიეკუთვნება ორნავიანი ეკლესიათა ტიპს. სამხრეთით აქვს ღია სტოა. დასავლეთი მინაშენი უფრო გვიანი ხანისაა. ნაგებია კარგად გათლილი მოწითალო-იასამნისფერი ტუფანდეზიტის კვადრებით. შიგნით მოპირკეთებულია დიდრონი თლილი ქვებით. ღრმა აფსიდით დაბოლოებული მთავარი ნავი მაღალი და ფართოა, ჩრდილოეთისა კი — დაბალი და ვიწრო. ისინი ერთმანეთიდან დაკავშირებული არიან ორ ბურჯზე დაყრდნობილი თაღებით. ეკლესია შელესილი ყოფილა, შეიმჩნევა მოხატულობის კვალი. ორივე ნავი ერთიანი, ორფერდა სახურავითაა გადახურული. ეკლესია გარედან უხვადაა მორთული ჩუქურთმებით. შესასვლელის თავზე სტილიზებული ასომთავრული წარწერაა.