ზედა თმოგვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ზედა თმოგვი
Zeda tmogvi.jpg
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
პროვინცია სამცხე-ჯავახეთის მხარე
რაიონი ასპინძის მუნიციპალიტეტი
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი სამნავიანი ბაზილიკა
თარიღდება XI საუკუნე
დეტალები

ზედა თმოგვი— XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამნავიანი ბაზილიკა. ვარძიისა და თმოგვის ციხის ჩრდილოეთით, მაღალ მთიან პლატოზე. ეკლესიას 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაგებია კარგად გათლილი რუხი ქვით, გადახურულია ლორთფინებით. მაღალი და განიერი ცენტრალური ნავი გევრდის ნავებისაგან ორ წყვილ ბოძზე დაყრდნობილი სამ-სამი თაღითაა გამოყოფილი. სამხრეთ ფასადზე სწორკუთხა ჩარჩოში ჩასმული ჩუქურთმებითა და წარწერებით შემკული შესასვლელია. ბაზილიკის ჩრდილოეთ კედელში ჩართულია VIII–IX საუკუნეების მცირე ზომის დარბაზული ეკლესიის სამხრეთი კედელი შესასვლელითურთ. ბაზილიკის ერთ-ერთი წარწერიდან ირკვევა, რომ იგი აუგია იოვანე ჭიმჭიმელის ძეს ერისთავთ-ერისთავს ფარსმანს ბაგრატ IV-ის (1027–1072) დროს. ძეგლს რამდენიმე აღდგენა-გადაკეთების კვალი ემჩნევა.

ზედა თმოგვის ეპიგრაფიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნოშას წარწერა ტაძრის სამხრეთის ფასადზე (XI საუკუნე)

ვიკიციტატა
„ქრისტე, შეიწყალე სული ნოშასი, ესე კუთხი მისია.“

ანტონის წარწერა ტაძრის სამხრეთ ფასადზე (XI საუკუნე)

ვიკიციტატა
„ქრისტე, შეიწყალე სული ანტონისი.“

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]