ჩიხორისი
იერსახე
| ჩიხორისი | |
|---|---|
|
| |
| ძირითადი ინფორმაცია | |
| რელიგიური წევრობა | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
| პროვინცია | სამცხე-ჯავახეთის მხარე |
| რაიონი | ასპინძის მუნიციპალიტეტი |
| მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა | ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია |
| ხუროთმოძღვრების აღწერა | |
| თარიღდება | X საუკუნე |
| ჩიხორისი | |
ჩიხორისი — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი. X საუკუნის ეკლესია ასპინძის მახლობლად. ნაგებია ადგილობრივი სუფთად გათლილი ქვით. ეკლესია დარბაზულია. შესასვლელები დასავლეთიდან და სამხრეთიდან აქვს. კარ-სარკმლები შემკულია ჩუქურთმებით. კამარა პილასტრაზე ამოყვანილ საბჯენ თაღს ეყრდნობა.
2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 145.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-21. ციტირების თარიღი: 2020-02-22.