ბერისხევი
იერსახე
ბერისხევი, XIII საუკუნის კლდეში ნაკვეთი სავანე ასპინძის მუნიციპალიტეტში, ვარძიის მონასტრიდან 1,5 კმ-ზე, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირას, დაახლოებით 20 მ სიმაღლეზე. ასავლელად იყენებდნენ დახრილ გვირაბს. ბერისხევის კომპლექსი შედგება ქარაფის პირას მდებარე დარბაზული ეკლესიის, სენაკის, საკუჭნაოს, ე. წ. თახჩებიანი სათავსისა და გვირებული თავდაცვითი სადგომისაგან.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 321.