ოშორა (მდინარე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ოშორა.
ოშორა
River Oshora (near Idumala).jpg
მდ. ოშორა სოფ. იდუმალასთან
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეულები ასპინძის მუნიციპალიტეტი (სამცხე-ჯავახეთის მხარე)
სათავე თრიალეთის ქედი
სათავის სიმაღლე 2415 მ
შესართავი მტკვარი
სიგრძე 19 კმ
აუზის ფართობი 71,5 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 1,07 მ³/წმ

ოშორამდინარე ასპინძის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, მტკვრის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს ზღვის დონიდან 2415 -ზე. სიგრძე 19 კმ, აუზის ფართობი 71,5 კმ. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობაშემოდგომასა და ზამთარში. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 1,07 მ³/წმ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]