შინაარსზე გადასვლა

განხილვა:ასპინძის მუნიციპალიტეტი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

2002 წლის აღწერა

[წყაროს რედაქტირება]

@Giorgi Mechurchle, რომელი წყაროთი სარგებლობთ? მითითებული საქსტატის მონაცემების მიხედვით „მოსახლეობის 78,3% ქართველია; 21,2% - სომეხი; 0,2% - რუსი; 0,1% - ოსი; 0,1% - ბერძენი.“ თუ თქვენ უფრო ახალი წყაროთი სარგებლობთ, გთხოვთ მოიყვანეთ. – BruTe () 16:28, 25 აპრილი 2016 (UTC)[უპასუხე]

იგივე ეხება მუნიციპალიტეტების შესახებ სხვა სტატიებსაც, რომლებიც თქვენ ჩაასწორეთ. – BruTe () 16:30, 25 აპრილი 2016 (UTC)[უპასუხე]
მართალს ამბობს, როგორც ჩანს. აღწერის I ტომის 114-ე გვერდი ნახე. პროცენტები არ წერია, მაგრამ გაყოფით შეადარე. მანდ, როგორც ჩანს, მხოლოდ სოფლის მოსახლეობის პროცენტული გადანაწილება იგულისხმება.--Tornike 16:53, 25 აპრილი 2016 (UTC)[უპასუხე]
მითითებული ბმული მეორე ტომისაა, თორნიკე. მაშინ უნდა ჩასწორდეს პირველი ტომით. – BruTe () 17:13, 25 აპრილი 2016 (UTC)[უპასუხე]

თქვენ რა წყაროსაც ეყრდნობით ეგ არის მხოლოდ სოფლების მონაცემები, ანუ ვთქვათ ასპინძის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში, მხოლოდ ამ მუნიციპალიტეტში მდებარე სოფლების პროცენტული მაჩვენებლებია და დაბა ასპინძა გამოტოვებულია. იგივე ბოლნისის შემთხვევაში 85% გიწერიათ აზერბაიჯანელი ამ სოფლების მონაცემებზე დაყრდნობით,მაგრამ დაბა კაზრეთი და ქ.ბოლნისი გამოტოვებულია, თორემ სინამდვილეში 85% კი არა 66% აზერბაიჯანელი 2002 წლის აღწერის მონაცემებით. მოკლედ მარტო სოფლების მონაცემები გაქვთ შეტანილი და არა საქალაქო დასახლებების. რუსულ ვიკიპედიაში სწორადაა შეტანილი მონაცემები რაც სამწუხაროა, რომ ჩვენთან არ არის.--Giorgi Mechurchle განხილვაწვლილი 07:26, 3 მაისი 2016 (UTC)[უპასუხე]

კი, გასაგებია. თუ მოიცლით და ბოლომდე შეასწორებთ, ძალიან კარგს იზამთ. თუ არადა, როდესაც მოვახერხებ, მივხედავ. პრინციპში, მალე მაინც ახალი აღწერის მონაცემები იქნება შესატანი.--Tornike 08:39, 3 მაისი 2016 (UTC)[უპასუხე]