ოში (ყირგიზეთი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
ოში
Ош
ქალაქ ოშის პანორამა
ქალაქ ოშის პანორამა
დროშა გერბი
დროშა გერბი
ქვეყანა ყირგიზეთის დროშა ყირგიზეთი
სტატუსი დედაქალაქი
კოორდინატები 40°32′ ჩ. გ. 72°47′ ა. გ. / 40.533° ჩ. გ. 72.783° ა. გ. / 40.533; 72.783
ქალაქის მერი მელისბეკ მირზაკმატოვი[1]
დაარსდა 1878
პირველი ხსენება IX საუკუნე
ქალაქი 1876  წლიდან
ფართობი 15,1 კმ²
სიმაღლე 870—1100
მოსახლეობა 243,2[2] კაცი (2009)
დროის სარტყელი UTC+5
სატელეფონო კოდი +996 3222
ოფიციალური საიტი http://osh.kg/

ოში (ყირგიზეთი) მდებარეობა ყირგიზეთი

Red pog.svg

ოში (ყირგ. Ош) – ყირგიზეთის მეორე უდიდესი ქალაქი, მდებარეობს ფერგანის ხეობის სამხრეთ ნაწილში და მას ხშირად უწოდებენ "სამხრეთის დედაქალაქს". ოში პირველად მოიხსენიება IX საუკუნედან. ამ ტერიტორიაზე ხშირად ხდება ეროვნებათშორის დაპირისპირებები, მათგან ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი იყო 1990 და 2010 წლების არეულობები, 2010 წლის არეულობაში მონაწილე დაჯგუფებებმა მნიშვნელოვანი ზიანი მოუტანეს ამ დასახლებულ პუნქტს, მათ მრავალი შენობა გაანადგურეს და გადაწვეს[3]

ოში 1939 წლიდან არის ოშის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი. აქ ცხოვრობს დაახლოებით 243,200 კაცი (2009 წლის მონაცემებით), ქალაქის მოსახლეობა საკმაოდ მრავალფეროვანია, ცხოვრობენ ყირგიზები, უზბეკები, რუსები, ტაჯიკები და სხვა მცირე ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები.

ოშს სტრატეგიულად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მთელს ცენტრალურ აზიაში, აქ მრავალი სავაჭრო გზა გადის. დასახლებულ პუნქტში საკმაოდ განვითარებულია მრეწველობა, ოშში მრეწველობის განვითარება საბჭოთა პერიოდიდან დაიწყო. ქალაქის სიახლოვეს მდებარეობს უზბეკეთის და ყირგიზეთის ოფიციალური საზღვარი, ეს ტერიტორია ადრე უზბეკეთს ეკუთვნოდა. ოშის ოლქში საკმაოდ რთული ვითარებაა შექმნილი, რაც ეკონომიკის განვითრებას მნიშვნელოვნად აფერხებს.

დასახლებულ პუნქტში მდებარეობს რამდენიმე კულტურული ძეგლი, აქ კვალვ შემორჩენილია ლენინის ქანდაკებები. ოშის სიახლოვეს მდებარეობს სულაიმან-ტოო, რომელიც მსოფლიო მემკვიდრეობადაა აღიარებული.

დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. http://www.oshcity.gov.kg/
  2. Результаты переписи населения 2009 г.
  3. "Mobs burn villages, slaughter Uzbeks in Kyrgyzstan," Associated Press, 13 June 2010, Sasha Merkushev and Leila Saralayeva.