ბისმუტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბისმუტი / Bismuthum (Bi)Bi-TableImage.png
ელემენტის რიგითი ნომერი 83
მარტივი ნივთიერების გამოსახულება
Bismuth crystals and 1cm3 cube.jpg
ბრჭყვიალა ვერცხლისფერი ლითონი
ატომის თვისებები
ატომური მასა
(მოლური მასა)
208,98037 მ. ა. ე. (/მოლი)
ატომის რადიუსი 170 პმ
იონიზაციის ენერგია
(პირველი ელექტრონი)
1): 702,9 (7,29) 2): 3): კჯ/მოლი (ევ)
ელექტრონული კონფიგურაცია [Xe] 4f14 5d10 6s2 6p3
ქიმიური თვისებები
კოვალენტური რადიუსი 146 პმ
იონური რადიუსი (+5e) 74 (+3e) 96 პმ
ელექტროუარყოფითობა
(პოლინგის თანახმად)
2,02
ელექტროდული პოტენციალი Bi←Bi3+ 0,23 ვ
ჟანგვის ხარისხი 5, 3
მარტივი ნივთიერებების თერმოდინამიკური თვისებები
ნივთიერების სიმკვრივე 9,747 /სმ³
ხვედრითი თბოტევადობა 26,0[1] /(·მოლი)
თბოგამტარობა 7,9 ვტ/(·კ)
დნობის ტემპერატურა 271,35 °C, 544,5
დნობის სითბო 11,30 კჯ/მოლი
დუღილის ტემპერატურა 1883
აორთქლების სითბო 172,0 კჯ/მოლი
მოლური მოცულობა 21,3 სმ³/მოლი
მარტივი ნივთიერების კრისტალური მესერი
მესრის სტრუქტურა რომბიედრული[2]
მესრის პერიოდი Å
შეფარდება n/
დებაის ტემპერატურა 120,00



ბისმუტის ატომის სქემა
Bi 83
208,98037
[Xe] 4f14 5d10 6s2 6p3
თალიუმი


ბისმუტიდიმიტრი მენდელეევის პერიოდული სისტემის მეექვსე პერიოდის მეხუთე ჯგუფის, მთავარი ქვეჯგუფის ქიმიური ელემენტი ახალი კლასიფიკაციით მე-15 ჯგუფის ელემენტი. რომლის ატომური ნომერია 83 და აღინიშნება სიმბოლოთი Bi (ლათ. Bismuthum). მარტივი ნივთიერება ბისმუტი ნორმალურ პირობებში წარმოადგენს ბრჭყვიალა ვერცხლისფერ ლითონს.

სექციების სია

ისტორია და სახელწოდების წარმომავლობა[რედაქტირება]

სავარაუდოდ ლათინური Bismuthum ან bisemutum მომდინარეობს გერმანული weisse Masse, "თეთრი მასადან"[3]. პირველად ბისმუტი მოიხსენება მინეროლოგისა და მეტალურგის გიორგი აგრიკოლას სამეცნიერო ნაშრომებში XVI საუკუნის დასაწყისში. თუმცა, პირველად ბისმუტი არ იყო მიჩნეული როგორც დამოუკიდებელი ელემენტი და ფიქრობდნენ რომ ის იყო ტყვიის, კალის ან სტიბიუმის სახესხვაობა. 1739 წელს გერმანელი ქიმიკოსის ი. პოტომის მიერ იქნა დადგენილი, რომ ბისმუტი წარმოადგენს დამუკიდებელ ცალკე ელემენტს. 80 წლის შემდეგ შვედმა ქიმიკოსმა ბერცელიუსმა პირველად შემოიღო ელემენტის აღნიშვნის სიმბოლო Bi ქიმიურ ნომენკლატურაში[4].

ბუნებაში[რედაქტირება]

ბისმუტის შემცველობა დედამიწის ქერქში შეადგენს წონის 2×10−5 %, ზღვის წყალში — 2×10−5 მგრ/ლ.

მადნებში არის როგორც საკუთარი მინერალის, ისე მინარევების სახით სხვა ლიტონების ზოგიერთ სულფიდებში და სულფომარილებში. მსოფლიო პრაქტიკაში მოპოვებული ბისმუტის მიახლოებით 90 % მიიღება ტყვია-თუთიის, სპილენძის, კალის მადნების და კონცენტრატების მეტალურგიული გადამუშავების პროცესის დროს, რომლებიც შეიცავს ბისმუტის პროცენტის მეასედ ან მეათედ ნაწილს.

ბისმუტის მადანი, რომელიც შეიცავს 1 % და მეტ ბისმუტს გვხვდება ძალიან იშვიათად. ბისმუტის მინერალებს შეიცავს მისი მადნები, ან სხვა ლითონების მადნები. ასეთებია მაგალითად თვითნაბადი ბისმუტი (შეიცავს 98,5—99 % Bi), ბისმუტინი Bi2S3 (81,30 % Bi), ტეტრადიმიტი Bi2Te2S (56,3—59,3 % Bi), კოზალიტი Pb2Bi2S5 (42 % Bi), ბისმიტი Bi2O3 (89,7 % Bi), ბისმუტიტი Bi2CO3(OH)4 (88,5—91,5 % Bi), ვიტიხენიტი Cu3BiS3, ჰალენობისმუტიტი PbBi2S4, აიკინიტი CuPbBiS3.

საბადოების გენეტიკური ჯგუფები და სამრეწველო ტიპები[რედაქტირება]

ბისმუტი მომატებული კონცენტრაციით გროვდება სხვადასხვა გენეტიკური ტიპების საბადოებში: პეგმატიტებში, კონტაქტურ-მეტასომატურ, და ასევე მაღალ და საშუალოტემპერატურულ ჰიდროთერმულ საბადოებში. ბისმუტის საბადოებს თავის მხრივ აქვთ შეზღუდული გავრცელების არე და ჩვეულებრივ ის წარმოქმნის კომპლექსურ მადნებს სხვა ლითონებთან ერთად მთელ რიგ ჰიდროთერმულ საბადოების მადნების ფორმაციებში[5]. მათ შორის გამოირჩევიან:

  1. ვოლფრამ-სპილენძ-ბისმუტის
  2. ხუთელემენტიანი ფორმაციის საბადო (Co-Ni-Bi-Ag-U)
  3. ოქრო-ბისმუტის
  4. დარიშხან-ბისმუტის
  5. სპილენძ-ბისმუტის
  6. კვარცი-ბისმუტის

ბისმუტის მოპოვება და გამოყენება[რედაქტირება]

ბისმუტი საკმაოდ იშვიათი ლითონია, და მისი მსოფლიო მოპოვება/გამოყენება არ აღემატება 6000 ტონას (5800 დან 6400 ტონამდე წელიწადში).

საბადოები[რედაქტირება]

ცნობილია ბისმუტის საბადოები გერმანიაში, მონღოლეთში, ბოლივიაში, ავსტრალიაში, პერუში და სხვა ქვენებში[6].

მიღება[რედაქტირება]

ბისმუტის სინთეზირებული კრისტალი. ლაჟვარდის ელფერს აძლევს ოქსიდური აპკი.

ბისმუტის მიღება ეფუძნება პოლიმეტალური სპილენძის და ტყვიის კონცენტრატების და ბისმუტის მადნების გადამუშვებას პირომეტალურგიის და ჰიდრომეტალურგიის მეთოდებით. სპილენძის კონცენტრატების გადამუშავებისას ბისმუტის სულფიდური ნაერთებიდან ბისმუტის მიღებისათვის გამოიყენებენ რკინის ჟანგის დამლექს და ფლუსს.

პროცესი მიმდინარეობს შემდეგი რეაქციით:

Bi2S3 + 3Fe = 2Bi + 3FeS

დაჟანგული მადნების გამოყენებისას, ბისმუტს აღადგენენ ნახშირბადით ადვილადლღვობადი ფლუსის ფენის ქვეშ 900-1000 °C-ზე:

Bi2O3 + 3C = 2Bi + 3CO↑

სულფიდური მადნები შეიძლება გადაყვანილ იქნან ოქსიდურებში - რეაქციით:

2Bi2S3 + 9O2 = 2Bi2O3 + 6SO2

ნახშირბადის მაგივრად შეიძლება გამოყენებულ იქნას ნატრიუმის სულფიტი, რომელიც აღადგენს ბისმუტის ოქსიდს 800 °C-ზე რეაქციით:

Bi2O3 + 4Na2SO3 = 2Bi + 4Na2O + SO2 + 3SO3

ბისმუტის სულფიდი შეიძლება იქნეს აღდგენილი ლითონურ ბისმუტამდე სოდის მეშვეობით მიახლოებით 950 °C-ზე ან ნატრიუმის ჰიდროქსიდის მეშვეობით 500-600 °C-ზე. ამ პროცესების რეაქციას აქვს შემდეგი სახე:

4Bi2S3 + 12Na2CO3 = 8Bi + 9Na2S + 3Na2SO4 + 12CO2
4Bi2S3 + 24NaOH = 8Bi + 9Na2S + 3Na2SO4 + 12H2O

შავი (პირველადი) ტყვიიდან ბისმუტის მიღება, რომელიც წარმოიქმნება ტყვიის კონცენტრატის გადამუშავებისას, მდგომარეობს ბისმუტის გამაყოფაში მაგნიუმისა და კალციუმის მეშვეობით. ამასთან ბისმუტი კონცენტრირდება ზედა ფენებში შენაერთ CaMg2Bi2-ის სახით. Ca და Mg-საგან მისი გაწმენდა მიმდინარეობს გადადნობით ტუტის ფენის ქვეშ მჟანგავის (NaNO3) დამატებით. მიღებული პროდუქტის ელექტროლიზით მიიღება წიდა, რომელსაც გადაადნობენ პირველად (შავი) ბისმუტად.

ბისმუტის მიღების ჰიდრომეტალურგიული მეთოდი ხასიათდება უფრო მაღალი ეკონომიური მაჩვენებლებით და მიღებული პროდუქტის სიწმინდით, ღარიბი პოლიმეტალური კონცენტრატების გადამუშავებით. მეთოდი ეფუძნება ბისმუტშემცველი მადნების, ნახევარპროდუქტების, აზოტმჟავისა და მარილმჟავის შენადნობების დაშლის პროცესს წარმოქმნილი ხსნარების შემდგომი გამოტუტებით. გამოტუტებას აწარმოებენ გოგირდმჟავის მეშვეობით ან ნატრიუმის ქლორიდის ხსნარებით ელექტროქიმიური გამოტუტებით. ბისმუტის შემდგომი გამოყოფა და გაწმენდა მიმდინარეობს ექსტრაქციის მეთოდით[7].

მაღალი სიწმინდის ბისმუტის მიღება ეფუძნება ჰიდრომეტალურგიული რაფინირების მეთოდს, ზონურ დნობას და ორსტადიურ დისტილაციას (გამოხდას).

ფიზიკური თვისებები[რედაქტირება]

ბისმუტი — მოვერცხლისფრო-თეთრი ფერის მოვარდისფრო ელფერის ლითონია. ცნობილია ბისმუტის ალოტროპიული მოდიფიკაციის დიდი რაოდენობა, რომლებიც მაღალი წნევის პირობებში არიან ცნობილნი. არსებობს ბისმუტის რვა კრისტალოგრაფიული მოდიფიკაცია. 2,57 გპა წნევისა და 25 °C ტემპერატურის დროს, ბისმუტის კრისტალური მესერი განიცდის კრისტალების პოლიმორფულ გარდქმნას რომბიედრულიდან მონოსოლურზე, ამ მესერის პარამეტრებია a = 0,6674 ნმ, b = 0,6117 ნმ, c = 0,3304 ნმ, β = 110,33o, სივრცული ჯგუფია C2m. 2,72 გპა, 4,31 გპა და მიახლოებით 5 გპა წნევისას ასევე მიმდინარეობს ბისმუტის კრისტალური მესერის პოლიმორფული გარდქმნები. 7,74 გპა წნევის დროს ბისმუტს აქვს კუბური მესერი, Im3m-ის სივრცული ჯგუფი მესერის პარამეტრებით - a = 0,3800 ნმ. 2,3-5,2 გპა წნევების ინტერვალში და 500-580 °C ტემპერატურის ინტერვალში ბისმუტს აქვს ტეტრაგონალური მესერი რომლის პარამეტრების a = 0,657 ნმ, c = 0,568 ნმ. 30 გპა წნევისას ასევე აღმოჩენილია პოლიმორფული გარდაქმნა[8].

ბისმუტის გადასვლას მყარიდან თხევად მდგომარეობაში თან ახლავს სიმკვრივის ზრდა 9,8 გრ/სმ3-დან 10,07 გრ/სმ3-მდე, რომელიც თანდათანობით მცირდება ტემპერატურის ზრდასთან ერთად და შეადგენს 9,2 გრ/სმ3 900 °C-ზე. ბისმუტის უკუ გადასვლას თხევადიდან მყარ მდგომარეობაში თან ახლავს მოცულობის ზრდა 3,3%-ით.

ბისმუტის კუთრი ელექტრო წინაღობა ტოლია 1,2 მკომი•მ - 17,5 °C-ზე და მატულობს ტემპერატურის მატებასთან ერთად. საინტერესო თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ დნობის წერტილთან ახლოს კუთრი ელექტრო წინაღობა შეადგენს 2,67 მკომი•მ - 269 °C-ზე, ხოლო თხევად მდგომარეობაში 272 °C-ზე აქვს 1,27 მკომი•მ.

სითბური გრძივი გაფართოების კოეფიციენტი ტოლია 13,4•10-6 К-1 293 К ტემპერატურაზე.

სხვა ლითონებთან შედარებით, ბისმუტი, როგორც ვერცხლისწყალი, ხასიათდება მცირე თბოგამტარობით რომელიც ტოლია 7,87 ვტ/(მ•К) 300 К-ზე.

ბისმუტი წარმოადგენს დიამაგნეტიკს რომლის მაგნიტური მგრძნობელობაა -1,34•10-9 293 K-ზე, რის გამოც ის წარმოადგენს ყველაზე დიამაგნიტურ ლითონს.

ზეგამტარ მდგომარეობაში გადადის 7 К ტემპერატურისას.

ოთახის ტემპერატურისას ბისმუტი მყიფე ლითონია და მონატეხზე აქვს მსხვილმარცვლოვანი აღნაგობა, მაგრამ 150-250 °C ტემპერატურაზე ჩნდება პლასტიკური თვისებები.

დრეკადობის მოდული: 32-34 გპა

ძვრის მოდული: 12,4 გპა[4]

ქიმიური თვისებები[რედაქტირება]

ნაერთებში ბისმიტი ავლენს ჟანგვის ხარისხს -3, +1, +2, +3, +4, +5. ოთახის ტემპერატურაზე მშრალ ჰაერზე არ იჟანგება, მაგრამ ტენიან ჰაერის გარემოში იფარება თხელი ოქსიდის აპკით. დნობის ტემპერატურამდე გახურებისას ხდება ბისმუტის ჟანგვა, რომელიც შესამჩნევად ინტენსირდება 500 °C-ზე. ტემპერატურის 1000 °C-მდე მიღწევისას იწვის ოქსიდის წარმოქმნით Bi2O3[4]

\mathsf{4Bi + 3O_2 \ \xrightarrow\ 2Bi_2O_3 }

ოზონის ურთიერთქმედებისას ბისმუტთან წარმოიქმნება ოქსიდი Bi2O5.

უმნიშვნელოდ ხსნის ფოსფორს. წყალბადი მყარ და თხევად ბისმუტში პრაქტიკულად არ იხსნება, რაც ცხადყოფს წყალბადის დაბალ აქტივობას ბისმუტის მიმართ. ცნობილია ჰიდრიდები Bi2H2 და BiH3, რომლებიც გახურებისას არამდგრადნი არიან და საწამლავ აირებს წარმოადგენენ. ბისმუტი არ ურთიერთქმედებს ნახშირბადთან, აზოტთან და სილიციუმთან[9].

ბისმუტის ურთიერთქმედებას გოგირდთან და ან გოგირდოვან აირთან თან ახლავს სულფიდების წარმოქმნა (BiS, Bi2S3.

\mathsf{Bi + S \ \xrightarrow{510^oC}\ BiS }
\mathsf{2Bi + 3S \ \xrightarrow{300-400^oC}\ Bi_2S_3 }

ბისმუტი ავლენს მდგრადობას კონცენტრირებული მარილმჟავის და გაზავებული გოგირდმჟავის მიმართ, მაგრამ იხსნება აზოტმჟავაში და სამეფო წყალში.

\mathsf{Bi + 4HNO_3 \ \xrightarrow{}\ Bi(NO_3)_3 + NO\uparrow + 2H_2O }
\mathsf{Bi + 3HCl + HNO_3 \ \xrightarrow{}\ BiCl_3 + NO\uparrow + 2H_2O }

ბისმუტი რეაგირებს დიაზოტის ტეტრაოქსიდთან ბისმუტის ნიტრატის წარმოქმნით

\mathsf{Bi + 3N_2O_4 \ \xrightarrow{70-110^oC}\ Bi(NO_3)_3 + 3NO\uparrow }

კონცენტრირებულ გოგირდმჟავასთან გახურებისას იხსნება BiH(SO4)2-ის წარმოქმნით, ეს როცა გაზავებულ გოგირდმჟავაში იხსნება ბისმუტის სულფატის წარმოქმნით

\mathsf{2Bi + 6H_2SO_4 \ \xrightarrow{}\ Bi_2(SO_4)_3 + 3SO_2\uparrow + 6H_2O }

ბისმუტის ურთიერთქმედებას ფტორთან, ბრომთან, ქლორთან და იოდთან თან ახლავს სხვადასხვა ჰალოგენიდების წარმოქმნა

\mathsf{2Bi + 5F_2 \ \xrightarrow{600-700^oC}\ 2BiF_5 }
\mathsf{2Bi + 3(Cl, Br, I)_2 \ \xrightarrow{200^oC}\ 2Bi(Cl, Br, I)_3 }

ლითონებთან შეუძლია წარმოქმნას ინტერმეტალიდები – ბისმუტიდები[8][10].

ღირებულება[რედაქტირება]

ბისმუტის ღირებულება მსოფლიო ბაზარზე არამდგრადია, რაც განისაზღვრება მოთხოვნილებითა და წინადადებებით, ასევე ტყვიის წარმოების ზრდით ან დაცემით, რაც იწვევს შესაბამისად მისი წარმოების ზრდას ან დაცემას, სადაც ის წარმოადგენს ღირებულ თანდაყოლილ მასალას ტყვიაშემცვლელ კონცენტრატებში. 1970-იან წლებიდან მოყოლებული, ბისმუტზე ყველაზე დაბალი ფასი შეადგინა 3,5 დოლ./კგ და დაფიქსირდა 1980 წ., ხოლო ყველაზე მაღალი — 15 დოლ./კგ — 1989 წ. 1995 წლის ბოლოს 99,99 % სიწმინდის ბისმუტზე შეადგინა 8,8 დოლ./კგ[11].

კილოგრამ პროდუქტზე ღირებულება საწყობიდან (აშშ) იანვარ-სექტემბერში აიწია 8,8 აშშ დოლარით (19,80-დან 28,60 დოლარამდე კილოგრამზე (ფრანკო-ბორტი )).

ბისმუტის ზოდებზე ფასი როტერდამის საწყობებში 2011 წლის იანვარ-სექტემბერში აიწია 4,2 დოლარით (22,20-დან 26,40 დოლარამდე ერთ კილოგრამზე (სიფ-ი)).

გამოყენება[რედაქტირება]

მეტალურგია[რედაქტირება]

ბისმუტს აქვს დიდი მნიშვნელობა ეგრეთ წოდებული «ავტომატური ფოლადების», განსაკუთრებულად კი უჟანგავი ფოლადების წარმოებაში, და ძალიან აადვილებს მის დამუშავებას ჭრით ავტომატ-დაზგებზე (საზეინკლო, და სხვა.) სადაც ბისმუტის კონცენტრაცია მხოლოდ 0,003 %-ია, ამავე დროს კოროზიის მიმართ მიდრეკილების ზრდის გარეშე. ბისმუტს იყენებენ ალუმინის საფუძველის შენადნობებში (მაგალითად 0,01 %), ეს დანამატი აუმჯობესებს ლითონის პლასტიკურ თვისებებს, მკვეთრად აადვილებს მის დამუშავებას.

კატალიზატორები[რედაქტირება]

პოლიმერების წარმოებაში ბისმუტის ჟანგი გამოიყენება როგორც კატალიზატორი, და ასევე მას კერძოდ გამოიყენებენ, აკრილების პოლიმერების წარმოებისას. ნავთობის კრეკინგისას რაღაც გამოყენებას პოულობს ბისმუტის ოქსიდ-ქლორიდი.

თერმულ ელექტრონული მასალები[რედაქტირება]

ბისმუტი გამოიყენება ნახევარგამტარებში, რომლებიც თავის მხრივ გამოიყენებიან თერმოელექტრულ ხელსაწყოებში. ასეთ მასალებს მიეკუთვნებიან ტელურიდი ( ბისმუტის ტელურიდის თერმო ე.მ.ძ. არის 280 მკვ/К) და ბისმუტის სელენიდი. მიღებულ იქნა მაღალეფექტური მასალა ბისმუტის-ცეზიუმის-ტელურის საფუძველზე ნახევარგამტარიანი მაცივრების სუპერპროცესორების წარმოებისათვის.

ბირთვული გამოსხივების დეტექტორები[რედაქტირება]

ბირთვული გამოსხივების დეტექტორების წარმოებისათვის მნიშვნელობა აქვს მონოკრისტალური ბისმუტის იოდიდს. ბისმუტის გერმანატი (Bi4Ge3O12, მოკლე აღნიშვნა BGO) — გავრცელებული სცინტილაციური მასალა, გამოიყენება ბირთვულ ფიზიკაში, მაღალი ენერგიის ფიზიკაში, კომპიუტერულ ტომოგრაფიაში, გეოლოგიაში.

ადვილად ლღვობადი შენადნობები[რედაქტირება]

ბისმუტის სინთეთიკური კრისტალი

ბისმუტის ყველა შენადნობი სხვა ადვილად ლღვობად ნივთიერებებთან (კადმიუმთან, კალასთან, ტყვიასთან, ინდიუმთან, თალიუმთან, ვერცხლისწყალთან, თუთიასთან და გალიუმთან) ფლობს ძალიან დაბალი დნობის ტემპერატურას (ზოგიერთი — წყლის დუღილის ტემპერატურაზე დაბალი, ბისმუტთან ყველაზე ადვილადლღვობადი შემადგენლობა რომლის უმდაბლესი დნობის ტემპერატურაა მიახლოებით +41 °C[12]). ყველაზე ცნობილია ვუდის შენადნობი და (კადმიუმის გარეშე) როზეს შენადნობი. ასეთი ადვილადდნობადი შენადნობების გამოყენება ხდება:

  • თბომატარებლები;
  • მირჩილვა;
  • ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალიზაციის ელემენტები;
  • სპეციალური საპოხი მასალები, რომლებიც მუშაობენ ვაკუუმში და მძიმე პირობებში;
  • სარქველები, მაგალითად სარაკეტო საწვავებში სითხეებისა და აირების გასადინებლად;
  • მცველები მძლავრ ელექტრო მიზნებისათვის;
  • შუასადებები ზემძლავრ ვაკუუმის სისტემებში;
  • მედიცინაში კიდურების მოტეხილობისას მაფიქსირებელი მასალა;
  • თერმომეტრული მასალები თხევად თერმომეტრებში;
  • ჩამოსხმაში მოდელების დასამზადებელ მასალებში და სხვა.

მაგნიტური ველების გაზომვა[რედაქტირება]

განსაკუთრებული სიწმინდის ლითონური ბისმუტი გამოიყენება როგორც სახვევი მასალა ზემძლავრი მაგნიტური ველების გასაზომად, რადგანაც, მაგნიტური ველის ზრდასთან ერთად ბისმუტის ელექტროწინაღობა მკვეთრად იზრდება.

პოლონიუმ-210-ის წარმოებაში[რედაქტირება]

ბისმუტი მნიშვნელოვანია პოლონიოუმ-210 - რადიოიზოტოპიური მრეწველობის მნიშვნელოვანი ელემენტის, წარმოების ზოგიერთ ბირთვულ ტექნოლოგიაში. პოლონიუმ-210 გამოიყენება ბირთვული რეაქციების წემდგობი გაძლიერებისათვის. ბისმუტი წარმოადგენს მეტად საინტერესი და საჭირო ქიმიურ ელემენტს.

დენის ქიმიური წყაროები[რედაქტირება]

ბისმუტის ოქსიდი გრაფიტთან ერთად გამოიყენება როგორც დადებითი ელექტროდი ბისმუტ-მაგნიუმის ელემენტებში (ემძ 1,97—2,1 , 120 ვტ·სთ/კგ, 250—290 ვტ·სთ/დმ³).

ასევე ტყვიის ბისმუტატი როგორც დადებითი ელექტროდი გამოიყენება ლითიუმის ელემეტებში.

ბისმუტის ინდიუმთან შენადნობი გამოიყენება განსაკუთრებულად სტაბილურ და საიმედო ვერცხლისწყალ-ბისმუტ-ინდიუმის ელემნტებში. ასეთი ელემენტები მშვენივრად მუშაობენ კოსმოსში და იმ პირობებში, სადაც მნიშვნელოვანია დაძაბულობის სტაბილურობა, მაღალი კუთრი ენერგია.

ბისმუტის ფტორიდი გამოიყენება ძლიერ ენერგოტევადი (3000 ვტ·სთ/დმ³, პრაქტიკულად მიღწეულია — 1500—2300 ვტ·სთ/დმ³) ლანთან-ფტორიდული აკუმულატორი.

მტკიცე ლითონებისა და შენადნობების დამუშავება[რედაქტირება]

ბისმუტის ადვილადლღობად შენადნობებში (მაგალითად, ვუდის შენადნობი, როზეს შენადნობი და სხვა.) ახდენენ სახარატო, საღარავ და ბურღვით დამუშავებას ურანის, ვოლფრამის და მათი შენადნობების და სხვა მასალების, რომლებიც ძნელად ექვემდებარებიან ჭრით დამუშავებას.

ბირთვული ენერგეტიკა[რედაქტირება]

ბისმუტ-ტყიის ევტექტიკური შენადნობი გამოიყენება თხევადლითონურ თბომატარებელ რეაქტორებში. კერძოდ კი საბჭოთა წყალქვეშა ფლოტში ასეთი რეაქტორები გამოიყენებოდა წყალქვეშა ნავში К-27 და შვიდ წყალქვეშა ნავში პროექტ 705 («ლირაში»).

ბისმუტის სითბური ნეიტრონების მიტაცების მცირე განიკვეთისა და ურანის მნიშვნელოვანი უნარის გამო გაიხსნას დუღილის მნიშვნელოვან ტემპერატურაზე და მცირე აგრესიულობის გამო კონსტრუქციულ მასალების მიმართ, შესაძლებელს ქმნის ბისმუტი გამოყენებულ იქნას ჰომოგენურ ატომურ რეაქტორებში, რომელიც ჯერ კიდევ ექსპერიმენტალურ გამოცდების სტადიაში არის.

მაგნიტური მასალები[რედაქტირება]

მანგანუმ-ბისმუტის ინტერმეტალიდი მეტად ფერომაგნიტურია და მრეწველობაში იწარმოება დიდი რაოდენობით პლასტიური მაგნიტების მისაღებად. ასეთი მასალის თავისებურებას და უპირატესობას წარმოადგენს ყველანაირი ფორმისა და ზომის მუდმივი მაგნიტების ჩქარი და იაფი (ამასთანავე დენგაუმტარი) მიღების შესაძლებლობა. ამას გარდა, ეს მაგნიტის მასალა საკმაოდ გამძლეა აქვს მნიშვნელოვანი კოერციტული ძალა. ბისმუტისა და მანგანუმის ნაერთის გარდა, ასევე ცნობილია მაგნიტმტკიცე ბისმუტის ინდიუმის, ქრომისა და ევროპიუმის შენაერთები, რომელთა გამოყენება შეზღუდულია ტექნიკის სპეციალური დარგებით, ანსინთეზის სიძნელის გამო (ბისმუტი-ქრომი), ან მეორე კომპონენტის (ინდიუმი, ევროპიუმი) მაღალი ფასებით.

საწვავი ელემენტები[რედაქტირება]

კერამიკული ფაზები ვიმებოქსი (ВИМЕВОКС), რომლის შემადგენლობაშია ბისმუტის ოქსიდი სხვა ლითონის ოქსიდებთან ერთად (ვანადიუმი, სპილენძი, ნიკელი, მოლიბდენი და სხვა), ფლობენ ძალიან მაღალ გამტარობის უნარს, 500—700 К ტემპერატურის დროს და გამოიყენებიან მაღალტემპერატურულ საწვავ ელემენტებში.

მაღალტემპერატურული ზეგამტარობა[რედაქტირება]

კერამიკა, რომელთა შემადგენლობაშია ბისმუტის, კალციუმის, სტრონციუმის, ბარიუმის, სპილენძის იტრიუმისა და სხვათა ოქსიდები წარმოადგენენ მაღალტემპერატურულ ზეგამტარებს. ბოლო წლებში ზეგამტარების შესწავლისას გამოვლინდა ფაზები, რომლებსაც აქვთ გადასვლის პიკები ზეგამტარ მდგომარეობაში 110 К დროს.

ტეტრაფტორჰიდრაზინის წარმოება[რედაქტირება]

ბისმუტი მწვრილი ბურბუშელის ან ფხვნილის სახით როგორც კატალიზატორი გამოიყენება ტეტრაფტორჰიდრაზინის წარმოებაში ( სამფტორული აზოტიდან), რომელიც გამოიყენება როგორც სარაკეტო საწვავის დამჟანგავი.

ელექტრონიკა[რედაქტირება]

შენადნობი რომლის შემადგენლობაა 88 % Bi და 12 % Sb მაგნიტურ ველში აღმოაჩენს მაგნიტურწინაღობის ანომალურ ეფექტს; ამ შენადნობიდან ამზადებენ სწრაფად მოქმედ გამაძლიერებლებს და ჩამრთველებს.

ვოლფრამატი, სტანატ-ვანადატი, სილიკატი და ბისმუტის ნიობატი შედიან მაღალტემპერატურული სეგნეტოელექტრული მასალების შემადგენლობაში.

ბისმუტის ფერიტი გამოიყენება როგორც მაგნიტოელექტრული მასალა.

მედიცინა[რედაქტირება]

ბისმუტის შენაერთებიდან მედიცინაში ყველაზე ფართოდ გამოიყენება Bi2O3. კერძოდ კი მას გამოიყენებენ ფარმაცევტულ მრეწველობაში კუჭ-ნაწლავის დაავადებების ბევრი წამლის დასამზადებლად, ასევე ანტისეპტიკური და შემმახორცებელი საშუალებების დასამზადებლად. ბოლო დროს მის საფუძველზე მუშავდება ანტისიმსივნური პრეპარატები ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ.

ბისმუტის ოქსიდ-ქლორიდი პოვებს გამოყენებას მედიცინაში როგორც რენდგენკონტრასტული საშუალება და შემვსები სისხლძარღვების დამზადებისას. ამას გარდა მედიცინაში ფართოდ გამოყენებას ჰპოვებენ ისეთი ნაერთები, როგორიცაა ბისმუტის გალატი, ბისმუტის ტარტრატი, ბისმუტის კარბონატი, ბისმუტის სუბსალიცილატი, ბისმუტი სუბციტრატი და ბისმუტის ტრიბრომფენოლატი. ამ ნაერთების საფუძველზე შემუშავებულია ბევრი მედიკამენტი (მათ შორის ვიშნევსკის მალამო).

წყლულსაწინააღმდეგო პრეპარატებში გამოიყენება: ბისმუტის სამკალიუმის დიციტრატი (ბისმუტის სუბციტრატი) (კოდი АТХ A02BX05), ბისმუტის სუბნიტრატი (A02BX12), ბისმუტის რანიტიდინის ციტრატი (A02BA07).

პიგმენტები[რედაქტირება]

ბისმუტის ვანადატი გამოიყენება როგორც პიგმენტი (მკვეთრი ყვითელი ფერი).

კოსმეტიკა[რედაქტირება]

ბისმუტის ოქსიდ-ქლორიდი გამოიყენება როგორც ბრწყინვალების მიმცემი ფრჩხილის ლაქების, პომადების, ჩრდილების წარმოებაში და სხვა.

ნადირობა[რედაქტირება]

ბისმუტი შედარებით უსაფრთხოა გარემოსათვის. ამიტომაც მას იყენებენ საფანტის დასამზადებლად ტრადიციული და ტოქსიკური ტყვიის ნაცვლად[13].

ბიოლოგიური როლი[რედაქტირება]

ადამიანის ორგანიზმში ბისმუტის შემცველობა შეადგენს:

  • კუნთოვან ქსოვილში — 0,32×10−5 %
  • ძვლოვან ქსოვილში — ნაკლები ვიდრე 0,2×10−4 %
  • სისხლში — ~0,016 მგ/ლ
  • საკვებთან ერთად ყოველდღიური მიღება 0,005-0,02 მგ.

საშუალო წონის (მასა~70 კგ) ადამიანის ორგანიზმში მისი შემცველობა მცირეა, მაგრამ ზუსტი მონაცემები არ არის. ასევე ტოქსიკურ და ლეტალურ დოზებზე მონაცემები არ არსებობს[14].

იზოტოპები[რედაქტირება]

ბუნებრივი ბისმუტი შედგება ერთი იზოტოპისაგან 209Bi, რომელიც ითვლება ყველაზე მძიმედ ბუნებაში არსებული სტაბილურ იზოტოპებს შორის. თუმცა 2003 წელს ექსპერიმენტალურად დამტკიცებული იქნა, რომ ის წარმოადგენს ალფა-რადიოაქტიურს ნახევარდაშლის პერიოდით 1,9±0,2×1019 წ. ასე რომ ბისმუტის ყველა ცნობილი იზოტოპი რადიოაქტიურია. მაგრამ რადგანაც ნახევარდაშლის პერიოდი 1,9±0,2×1019 წელი მთელი რიგით მეტია, ვიდრე თანამედროვე სამყაროს ხნოვანება, ბუნებრივი ბისმუტი რომელიც შედგება ერთი იზოტოპისაგან 209Bi, შეიძლება ჩაითვალოს ადამიანისათვის უვნებელ რადიოაქტიურად.

გარდა 209Bi, ცნობილია ასევე ბისმუტის სამ ათეულზე მეტი (ჯერჯერობით 34) იზოტოპი, რომელთა უმრავლესობას აქვს იზომერული მდგომარეობა. მათ შორის სამის არსებობის ხანგრძლივობა არის:

  • 207Bi 31,55 წელი;
  • 208Bi 0,368×106 წელი;
  • 210mBi 3,04×106 წელი;

დანარჩენების ნახევარდაშლის პერიოდი არ აღემატება რამდენიმე დღეღამეს.

ბისმუტის იზოტოპები რომელთა მასური რიცხვი არის 184-დან 208-მდე და 215 - 218 მიღებულია ხელოვნურად, დანარჩენი — 210Bi, 211Bi, 212Bi, 213Bi და 214Bi — წარმოიქმნებიან ბუნებაში, ურანი-238-ის, ურანი-235-ის და თორიუმი-232-ის ბრთვების რადიოაქტიური დაშლის ჯაჭვის დროს.

საინტერესო ფაქტები[რედაქტირება]

ბისმუტს მყარ მდგომარეობაში აქვს ნაკლები სიმკვრივე, ვიდრე თხევადში. ამ თვისებით ხასიათდებიან ელემენტების ძალიან მცირე რაოდენობა, ბისმუტის გარდა გერმანიუმი და გალიუმი[15] და ზოგი შენაერთი, მაგალითად წყალი.

ბისმუტი წარმოადგენს ძლიერ დიამაგნეტიკს, ამასთან დიამაგნეტიზმის ეფექტი შეიძლება ნახოთ უბრალო ლაბორატორიის პირობებში, სხვა ხელმისაწვდომი, მაგრამ სუსტი დიამაგნეტიკთან განსხვავებით.ძაფზე დაკიდული ბისმუტი მაგნიტის ორივე პოლუსისაგან შესამჩნევად იხრება. ეს არის ეგრეთ წოდებული დიამაგნეტური ლევიტაცია[16].

სქოლიო[რედაქტირება]

  1. რედკოლ.:კნუნიანცი (მთ. რედ.) ქიმიური ენციკლოპედია: 5 ტომად. — მოსკოვი: დიდი საბჭოთა ენციკლოპედია, 1988. — ტომი: 1. — გვ. 623. — 100 000 ეგზ.
  2. ბისმუტი ქიმიურ ენციკლოპედიაში
  3. (1998) Chemistry of arsenic, antimony, and bismuth, გვ. 41. ISBN 978-0-7514-0389-3. 
  4. 4.0 4.1 4.2 რედაქტ. მ.ე. დრიცი ელემენტების თვისებები. — მეტალურგია, 1985.
  5. ვოლფსონი ფ. ი., დრუჟინინი ა. ვ. მადნეული საბადოების უმთავრესი ტიპები. — მ.: წიაღისეული, 1975.
  6. [http://www.alhimikov.net/metall/vis.html ბისმუტი
  7. იუხინი, მიხაილოვი ბისმუტიანი ნაერთების და მასალების ქიმია. — СО РАН, 2001.
  8. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის .D0.A5.D0.AD არ არის მითითებული ტექსტი; $2
  9. სლავინსკი მ.პ. ელემენტების ფიზიკო-ქიმიური თვისებები. — ფერადი და შავი მეტალურგიის სახელმწიფო სამეცნიერო-თექნ. გამომც., 1952.
  10. ლიდინი რ.ა.და სხვა არაორგანული ნივთიერებების ქიმიური თვისებები: სახელმძღ. უმაღლ. სასწ.. — მე-3., გასწ. — მ. გამომცემლობა = ქიმია: 2000. — ISBN 5-7245-1163-0
  11. დენისოვი ვ.მ., ბელოუსოვა ნ.ვ., მოისეევა გ. კ. და სხვა. ბისმუტშემცველი მასალები: აღნაგობა და ფიზიკო-ქიმიური თვისებები/ ურო რან. — ეკატერინბურგი, 2000. — 527 ფ.
  12. შენადნობი IndAlloy 15, რომელიც შედგება Bi (42,9 %), Cd (5,10 %), In (18,3 %), Pb (21,7 %), Hg (4,00 %), Sn (8,00 %). Matweb LLC. Matherial Property Data.
  13. http://www.nordis.fi/patruunat/vihtavuori-haulikon-patruunat/ ბისმუტის საფანტის ვაზნების ასორტიმენტი
  14. ემსლი ჯ. ელემენტები. — მ.: მირ, 1993. — 256 ფ.
  15. ჩირკინი ვ. ს. მასალების თერმოფიზიკური თვისებები. — ფიზიკო-მათემატიკური ლიტერატურის სახ. გამომცემლობა, 1959.
  16. მაგნიტური ლევიტაციის ცდები (ფინური ენა). ვიდეო ჩანაწერი მაგნიტის «ლევიტაცია» ბისმუტის ორ ბლოკს შორის: [1], [2].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: